ესპანეთში მყოფი საქართველოს 17– წლამდელთა ნაკრები გუნდი, ლა როსას „Ciudad Del Futbal” არენაზე, მასპინძელთა ნაკრებთან ერთი ბურთის სხვაობით – 2:1 დამარცხდა.
ესპანელმა
17– წლამდელებმა ორივე გოლი მატჩის პირველ ტაიმში გაიტანეს. საქართველოს
ნაკრებიდან კი, მეორე ტაიმში თავი ბაჩანა არაბულმა გამოიჩინა, რომელმაც 50–
ე წუთზე მეტოქის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. 22.02. 20:30 საათი (თბილისის დროით). ლა-როსა. "სიუდად დელ ფუტბოლი”.
ესპანეთი – საქართველო 2:1
ესპანეთი: ერერო, მანკილო, ლუკე, გარიდო (მელენდესი 46), ბილბაო
(ოლივანი 65), ინიგუესი, დელუფო (ვალენსია 80), სალვეტი (სუარესი 60),
ნიგუესი, ვიგო (ვადილიო 60), ერნანდესი. მწვრთნელი: ხინეს მელენდესი.
საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, ცნობილაძე, სანდოხაძე,
მონიავა (ჭიღვარია 46), გოგიჩაიშვილი, ჰუფნაგელი (ტარყაშვილი 65),
ენდელაძე (ექვთიმიშვილი 46), დიასამიძე (მარკოზაშვილი 46), სამუშია
(ფანცულაია 75), არაბული (ბერია 75). მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.
გოლები: 1:0 ვიგო (38), 2:0 ერნანდესი (42), 2:1 არაბული (50 პენ). არბიტრი: მიგელ ორტისი (ესპანეთი).
ესპანელ თანატოლებთან მეორე შეხვედრას, ქართველი ფეხბურთელები 24 თებერვალს გამართავენ.
სფფ–ს პრესსამსახური
|