ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 23.08.2017, 14:42


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 3 » "დინამოს" გენერალურ დირექტორად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნა
19:02
"დინამოს" გენერალურ დირექტორად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნა


კლუბის განვითარების სამომავლო გეგმებზე დღეს "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და კლუბის ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ისაუბრეს.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი კლუბის მთავარ მენეჯერად დღეს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი (ბუბა) ტყავაძე შეცვალა.

კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადებით, დღეიდან "თბილისის დინამოს" ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, რაც ძველი დიდების და სახელის დაბრუნებაში უნდა გამოიხატოს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი "დინამოს" განვითარების კონკრეტულ გეგმებს სახავს. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, გადაიხედება და საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება სამწვრთნელო შემადგენლობა, ასევე, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კლუბის პოპულარიზაციას და ძლიერი ფანკლუბის ჩამოყალიბებას.

ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, "დინამოს" მთავარი მიზანი ამიერიდან მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მოგება აღარ იქნება, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას უფრო დიდი ამბიციები გააჩნია. "ჩვენ გვსურს, რომ უახლოეს მომავალში კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და სხვა პრესტიჟულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში ჩაებას", - აღნიშნა კლუბის ახალმა გენერალურმა დირექტორმა.

გარდა ამისა პოლოლიკაშვილი გეგმავს აქტიურად გამოიყენოს თავისი კონტაქტები ისეთი პოპულარული ესპანური საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებთან, როგორებიცაა კატალონიის "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და სხვები. პოლოლიკაშვილი ამ კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე თვეში გეგმავს.


"ინტერპრესნიუსი"
ნანახია: 172 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!