2011 წლის 8 თებერვალს "მარბელიას თასზე" გაიმართა დასკვნითი შეხვედრები.
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მეშვიდე ადგილისათვის მატჩში ბულგარეთის
წარმომადგენელს, ქალაქ პლოვდივის საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივს "
დაუპირისპირდა.
08.02.2011 - "ზესტაფონი" - "ლოკომოტივი" (პლოვდივი, ბულგარეთი) 3-0
"ზესტაფონი":
კვასხვაძე (მეშველიანი, 82), ალადაშვილი (ბენაშვილი, 46), კობახიძე
(გრუიცა, 66), ონიანი, ელიავა (ჩიხლაძე, 77), გორგიაშვილი, გრიგალაშვილი,
აფციაური (ფიფია, 61), ბაბუნაშვილი (ძარია, 54), დვალი (ლომია, 65),
წინამძღვრიშვილი (ჭანკოტაძე, 77),
"ლოკომოტივი": ტ. ტოდოროვი
(სტავრევი, 71), გეორგიევი, კავდანსკი (სანდანსკი, 59), ი. ბენჟელუმი
(მარჩევი, 90), ი. ტოდოროვი, ვიტანოვი (ეროსი, 46), ზლატინსკი, ბარიენტოსი
(ი. ბენჟელუმი, 46), სერჟინიო (დოიკიჩი, 46), ლაზაროვი, ოგუნსოტო
(რაიმონდი, 46).
გოლები: წინამძღვრიშვილი (9), ი. ტოდოროვი (80,ავტოგოლი,), გრიგალაშვილი (82, პენალტი).
ხვალ, 9 თებერვალს, მალაგა-ბარსელონა-მიუნხენი-თბილისის მარშრუტით, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" სამშობლოში ბრუნდება.
|