შვეიცარიის ქალაქ ნიონში, დღეს U21 ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
უეფამ ევროპის 52 ქვეყანა 5 კალათაში გაანაწილა; საქართველო მეოთხე კალათაში იყო განთესილი.
კენჭისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები მე–5 ჯგუფში მოხვდა:
- ესპანეთი
- შვეიცარია
- ხორვატია
- საქართველო
- ესტონეთი
კენჭისყრის დასრულებისთანავე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე ქვეყნის წარმომადგენლები, ინდივიდუალურად იმსჯელებენ მატჩების კალენდართან დაკავშირებით.
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნებს შორის, კალენდარის დადგენასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა, უეფა დამოუკიდებლად დაადგენს საკვალიფიკაციო ეტაპის გათამაშების კალენდარს.
შეგახსენებთ, რომ დღეს აღნიშნულ კენჭისყრას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოთარ გაბელია და მენეჯერი, ლევან რამიშვილი ესწრებოდნენ.
გაბელია, უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარის დაზუსტებაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ მეტოქე გუნდებთან, შესარჩევი ეტაპის კალენდარი ჩვენთვის ხელსაყრელი სახით დადგინდება.
სფფ–ს პრესსამსახური