ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 24.11.2017, 08:19


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » მასალის არქივი


 ხორვატიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – სლავენ ბილიჩმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ბილიჩის განკარგულებაში, ტრავმირებული ივიცა ოლიჩის გარდა, ამ ეტაპისთვის ყველა უძლიერესი მოთამაშეა.

მეკარეები

სტიპ პლეტიკოშა – „ტოტენჰემი", ინგლისი

... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 244 | დაამატა: Administrator | თარიღი: 11.03.2011 | კომენტარები (0)



სპორტულმა ტელეკომენტატორმა ვიქტორ გუსევმა ახალ სეზონში მოსკოვის "სპარტაკის" წარმატებული გამოსვლის შანსები შეაფასა და ყურადღება ქართველ ლეგიონერზე, ჯანო ანანიძეზეც გაამახვილა.

- ეჭვგარეშეა, რომ ყმაწვილი ჯანო იზრდება და სულ მალე ჩვენ თვალწინ პატივცემულ ანანიძედ გადაიქცევა. ბოლოსდაბოლოს, მოგვიწევს ის სწორედ ასე მოვიხსენიოთ - ძველი და ამაყი ქართული გვარის მიხედვით.

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 244 | დაამატა: Administrator | თარიღი: 10.03.2011 | კომენტარები (0)



2009 წელს პეტარ შეგრტის ხელმძღვანელობით, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გასვლაზე ლუქსემბურგს 4:0 სძლია. ამ შეხვედრაში ირაკლი შეყილაძემ "ჯვაროსანთა" ფორმით 20 წუთი ითამაშა, მას შემდეგ კი ნაკრებში აღარ გამოჩენილა.

ამჟამად 19 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი იტალიის სერია "ბ"-ში მოასპარეზე "ემპოლის" ახალგაზრდულ გუნდში გამოდის და მასზე ბევრი საყურადღებო ამბავი გვესმოდა: გასულ წელს "ვიარეჯო ქაპზე" 4 გოლი გაიტანა და პრესტიჟული ტურნირის (სხვადასხვა ქვეყნის 48 ახალგაზრდული გუნდი თამაშობს) მთავარ აღმოჩენად დაასახელეს - ქართველი ფორვარდის დამსახურება იყო, "ემპოლიმ" ფინალამდე რომ გააღწია.

შეყილაძემ ვიარეჯოში თავი წელსაც გამოიჩინა, მოსკოვის "სპარტაკთან" საგოლე პასი გააკეთა, "რეჯინასთან" დუბლი შეასრულა, თუმცა "პოკიბონსისთან" პირველივე ტაიმში გააძევეს და ამჯერად "ემპოლის" სარეზერვო გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა - ტოსკან ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 251 | დაამატა: Administrator | თარიღი: 10.03.2011 | კომენტარები (0)



რუსმა ჟურნალისტებმა "აიაქსი"-"სპარტაკის" ევროპის ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირების წინ აზრი, საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამული კლუბის ყოფილ თავდამსხმელს, შოთა არველაძეს ჰკითხეს. თურქული "ქაისერისფორის" თავკაცმა ინტერვიუში 1998 წელს, უეფას თასზე ამ გუნდების დაპირისპირებაც გაიხსენა, როდესაც წარმატება მოსკოველებს დარჩათ.

- მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღეს, "აიაქსიცა" და "სპარტაკიც" სრულიად სხვა გუნდები არიან, - აცხადებს შოთა და ხუმრობით დასძენს: მთავარი ცვლილება კი ისაა, რომ თუ 1998 წელს ერთი ქართველი "აიაქსის" ღირსებას იცავდა, დღეს მეორე ქართველი "სპარტაკის" რიგებშია.

- ვის უგულშემატკივრებთ - ჯანო ანანიძეს თუ კლუბს, რომელშიც არაერთი ბრწყინვალე სეზონი გაგიტარებიათ?
- რომ დავაზუსტოთ, ამსტერდამში ოთხი ბრწყინვალე სეზონი ჩავატარე. თანაც, ახლა "აიაქსში" ჩემი მეგობრები: ფრანკ დე ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 245 | დაამატა: Administrator | თარიღი: 10.03.2011 | კომენტარები (0)



გამოქვეყნდა ფიფა/"კოკა-კოლას" მარტის თვის რეიტინგი. საქართველოს ნაკრებმა თებრვლის რეიტინგთან შედარებით ერთი ადგილით უკან დაიხია და 72-ე ადგილზე იმყოფება (472 ქულა).

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან ხორვატიამ ერთი ადგილით წინ წაიწია და 8-ე ადგილზე გადაინაცვლა (1071). რეიტინგში 10-ე ადგილი შეინარჩუნა საბერძნეთის ნაკრებმა (1038). 6 ადგილით უკან დაიხია ისრაელის ნაკრებმა (532) და 58-ე ადგილზე იმყოფება. ერთი ადგილით წინ წაიწია ლატვიის ნაკრებმა, რომელიც ამჟამად რეიტინგში 75 ადგილზეა (448). საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მეტოქემ მალტის ნაკრებმა 7 საფეხურით წინ წაიწია და 156-ე ადგილზეა (91).

ფიფას მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში კიდევ ერთი ცვლილებაა - ბრაზილიის ნაკრებმა მეოთხე ადგილი არგენტინას დაუთმო.

... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 295 | დაამატა: Administrator | თარიღი: 09.03.2011 | კომენტარები (0)




ვითვალისწინებთ 26 მარტს გასამართი – საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისადმი გულშემატკივართა დიდ დაინტერესებას და დაწვრილებით გაგაცნობთ ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას ბილეთების რაოდენობასთან და გაყიდვასთან დაკავშირებით.

ბილეთების ფასი 5 ლარიდან 30 ლარის ჩათვლითაა. გაყიდვაში იქნება:

5 ლარიანი ბილეთი – 6 514 ცალი

... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 312 | დაამატა: Administrator | თარიღი: 08.03.2011 | კომენტარები (0)



სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ბრალდებულის, გიორგი დემეტრაძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის კომენტარი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს განაჩენს, სავარაუდოდ, 11 მარტს გამოუტანს.

ადვოკატის ინფორმაციით, განაჩენის გამოტანამდე დაგეგმილია ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოსმენა. ხანგრძლივი პორცესის შემდეგ ის მაინც გაირკვა, რომ ბრალდება დემეტრაძისთვის მაქსიმუმ 8, მინიმუმ კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს, დაცვის მხარე კი - ფეხბურთელის სრულ და უპირობო გამართლებას.

"დემეტრაძესთან ერთად, განაჩენს დავით ფეიქრიშვილსა და დავით გაგნიძეს, აგრეთვე ძებნაში მყოფ ვატო ყიფიანსაც გამოუტანენ. ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 271 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.03.2011 | კომენტარები (0)



ოთარ გაბელიამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. როგორც ცნობილია, მარტის ბოლოს ქართველი ახალგაზრდები ავსტრიაში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებენ, რომელიც ქალაქ კლაგენფურტში ჩატარდება.

36-კაციან სიაში უმრავლესობა გულშემატკივრებისთვის ცნობილი მოთამაშეა, ზოგის საქმე კარგად არის, ზოგის გაურკვეველია. იმიტომაც არის გაფართოებული სია, რომ საჭიროების შემთხვევაში გაბელიამ ლავირება მოახერხოს.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა, გიორგი ნადირაძე (ორივე - "დინამო" თბილისი).

მცველები:
საბა კვირკველია, ავთანდილ ბრაჭული (ორივე - "რუბინი", რუსეთი), ლევან კაკუბავა ("დინამო"), ნიკა აფაქიძე, ილია გამრეკლიძე (ორივე - "ბაია"), ბაქარ მირცხულავა ("ბენფიკა", პორტუგალია), თორნიკე კაკუშაძე ("მერანი" მარტვილი), გიორგი კაჭკაჭი ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 226 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.03.2011 | კომენტარები (0)



თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის მიმართ განაჩენი სავარაუდოდ, 11 მარტს გამოცხადდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განაჩენამდე დაგეგმილია ბრალდების და დაცვის მხარეების საკამათო სიტყვა. ბრალდება 5-8 წლამდე პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი - მათ გამართლებას.

დემეტრაძესთან ერთად, განაჩენს გამოუტანენ კიდევ სამ პირს - ამჟამად ძებნაში მყოფ ვატო ყიფიანს, დავით ფეიქრიშვილს და დავით გაგნიძეს. ყველა მათგანს ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში ედება.

გაგნიძეს დამატებით იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშიც ადანაშაულებენ. ფეიქრიშვილი, დემეტრაძე, გაგნიძე და ყიფიანი დანაშაულს არ აღიარებენ.

საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ე.წ. მაზავშჩიკებთან მოგებულ თანხებს. თანხების ამოღებაში მ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 211 | დაამატა: Administrator | თარიღი: 06.03.2011 | კომენტარები (0)



პოპულარულმა საფეხბურთო ვებგვერდმა Goal.com-მა კახა კალაძის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი "მილანიდან" "ჯენოაში" გადასვლის მიზეზებსა და ახალ გუნდში მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.

"მილანში" გატარებული ბოლო პერიოდი ძალიან ცუდად მახსენდება, რადგან თამაში აღარ მიწევდა და თავდაჯერება დავკარგე. სათამაშო პრაქტიკის დაკარგვა კი ტრავმას მოჰყვა, გამოჯანმრთელების შემდეგ მოედანზე გასვლის შანსი იშვიათად მეძლეოდა.

"ჯენოაში" კი თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ამ კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი გამესაუბრნენ და დამარწმუნეს, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამდი. "ჯენოაში" გადასვლა უდავოდ მართებული ნაბიჯი იყო, აქ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მომეცა და ამის გამო ძველებურად ავთამაშდი", - ამბობს კალაძე.

მან ისიც თქვა, რომ "იუვენტუსში" გადასვლის ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 235 | დაამატა: Administrator | თარიღი: 06.03.2011 | კომენტარები (0)

« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 136 137 »
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!