საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნული ნაკრების ქომაგებს საჩუქარს
უმზადებს. გიგანტურ 14–ნომრიან მაისურთან ერთად, რომელიც ნაკრების მთავარი
მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მეუღლემ – კატერინა ქეცბაიამ საგანგებოდ
დაამზადებინა, ქართველ გულშემატკივრებს საჩუქრად გადაეცემათ საქართველოს
ეროვნული დროშის ფერებში დამზადებული ე.წ. "ხელი".
ახალი საგულშემატკივრო ატრიბუტები საჩუქრად დარიგდება 26 მარტს
გასამართი – საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული გუნდების მატჩის წინ.
შეგახსენებთ, რომ ნაკრების 14–ნომრიანი გიგანტური მაისური პირველად
კვიპროსში, ლიმასოლის სტადიონზე, სომხეთი–საქართველოს თამაშზე გაიშალა.
საქართველო–ხორვატიის მატჩზე კი, ეროვნულ სტადიონზე მაისურის "ქართული დებიუტი" შედგება.
სფფ–ს პრესსამსახური
|