ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 03.12.2024, 20:40


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » ალექსანდრე ამისულაშვილი: "იმედი მაქვს, შოთა გამიგებს"
15:30
ალექსანდრე ამისულაშვილი: "იმედი მაქვს, შოთა გამიგებს"


რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარში" ქართველი მცველის, ალექსანდრე ამისულაშვილის ტრანსფერი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა თურქული "ქაისერისფორი", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, მოულოდნელად დატოვა და კარიერის გაგრძელება რუსეთში გადაწყვიტა.

რუსული საიტის, "ჩემპიონატ.რუ"-ს სპეცკორესპონდენტი სეზონის წინ "კრასნოდარის" ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს ესაუბრა.

- რუსეთში ასე სწრაფად დაბრუნებას ალბათ თავადაც არ ელოდით...
- ვითომ რატომ? სიმართლე თუ გინდათ, პირიქით, ველოდი (იღიმება).

- მართლა?
- დიახ. "ქაისერისფორთან" ორწლიან კონტრაქტს რომ ვაწერდი ხელს, ვერ წარმომედგინა, თურქეთში ჩემ ოჯახს ასე თუ გაუჭირდებოდა. მთავარი პრობლემა ენის არცოდნა იყო. ქალაქის ცხოვრების სტილსაც ვერ შევეგუეთ - საღამოს 9 საათის შემდეგ ქაისერში ყველაფერი იკეტება და გარეთ ვერ გახვალ.

- პროფესიონალური თვალსაზრისით იქ გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?
- განსხვავებით რუსეთისგან, თურქეთში მცველს, მით უმეტეს ცენტრალურს, დიდი ჯაფა ადგას - იქ აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. აუტსაიდერებიც კი, როგორც კი საშუალება მიეცემათ, წინ გარბიან და დაცვის რგოლის მოთამაშეებს მუდამ ფხიზლად ყოფნა უწევთ.

- რამდენადაც ვიცი, თურქეთში თქვენ ამ წნეხს თავს კარგად ართმევდით.
- საერთოდ, "ქაისერისფორში" კარგი გუნდი შევიკრიბეთ. ხელმძღვანელობამ მიზნად ხუთეულში მოხვედრა დაისახა - ჩვენ მეოთხეზე ვიყავით. სულ 12 გოლი გავუშვით და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "ბურსასფორმა" გვაჯობა.

- თქვენ თანამემამულე მწვრთნელთან - შოთა არველაძესთან კარგი ურთიერთობა გქონდათ?
- დიახ. ამ მხრივ პრობლემა არ გვქონია. მე ყველა მატჩი სრულად ჩავატარე. შეგახსენებთ, რომ მე და არველაძეს ნაკრებში გვერდიგვერდ გვითამაშია და არც მაშინ და არც მას მერე უთანხმოება არ გვქონია.

- მართლა მოგიხსენიეს თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველებს შორის?
- მითხრეს, რომ სადღაც მაგდაგვარში მოვხვდი (იცინის). ჟურნალისტთა შეფასებებით, "საუკეთესო მარცხენა ცენტრალური მცველის" ნომინაციაში ლიდერი ვყოფილვარ, თუმცა საკუთარი თვალით ეს გაზეთი არ მინახავს. საერთოდ, ასეთი რამეებისადმი გაფაციცებული არასდროს ვარ.

- კორექტული იქნება, "ქაისერისფორი" თქვენს უწინდელ რუსულ კლუბს - ნალჩიკის "სპარტაკს" რომ შევადაროთ?
- ალბათ არა. ამ გუნდის წინაშე საკმაოდ მაღალი მიზნები დგას. ამჟამად, სხვათა შორის, ევროთასებზე გასვლაზეა საუბარი. კლუბს ინფრასტრუქტურაც მიზნების შესაბამისი აქვს. სტადიონი, ბაზა - "ქაისერისფორს" ყველაფერი უმაღლესი დონის აქვს.

- დაფინანსება?
- დაფინანსება ნორმალურია. მსმენია, რომ კლუბს ქალაქის ყოფილი მერი მფარველობს, მაგრამ ასეა თუ არა, სინამდვილეში, არ ვიცი. ის კი ფაქტია, რომ "ქაისერისფორის" სტადიონი, რომელიც 2 წლის წინ აშენდა, თურქეთში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამას გარდა, კლუბს კარგი სასწავლო-საწვრთნელი ბაზა აქვს და ახლა კიდევ ერთი შენდება. ეს ყველაფერი რაღაცაზე მეტყველებს, არა?

- გუნდს ძალიან მრისხანე გულშემატკივრები ჰყავს?
- ხომ იცით, რომ თურქეთში უკეთესად ქომაგობენ, ვიდრე რუსეთში...

- დიახ, მაგრამ იქ მოთამაშეების მანქანებისთვის ქვების დაშენაც ჩვეულებრივი ამბავია.
- ხანდახან ასეც ხდება. ჩვენ, საბედნიეროდ, მსგავსი ინციდენტები არ შემგვმთხვევია.

- ახალ სტადიონზე ბევრი ხალხი დაიოდა?
- გააჩნია, ვისთან ვთამაშობდით. საშუალოდ - 15 ათასამდე.

- რომელ ცნობილ ფორვარდთან, ასეთი კი თურქეთში ბევრია, მოგიხდათ დაპირისპირება?
- აი, დავუშვათ ერთი კვირის წინ "ფენერბახჩეს" შევხვდით. იქ კარგი თავდამსხმელი - სენეგალელი ნიანგი თამაშობს. საფრანგეთში თამაშობდა. მან სტამბულში გაგვიტანა. ლიდერებთამ როგორღაც კარგად ვთამაშობდით: პირველ წრეში შინ "ბეშიქთაში" დავამარცხეთ, "გალათასარაისთან" და "ტრაბზონსფორთან" კი ქულა გავიყავით.

- თქვენი კარგი ნაცნობი, იური კრასნოჟანი არ ცდილობდა "ლოკომოტივში" წაეყვანეთ?
- რაღა დაგიმალოთ, მსგავსი საუბრები ჯერ კიდევ დეკემბერში იყო, მაგრამ ჩემს კონტრაქტში ეწერა თანხა, რომელიც ჩემი ყიდვის მსურველ კლუბს უნდა გადაეხადა. შესაძლოა მოსკოველები ამან შეაფერხა.

- "კრასნოდარმა რითი მიგიზიდათ?
- მათი მხრიდან ჩემ მიმართ სერიოზული დაინტერესება დავინახე. ეს ერთი და მეორე - კლუბის ამბიციებმა. "კრასნოდარი" სულ სამი წლისაა და უკვე პრემიერლიგაშია. არსებობს განვითარების და მომავალში პროგრესირების სურვილი. ქალაქიც მომწონს. ვფიქრობ, ოჯახი კომფორტულად იქნება.

- კონტრაქტი რამდენწლიანია?
- ის ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი, ფორმალობებს უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ. პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ოთხ სეზონს ან ოთხნახევარ წელს შეადგენს.

- თქვენ ხომ თურქეთში პირველ რიგში არველაძის გამო წახვედით?
- დიახ...

- ის ნაწყენი არ დარჩება?
- მართალია, ცოტათი ნაწყენია. მესმის მისი, როგორც მწვრთნელის. რა თქმა უნდა, მას გახურებულ სეზონში სასტარტო შემადგენლობის მოთამაშის დაკარგვა არ სურს. ჩემთვისაც რთული იყო ასე ადგომა და წასვლა, მაგრამ ეს ფეხბურთია, მასში ყველაფერი ხდება. იმედი მაქვს, შოთა გამიგებს. ახლავე თუ არა, დროთა განმავლობაში მაინც.


მომზადებულია championat.ru-ის მიხედვით

ნანახია: 851 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!