ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 27.06.2017, 13:27


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » მასალის არქივი


ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეობამიღებული ქართველი ფეხბურთელების დამატებას არ გამორიცხავს. ინფორმაცია ნაკრების შტაბიდან შევიტყვეთ. ლაპარაკია ბუნდესლიგელი "ვოლფსბურგის” შემტევ ნახევარმცველ აკაკი გოგიასა და რუსული პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის ცენტრალურ მცველ გია გრიგალავაზე.

 

გოგია გერმანიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, რუსეთის მოქალაქე გრიგალავას კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების ფორმა მოურგია.

გრიგალავას თამაში "ვოლგაში” თურქეთში ნაკრების კანდიდატებზე დასაკვი ... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 259 | დაამატა: Administrator | თარიღი: 05.03.2011 | კომენტარები (0)



კლუბის განვითარების სამომავლო გეგმებზე დღეს "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და კლუბის ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ისაუბრეს.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი კლუბის მთავარ მენეჯერად დღეს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი (ბუბა) ტყავაძე შეცვალა.

კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადებით, დღეიდან "თბილისის დინამოს" ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, რაც ძველი დიდების და სახელის დაბრუნებაში უნდა გამოიხატოს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი "დინამოს" განვითარების კონკრეტულ გეგმებს სახავს. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, გადაიხედება და საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება სამწვრთნელო შემადგენლობა, ასევე, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კლ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 152 | დაამატა: Administrator | თარიღი: 03.03.2011 | კომენტარები (0)



- ამ საიტზე გამოქვეყნებული მასალებიდან შესაძლოა გახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინ თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე და შოთა არველაძე იმ ახალგაზრდა მწვრთნელთა სამეულად მოვიხსენიე, რომელთანაც რამდენიმე ათეული წელი ქართული ფეხბურთის ბედ-იღბალი იქნება დაკავშირებული. მერე ქეცბაიასა და ცხადაძეს ვესაუბრე კიდეც, ხოლო ახლახანს შოთა არველაძეს ტელეფონით სტამბოლში დავუკავშირდი, დაბადების დღე მივულოცე და ფეხბურთზეც ვილაპარაკეთ.

 &nbs ... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 182 | დაამატა: Administrator | თარიღი: 01.03.2011 | კომენტარები (0)




3 მარტს, „მიხეილ მესხის" სტადიონზე, გელა შეყილაძის 16– წლამდელები ვასილ მაისურაძის 17– წლამდელებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, ამ შეხვედრას მომავალი საერთაშორისო ტურნირებისთვის მოსამზადებლად და გუნდების ძირითადი ბირთვის შესარჩევად გამოიყენებენ.

გელა შეყილაძემ ამ მატჩისთვის შემდეგი 21 ფეხბურთელი გამოიძახა:

... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 182 | დაამატა: Administrator | თარიღი: 01.03.2011 | კომენტარები (0)



დღეს ლუგანსკის "ზარიამ" ექვსი ახალწვეული ფეხბურთელი წარადგინა, რომლებიც დღეიდან გუნდის ღირსებას დაიცავენ. მათ შორისაა 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტიაც. ფეხბურთელებმა კონტრაქტს ხელი მოაწერეს და ამიერიდან უკრაინული გუნდის მოთამაშეებად ითვლებიან.

ჯაბა, რომელიც უკრაინაში გადაბარგებამდე "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა, ახალ კლუბში 10-ნომრიანი მაისურით გამოვა.

ახალწვეულებზე ლუგანსკის "ზარიას" კაპიტანმა ვლადიმერ ეზერსკიმ ისაუბრა, განსაკუთრებით კი  ჯაბა ლიპარტია გამოჰყო.

"იმისთვის, რომ კონკურენცია შეიქმნას, "ზარიაში" ახლახან გადმოსული ფეხბურთელები ნამდვილად გამოდგებიან. ვინ შეიძლება გამოვყოთ? პირველ რიგში ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია. ეს ფეხბურთელი გუნდს აქ ყოფნის პირველი დღეებიდანვე შეეწყო და მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს ალღო მაშინვე აუღო. პრინციპში, ჯაბა შეიძლება ძირითადი შემადგენლობის ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 210 | დაამატა: Administrator | თარიღი: 01.03.2011 | კომენტარები (0)



გაზაფხულის პირველ დღეს ყაზანის "რუბინის" ყოფილმა მცველმა, ძველ კლუბთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა საბოლოოდ მოაგვარა და რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებული ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

დაცვის რგოლის უნივერსალური მოთამაშე კარგა ხანია ომარ თეთრაძის გუნდთან ვარჯიშობს და უკვე მეორე სეზონისწინა შეკრებასაც გადის, მაგრამ "თეთრ-ლურჯებთან" კონტრაქტის გაფორმება ახლაღა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ლაშა სალუქვაძე ყაზანის "რუბინის" ღირსებას 2005 წლიდან იცავდა, მისი "ვოლგაში" გადაბარგება კი უპირველესად, თავად ფეხბურთელის ინიციატივით მოხდა.

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 199 | დაამატა: Administrator | თარიღი: 01.03.2011 | კომენტარები (0)



თემურ ქეცბაია ხორვატიისა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებთან მარტის ბოლოს დანიშნული შეხვედრებისთვის ფეხბურთელთა შერჩევას იწყებს. ცხადია, ბირთვი უკვე ცნობილია, მაგრამ რამდენიმე სიახლეც არის მოსალოდნელი. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ შეტევის ნაკლებად ეფექტურობის მიზეზი ნახევარდაცვაში შემოქმდებითი ფეხბურთელების ნაკლებობაა და შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს. ამასთანავე, ქეცბაია საყრდენების ოპტიმალურ წყვილსაც ეძებს.

შევიტყვეთ, რომ თემურ ქეცბაიამ გაფართოებულ სიაში გროზნოს "ტერეკის" საყრდენი ნახევარმცველი ლევან გვაზავაც შეიყვანა, ფედერაციის შესაბამის განყოფილებებს კი მასთან დაკავშირება დაავალა.

ქეცბაიამ გვაზავა ნაკრებში გასულ წელს კამერუნთან ამხანაგური მატჩისთვისაც გამოიძახა. თუმცა მაშინ ჩეჩნური კლუბის საყრდენი ნახევარმცველი საპასპორტო პრობლემის გამო ვერ ჩამოვიდა - ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 179 | დაამატა: Administrator | თარიღი: 01.03.2011 | კომენტარები (0)



ახლოვდება ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდი და იქ გასული საქართველოს ნაკრების მიმართ გულშემატკივრის ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი 25 მარტიდან საფრანგეთში ითამაშებს, სადაც მასპინძლებთან ერთად მისი მეტოქეები ნორვეგია და ბელარუსი იქნებიან. კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრები მადრიდიდან დაბრუნდა, სადაც ესპანელ 17-წლამდელებთან ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. 1:2 და 0:0 - ასეთია ჩვენი გუნდის შედეგი, რაც ელიტრაუნდში წარმატების იმედებს გვიძლიერებს. ესპანური ვოიაჟის, ნაკრების დღევანდელი კონდიციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელს, კობა ჟორჟიკაშვილს ვესაუბრეთ და ვფიქრობთ, მისი მონათხრობი საინტერესო წასაკითხი უნდა იყოს.


ზღაპრული ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 269 | დაამატა: Administrator | თარიღი: 01.03.2011 | კომენტარები (0)



საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა "რიგის თასზე" დამაჯერებლად იასპარეზა და ტურნირი მოიგო. ფინალურ მატჩში გოჩა ტყებუჩავას გუნდის მეტოქე არნემის "ვიტესი" იყო. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველებმა გაიმარჯვეს. ძირითად დროში ჰოლანდიელთა კარში გოლი გიორგი წულეისკირმა გაიტანა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა ვარძელაშვილი დაასახელეს.

ფინალამდე საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად მივიდა - ადგილობრივი "შიაულაი" 5:1 გაანადგურა, პოლონურ "იაგელონიას" 3:0 სძლია, "კიევს" 1:0, კიევის "დინამოს" კი 2:0 მოუგო.

ჩვენი გუნდი ლატვიაში ამ შემადგენლობით იყო ჩასული: გიორგი ჩოჩიშვილი, რუსლან ბედიევი, ირაკლი წერეთელი, უტა ფაცაცია, გაგა კუხიანიძე, რატი არდაზიშვილი, ლუკა ვარძელაშვილი, ლუკა ჯამარაული, გიორგი წულეისკირი, გიორგი ლორია (ყველა - საბურთალო), გიორგი არ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 202 | დაამატა: Administrator | თარიღი: 28.02.2011 | კომენტარები (0)



ლატვიაში, რიგის საერთაშორისო ტურნირზე, D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს 14- წლამდელთა ნაკრებმა და ნახევარფინალში გააღწია, სადაც კიევის "დინამოს" თანატოლებს შეხვდებიან.

გოჩა ტყებუჩავას ფეხბურთელებმა პირველ მატჩში პოლონურ "იაგელონიას" 3:0 აჯობეს, შემდეგ კი ლიტვურ "შაულაის" დაუპირისპირდნენ და 5:1 გაანადგურეს.  ჯგუფის ბოლო მატჩი ჩვენმა 14-წლამდელებმა კიევის "კიევთან" გამართეს და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

"სკონტოს" აკადემიაში მიმდინარე რიგის ტურნირზე საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ამავე ასაკის გუნდის ნახევარფინალური შეხვედრა დღეს გვიან გაიმართება, გამარჯ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 175 | დაამატა: Administrator | თარიღი: 26.02.2011 | კომენტარები (0)

« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 136 137 »
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!