ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 12:47


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 19 » ჯანო ანანიძე არ იყიდება!
12:45
ჯანო ანანიძე არ იყიდება!


"ამ ბიჭს "სპარტაკის" ხელმძღვანელობამ მაისურაზე "ჟანოს" ნაცვლად, не продается! უნდა დააწეროს. დაე, ყველამ გაიგოს, რომ კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს", - ასეთია "სპარტაკის" ერთ-ერთი ფანის გამოხმაურება "ბაზელი"-"სპარტაკის" მატჩზე.

ჯანო ანანიძის მართლაც გამორჩეული თამაშის შესახებ "ლელოს" გუშინდელ ნომერში ვრცლად გიამბეთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური მატჩის კომპენსირებულ დროში შვეიცარიული პუბლიკის თვალწინ უნიჭიერესმა ქართველმა "ბაზელს" ეფექტური ჯარიმა გაუტანა და "სპარტაკს" 3:2 მოაგებინა, რამაც მისი გუნდი განმეორებითი შეხვედრის წინ უპირობო ფავორიტად აქცია. ანანიძე "ბაზელთან" თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

ინტერნეტში გაწაფული მკითხველი სხვადასხვა რუსულ ინტერნეტფორუმზე ანანიძის საქებარ უამრავ ფრაზას წააწყდება. ზემოთ ყველაზე ორიგინალური გაგაცანით, რუსი ქომაგების საერთო აზრი კი ისაა, რომ ჯანო "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურ ადგილს იმსახურებს. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ რუსეთის "სახალხო გუნდის" მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი ამიერიდან მაინც მისცემს ქართველს მეტ სათამაშო დროს. ბევრის აზრით კი, კარპინს ჩემპიონთა ლიგაზე ანანიძისთვის მეტი ნდობა რომ გამოეცხადებინა, "სპარტაკი" ახლა ევროპის ლიგის კი არა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებდა.

ალბათ, ჯანოს თამაშზე თავად კარპინის კომენტარიც გაინტერესებთ. "მიმდინარე წელს პირველ ოფიციალურ შეხვედრას ვატარებდით და პირველ ტაიმში არადამაჯერებლად ამიტომაც გამოვიყურებოდით, მეორე ნახევარში კი უპირატესობას "სპარტაკი" დაეუფლა, რაშიც ჯანოს დიდი წვლილი მიუძღვის. მოედანზე მისი გამოსვლის შემდეგ ბურთსაც ხშირად ვფლობდით და უკეთაც ვუტევდით", - თქვა "სპარტაკის" თავკაცმა.

რაც შეეხება не продается-ს, ძალიანაც კარგი, რომ ანანიძე არც კლუბს ეთმობა და არც გულშემატკივრებს, მაგრამ უნდა ვისურვოთ, რომ "სპარტაკი" ჯანოს კარიერაში მხოლოდ ეფექტური ტრამპლინი იქნება და არა საუკეთესო საფეხბურთო მოგონება, როგორც ეს, მაგალითად, მალხაზ ასათიანისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" შემთხვევაში მოხდა.


ნანახია: 833 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!