ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბელორუსიდან საქართველოში დაბრუნებული გივი
კვარაცხელია, რომელმაც ოლიმპის შემადგენლობაში ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი
ჩაატარა და ქვეყნის ჩემპიონის ტუტულსაც დაეუფლა, გუნდს ჩემპიონთა ლიგაში აღარ
დაეხმარება. კვარაცხელიას კლუბთან კონტრაქტი ივნისამდე აკავშირებდა. იყო
ორმხრივი სურვილი კონტრაქტის გახანგრძლივების , თუმცა კლუბი და
ფეხბურთელი პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
ოლიმპის რიგები დატოვეს მეკარეებმაც. გრიგოლ ჭანტურია და მირზა მერლანი ,
ისევე როგორც კვარაცხელია, კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ.
როგორც ჩანს ეს ბოლო წამსვლელები იყვნენ. ამ ეტაპზე კლუბი უკვე დატოვა 9
ფეხბურთელმა რომელთაგანაც 4 , ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ.
ოლიმპი შევსებას კიდევ ელოდება, მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა
მაღალი კლასის ფორვარდის მოძიებით არიან დაკავებული.
ქვეყნის ჩემპიონი ვარჯიშებს 4 ივნისს განაახლებს და საზღვარგარეთ შეკრებაზე
წასვლამდე , გუნდი სრულად იქნება დაკომპლექტებული.
პრეს ცენტრი
|