ქართულმა საფეხბურთო სამყარომ მძიმე დანაკლისი განიცადა.
1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გუნდის, თბილისის „დინამოს" ლეგენდარული მეკარე სერგო კოტრიკაძე 3 მაისს, შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ბატონი სერგო საქართველოს U15 ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და გუნდს „ლენარტ იოჰანსონის თასი 2011"–ის გათამაშებაზე ახლდა. საიტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
|