ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს კვიპროსში სძლია
19:57 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს კვიპროსში სძლია |
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ეროვნულ ნაკრებს 1–2 სძლია და 2011 წელი გამარჯვებით დაიწყო.
თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი გუნდის წაუგებელი სერია გრძელდება. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ორივე გოლი მატჩის პირველ ტაიმში გაიტანეს. მეტოქემ, კი მხოლოდ ერთი ბურთით უპასუხა, ისიც თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. გატანილი გოლები ალექსანდრე იაშვილისა და დავით სირაძის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, თბილისში გასამართი მეტად საპასუხისმგებლო მატჩის წინ, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება დღეს გამართული შეხვედრა ბოლო რეპეტიცია იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში 10 თებერვალს დაბრუნდება, იმ ლეგიონერების გამოკლებით, რომელნიც კვიპროსიდან პირდაპირ თავის კლუბებს მიაშურებენ.
სფფ–ს პრესსამსახური
|
ნანახია: 775 |
დაამატა: Admin2
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
რეკლამა |
|
|
|