ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 24.11.2024, 03:24


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 7 » "ზესტაფონის" ფრე შევჩენკოსა და კომპანიასთან
15:39
"ზესტაფონის" ფრე შევჩენკოსა და კომპანიასთან


"ზესტაფონმა" პრაღის "სპარტასთან" 0:5-ის შემდეგ დაამტკიცა, რომ ძლიერ და სახელიან მეტოქესთან ღირსეულად თამაში შეუძლია. ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ გია გეგუჩაძის გუნდს კიევის "დინამოსთან" წარმატების სერიოზული შანსი ექნებოდა, მაგრამ იმერული კლუბის წევრთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათზე გაცილებით ცნობილ ფეხბურთელებს ტოლი არაფერში დაუდეს და დამსახურებულ ფრესაც მიაღწიეს. 

ვფიქრობთ, თერთმეტმეტრიანების სერიის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. მთავარია, რომ "ზესტაფონმა" მებრძოლი ხასიათი გამოავლინა, რაც თუნდაც რამდენიმე დღის წინ მომხდარი ორი უსიამოვნო ამბის ("სპარტასთან" გამანადგურებელ მარცხსა და ორი წამყვანი ფეხბურთელის შეკრებიდან დათხოვნას ვგულისხმობთ) შემდეგ იოლი სულაც არ იყო. 

სასიამოვნოა, რომ "ზესტაფონი" ავტორიტეტებს ტოლს არ უდებს და ესპანეთში მიღებული გამოცდილება ევროტურნირებზე უთუოდ წაადგება. მართალია, იმერლებს ამ შეკრებაზე ჯერ არ გაუმარჯვიათ, მაგრამ ისეთ ძლიერ მეტოქეებთან მიღწეული ფრე, როგორებიც "ლეხი" და "დინამო" არიან, მათ აქტივში უნდა შევიტანოთ. სპარინგებში კი, დაგვეთანხმებით, შედეგზე გაცილებით მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენაა, რასაც მაღალი დონის მეტოქისგან გაცილებით მეტს მიიღებ. "ზესტაფონის" სამივე სპარინგ-პარტნიორი კი ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალისთვის ემზადება.

იარმოლენკოს, შევჩენკოსა და მილევსკის აქტიურობის წყალობით პირველი ტაიმი კიეველთა უპირატესობით წარიმართა და სწორედ ამ სამეულის ძალისხმევით "დინამო" ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. იარმოლენკომ ჯერ სოლორეიდი დაასრულა ეფექტური გოლით, ტაიმის ბოლოს კი მილევსკის მისცა ჩინებული პასი. შესვენებამდე უკრაინელებს გატანა სხვა ეპიზოდებშიც შეეძლოთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის მომენტი იყო, როინ კვასხვაძემ შევჩენკოს დარტყმა რომ მოიგერია. უქმად არც ქართველები ყოფილან - კახა ალადაშვილმა საჯარიმო კარგად შეასრულა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა.

მატჩის მეორე ნახევარი კი "ზესტაფონის" კარნახით წარიმართა, თუმცა ყრუ დაცვაში, ცხადია, არც უკრაინელები ჩამდგარან. მრავალსვლიანი კომბინაცია თორნიკე გორგიაშვილის გოლით დასრულდა. გორგიაშვილი, რომელმაც "ზესტაფონთან" ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თავისიანებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მის გოლს იური სიომინის გუნდის გამოცოცხლება მოჰყვა. გილიერმეს, კრავეცსა და შევჩენკოს ზესტაფონელთათვის იმედების გადაწურვა შეეძლოთ, მაგრამ მეკარე კვასხვაძე და ფეროელთა დაცვა რიგიანად მოქმედებდნენ.

"ზესტაფონი" გასათანაბრებლად ბრძოლას განაგრძობდა და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წუთითადრე რატი წინამძღვრიშვილმა ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა. ტურნირის დებულებით, დამატებითი დრო არ დანიშნულა და გუნდებმა პენალტები დაარტყეს. მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების თანმიმდევრობას თამაშის ოქმში წაიკითხავთ.

ამგვარად, "ზესტაფონი" "მარბელიას თასზე" ოდენ ბოლოსწინა ადგილისთვის იბრძოლებს. ხვალ თბილისის დროით დღის სამის ნახევარზე გეგუჩაძის გუნდი პლოვდივის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. ტურნირის ფინალში ერთმანეთს დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" და ვარშავის "პოლონია" შეხვდებიან, მესამე ადგილს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" და პრაღის "სპარტა" გაითამაშებენ, მეხუთე საფეხურისთვის კი კიევის "დინამო" და კრასნოდარის "ყუბანი" იბრძოლებენ.


მარბელიას თასი
ზესტაფონი-დინამო კ. 2:2 პ. 4:5
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - ალადაშვილი (80. ბენაშვილი), გრუიცა (53. მ. კობახიძე), გ. ონიანი, ელიავა - ძარია (39. გრიგალაშვილი), დაუშვილი, ბაბუნაშვილი (53. გორგიაშვილი), აფციაური (80. ფიფია) - დვალი (80. ს. ლომია), წინამძღვრიშვილი.
დინამო: შოვკოვსკი (46. კოვალი) - სილვა, მიხალიკი, იუსუფი, ალმეიდა (60. ბეტაო) - გუსევი (61. გილერმე), ვუკოიევიჩი, ერიომენკო - იარმოლენკო (80. გარმაში), მილევსკი (61. კრავეცი), შევჩენკო.
გოლები: 0:1 იარმოლენკო (15), 0:2 მილევსკი (39), 1:2 გორგიაშვილი (68), 2:2 წინამძღვრიშვილი (79)
არბიტრი: მუნიოს კარავაკა (ესპანეთი)
პენალტების სერია: 1:0 გრიგალაშვილი, 1:1 გილერმე, 2:1 ელიავა, 2:2 კრავეცი, ონიანი (მეკარე), 2:3 გარმაში, 3:3 გორგიაშვილი, 3:4 ერიომენკო, 4:4 დაუშვილი, სილვა (ააცილა), ფიფია (მეკარე), 4:5 ბეტაო.

ნანახია: 956 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!