ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 24.11.2017, 15:43


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 1 » თემურ ქეცბაიამ თვალი ლევან გვაზავას დაადგა
13:27
თემურ ქეცბაიამ თვალი ლევან გვაზავას დაადგა


თემურ ქეცბაია ხორვატიისა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებთან მარტის ბოლოს დანიშნული შეხვედრებისთვის ფეხბურთელთა შერჩევას იწყებს. ცხადია, ბირთვი უკვე ცნობილია, მაგრამ რამდენიმე სიახლეც არის მოსალოდნელი. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ შეტევის ნაკლებად ეფექტურობის მიზეზი ნახევარდაცვაში შემოქმდებითი ფეხბურთელების ნაკლებობაა და შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს. ამასთანავე, ქეცბაია საყრდენების ოპტიმალურ წყვილსაც ეძებს.

შევიტყვეთ, რომ თემურ ქეცბაიამ გაფართოებულ სიაში გროზნოს "ტერეკის" საყრდენი ნახევარმცველი ლევან გვაზავაც შეიყვანა, ფედერაციის შესაბამის განყოფილებებს კი მასთან დაკავშირება დაავალა.

ქეცბაიამ გვაზავა ნაკრებში გასულ წელს კამერუნთან ამხანაგური მატჩისთვისაც გამოიძახა. თუმცა მაშინ ჩეჩნური კლუბის საყრდენი ნახევარმცველი საპასპორტო პრობლემის გამო ვერ ჩამოვიდა - დაბრკოლებებს რუსეთის მოქალაქეობა უქმნიდა. ამის შემდეგ ეს საკითხი მოგვარდა, გვაზავამ საქართველოს პასპორტი დაიბრუნა, მაგრამ მოლდოვას ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შეკრებაზეც არ გამოცხადდა. უცნაური ის იყო, რომ მანამდე გვაზავას ნაკრების მწვრთნელთა გულგრილობაზე წყდებოდა გული, საქმე საქმეზე რომ მიდგა, თავად არ ჩამოვიდა.

გავიდა დრო და ცნობილი გახდა, რომ ლევანს არა რუსეთის მოქალაქეობა, არამედ საკლუბო საკითხის მოუგვარებლობა აბრკოლებდა. გვაზავას "ტერეკთან" კონტრაქტი გასული წლის დეკემბერში უმთავრდებოდა და ფიქრობდა, საქართველოს ნაკრებში ნათამაშებს, საქართველოს მოქალაქეობის გამო, პრემიერლიგის კლუბში აყვანის დროს პრობლემები შეექმნებოდა. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ბარიერი მართლაც არსებობს და ამიტომაც აიღო ბევრმა ჩვენიანმა რუსეთის პასპორტი.

გვაზავამ "ლელოსთან" თქვა კიდეც: "ბოლო წლებში ნაკრებში პირველად თემურ ქეცბაიამ მიმიწვია. ძალიან გამიხარდა, ჩამოსვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ ჯერ საპასპორტო პრობლემებმა შემაფერხა, შემდეგ კი მოქალაქეობა დავიბრუნე, მაგრამ დაბრკოლებები კლუბში წარმოიქმნა, რაც კონტრაქტს უკავშირდებოდა. მე არასდროს არ ვიტყვი ნაკრებზე უარს, როცა პრობლემებს მოვაგვარებ, მერე აუცილებლად ჩამოვალ. ხომ იცით, რუსეთის კლუბში რა ბარიერები ექმნებათ?"

დეკემბერში 31 წლის ნახევარმცველმა გროზნოელებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, ტრავმაც მოიშუშა და წესითა და რიგით, ნაკრებში მის ჩამოსვლას ახლა არაფერი უნდა აბრკოლებდეს. ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი კი ნაკრებს არ აწყენდა, რადგან საყრდენი გვაზავა მშვენიერი გადაცემებითაც გამოირჩევა და ეროვნული გუნდის მწვრთნელებიც ამით დააინტერესა.

შეგახსენებთ, რომ ლევან გავაზავა რუსეთის პრემიერლიგაში 2007 წლიდან თამაშობს, გამოდიოდა ვლადიკავკაზის "ალანიაში" და ვლადივასტოკის "ლუჩ-ენერგიაში", გროზნოს "ტერეკში" კი 2008 წელს გადავიდა.

ნანახია: 245 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!