ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 04:09


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის განცხადება
00:11
”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის განცხადება


  სპორტულმა მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ხორვატი ლეგიონერის გორან გრუიცას სახელთან დაკავშირებულ ამბავს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც სპორტსმენი, რომელიც საქართველოში ფეხბურთის სათამაშოდაა ჩამოსული, საზოგადოების ყურადღების ცენტრში სრულიად სხვა მიზეზთა გამო ექცევა.

 

 

როგორც მოგეხსენებათ, ცხინვალის ”სპარტაკთან” დღეს გამართულ შეხვედრაში გორან გრუიცას უთამაშებლობის მიზეზად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მიერ უცხოელი ფეხბურთელის დარეგისტრირებისათვის, აღმასკომის დადგენილებითა და პროფესიული ფეხბურთის ლიგის დებულებით (!), დაწესებული თანხის - 15 ათასი ლარის გადაუხდელობას ასახელებენ. საფეხბურთო საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია ისიც, რომ იმერული კლუბი ამ თანხის გაქვითვას ითხოვს და ამ გაქვითვის განსახორციელებელ წყაროსაც ნათლად უთითებს. პასუხად ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ამ ვალს არ ცნობენ (ან სადავოდ მიიჩნევენ) და კლუბმა, პრობლემის მიგვარების მიზნით, უნდა მიმართოს ფედერაციას ოფიციალური წერილით, სადაც დასახელებული იქნება კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიფარება ზემოთნახსენები თანხა.

მოგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და დღესაც ეკიდება ჩემპიონატის ჩამტარებელი ორგანიზაციების მიერ დაწესებულ ”თამაშის წესებს” და ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს. სწორედ ასე მოხდა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინაც - კლუბმა ეროვნული პირველობის უმაღლესლიგელთათვის დაწესებული ”სამონაწილეო” თანხა დადგენილ ვადებში სრულად დაფარა. შემდგომში მოხდა ისე, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს გადასახადი გაანახევრა, თუმცა, ზესტაფონელთათვის გადახდილი თანხის ნახევრის დაბრუნება არავის გახსენებია.

ფედერაციაში დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს თანხა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგაში აქვს შეტანილი და ამდენად ფეხბურთის ფედერაციას (რომელიც ამავდროულად ფეხბურთელებზე გადასახადს სწორედ პროფესიული ფეხბურთის ლიგის დებულების მიხედვით აწესებს და მსაჯთა კორპუსის წინაშე პფლ-ის არსებულ დავალიანებას ისტუმრებს) ამ ვალის გასტუმრებასთან არავითარი საქმე არა აქვს. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” არ ეთანხმება ზემოთმოყვანილ მოსაზრებას მრავალ მიზეზთა გამო ...

დავიწყოთ იმით, რომ თავის დროზე სწორედ ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციითა და შემდგომში გადაწყვეტილებით, მოხდა ეროვნული პირველობისა და თასის გათამაშების ჩატარების უფლების საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგაზე დელეგირება. გამოდის, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელი - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზარალდება სწორედ ფედერაციის ამ წინდაუხედავი და, როგორც დღევანდელი გადასახედიდან გამოჩნდა, ყოვლად მოუმზადებელი ნაბიჯის გამო. <ან> თუკი პფლ არ იყო მზად, ღირსეულად ჩაეტარებინა ეროვნული ჩემპიონატი და თასის გათამაშება, თავისი წილი პასუხისმგებლობა პფლ-ისათვის ამ უფლება-მოვალეობის დამკისრებელსაც უნდა დაეკისროს.

მეტიც, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე სხვა გუნდებთან შედარებით ”ზესტაფონი” არათანაბარ პირობებშია აღმოჩენილი, კერძოდ საქმე გვაქვს ”ორმაგ სტანდარტებთან” - ზოგისთვის ”თამაში წესები” კომფორტული და ”შემწყალებელია”, ზოგისთვის კი - პირიქით.

აღარაფერს ვამბობთ ფედერაციის მესვეურთა აზრით სადავო 4 083,33 ევროზე, რომელიც მათ სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენს და ყოველივე ამის დამტკიცება ფედერაციასა და კლუბს შორის თავის დროზე გაფორმებული კონტრაქტით უმარტივესად შეიძლება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბევრს საუბრობდნენ ერთ წერილზე, რომელსაც ყოველგვარი პრობლემის მარტივად გადაჭრა შეუძლია. მეტიც, ფედერაციის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებული და ”გრუიცას საქმისადმი” მიძღვნილი პუბლიკაცია ძალიან ”იმედისმომცემი” სათაურით იწყება - ”ფეხბურთის ფედერაცია „ზესტაფონისგან" ოფიციალურ წერილს ელის” ...

ძალიან დიდი სინანულით უნდა განვაცხადოთ, რომ ფედერაციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ კლუბი საკითხის გასარკვევად მზადყოფნას არ გამოთქვამდა, არის ბანალური ტყუილი. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური წარმოგიდგენთ წერილს, რომელიც კლუბმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გუშინ, 22 თებერვალს, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციიდან გრუიცას განთავისუფლების ფურცლის ჩამოსვლის შემდეგ, გაგზავნა (იხილეთ ქვემოთ).

და ბოლოს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი - არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ იმერული კლუბის ფეხბურთელის დარეგისტრირების გაჭიანურება არის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვის ერთ-ერთი ნაწილი. კლუბში ყურადღებით აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და ამ მოვლენათა ამგვარი სცენარით შემდგომშიც გაგრძელების შემთხვევაში, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” იტოვებს უფლებას - თავის პოზიცია უფრო ქმედითი ნაბიჯებით დაიცვას.


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური


ნანახია: 1035 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!