დღეს, გამთენიისას, თბილისში ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი
მწვრთნელი, ივო შუშაკი და ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის
თანაშემწე, ალიოშა ასანოვიჩი ჩამოვიდა.
ხორვატი სპეციალისტები 26 მარტს გასამართი ევროპის ჩემპიონატის
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საორგანიზაციო დეტალების დასაზუსტებლად
ეწვივნენ თბილისს.
ივო შუშაკი და ალიოშა ასანოვიჩი ხვალ, 18 თებერვალს, ეწვევიან
ფეხბურთის ფედერაციას და შეხვედრას მატჩის საორგანიზაციო კომიტეტის
წევრებთან გამართავენ.
ხორვატი სპეციალისტები თბილისს 19 თებერვალს, გამთენიისას დატოვებენ.
|