ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 02:20


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » მასალის არქივი


 დღეს, 17 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართება სფფ– ს გენერალური მდივნის – რევაზ არველაძისა და გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის – რევაზ შენგელიას საგანგებო პრესკონფერენცია.

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 950 | დაამატა: Administrator | თარიღი: 23.02.2011 | კომენტარები (0)



ესპანეთში მყოფი საქართველოს 17– წლამდელთა ნაკრები გუნდი, ლა როსას ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 825 | დაამატა: Administrator | თარიღი: 23.02.2011 | კომენტარები (0)



მახაჩყალის "ანჟიმ" თურქეთში მორიგი საკონტროლო შეხვედრა დანიურ "ბრონდბიუსთან" გამართა და 1:0 მოიგო.

ცხადია, ჩვენების ამბები გვაინტერესებს: საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, მაგრამ მცველების საიმედო თამაშის გამო ბევრი საქმე არც ჰქონია. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ირაკლი კლიმიაშვილმა, რომელიც ჯერაც გასინჯვაზეა.

ირაკლი დანიელთა კარზე მიტანილი რამდენიმე იერიშის თანამონაწილე იყო: ერთხელ შორიდან არაზუსტად დაარტყა, მერე ფლანგზე ორი მეტოქე მოატყუა და ერთადერთი გოლის ავტორ დიმიტრი ივანოვს ანგარიშის გახსნის საშუალება მე-19 წუთზე მისცა, მაგრამ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში კი მახაჩყალელთა მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა კლიმიაშვილი დაასვენა.

დანიელთა წინააღმდეგ "ანჟის" სახელოვან ახალწვეულს, ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილ მცველ რობერტო კარ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 915 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.02.2011 | კომენტარები (0)



  ეს პატარა სტატია ეძღვნება დამსახურებულ ადამიანს, რომელმაც მცირე დროში შეძლო მთელი საქართველოსთვის თავის შეყვარება…მოკლედ, საქმე იმაშია, რომ არაერთ სანაკრებო თამაშს დავსწრებივარ და არაერთი დედის გინებისთვის მომიკრავს ყური ქართველი ფეხბურთელების მიმართ, მაგრამ ის რეაქცია რაც ერთელ ვნახე, ძალიან უცხო იყო… ვინც ახალგაზრდულის თამაშს უყურა შვეიცარიასთან, თუ გახსოვთ, მეორე ტაიმში, ის მომენტი როცა ანანიძემ შორიდან დაარტყა და დიდი მანძილით ააცილა კარს? მაგ დროს ვიღაც წამოდგა და იყვირა: ,,თავი რონალდო ხო არ გონია ამ  ბავშვსო”… ამ სიტყვებს კი შემდეგი რეაქცია მოჰყვა: ერთმა კაცმა დაარტყა იმ ბიჭს, 20-მდე გულშემატკივარმა დასარტყმელად გაიწია და ნახევარმა ტრიბუნამ დედის გინება გააყოლა, როცა პოლიციას გარეთ გაჰყავდა…ვფიქრობ, რომ სამაგალითო ამბავს შევესწარი .ხოდა კიდევ იმას დავამატებ, რომ როცა ჯანომ ბოლოსწინა კუთხურის ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 950 | დაამატა: Administrator | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარები (2)



  "ქართველი გულშემატკივრის ნაწილი ხშირად ამბობს, რომ ფედერაციაში ბევრი პრობლემაა, მე მინდა ვკითხო ამ ადამიანებს, რამდენი დახარჯეს ქართულ ფეხბურთში? 2 ლარიან ბილეთს არავინ ყიდულობს, სტადიონზე ყველას უფასოდ მოსვლა უნდა. მოვუწოდებ მათ, თუ ქართული ფეხბურთის დახმარებას სურთ, იაქტიურონ, მოვიდნენ ყველა თამაშზე, იყიდონ ის 2 ლარიანი ბილეთები და შემდეგ დამისვან კითხვა, როგორ დავხარჯავ ამ ფულს, მე მზად ვარ პასუხის გასაცემად", - ამ სიტყვებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადაცემა "პოზიციაში" თავისი გამოსვლა დაასრულა...გადაცემა ქართულ ფეხბურთში აგორებულ მორიგ სკანდალს, ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ ფინანსური სახსრების არასწორ განკარგვას ეხებოდა, მაგრამ ბატონმა ზვიადმა ჩვენი აზრით სრულიად შეგნებულად თავი შეიკავა ნოდარ ახალკაცის პირდაპირი დადანაშაულებისგან და მხოლოდ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 772 | დაამატა: Administrator | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარები (0)



ქართული ფეხბურთის ყოველწლიური წიგნი უკვე გაყიდვაშია. მისი ავტორი, ბატონი რევაზ შენგელიაა,  რომლის ავტორობითაც უკვე მეჩვიდმეტე წელია მსგავსი ტიპის ფეხბურთის გულშემატკივართა და სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ პირთა სამაგიდო წიგნი იბეჭდება.

წიგნი ქართული ფეხბურთით დაინტერესებულ ყველა ადამიანს ამომწურავ სტატისტიკურ მონაცემებს სთავაზობს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგის, ქართული კლუბების ევრო სარბიელზე წელს მიღწეული შედეგების, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩისა და საქართველოს ეროვნული ნაკ ... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 1077 | დაამატა: Administrator | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარები (0)



"ამ ბიჭს "სპარტაკის" ხელმძღვანელობამ მაისურაზე "ჟანოს" ნაცვლად, не продается! უნდა დააწეროს. დაე, ყველამ გაიგოს, რომ კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს", - ასეთია "სპარტაკის" ერთ-ერთი ფანის გამოხმაურება "ბაზელი"-"სპარტაკის" მატჩზე.

ჯანო ანანიძის მართლაც გამორჩეული თამაშის შესახებ "ლელოს" გუშინდელ ნომერში ვრცლად გიამბეთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური მატჩის კომპენსირებულ დროში შვეიცარიული პუბლიკის თვალწინ უნიჭიერესმა ქართველმა "ბაზელს" ეფექტური ჯარიმა გაუტანა და "სპარტაკს" 3:2 მოაგებინა, რამაც მისი გუნდი განმეორებითი შეხვედრის წინ უპირობო ფავორიტად აქცია. ანანიძე "ბაზელთან" თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

ინტერნეტში გაწაფული მკითხველი სხვადასხვა რუსულ ინტერნეტფორუმზე ანანიძის საქებარ უამრავ ფრაზას წააწყდება. ზემოთ ყველაზე ორიგინალური გაგაცანით, ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 836 | დაამატა: Administrator | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარები (0)



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის, ნიკოლოზ ჩხეიძის თქმით, გაირკვა, რომ ეროვნული ნაკრები ზაფხულში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

"მატჩების გამართვაზე რამდენიმე ფედერაციას ველაპარაკეთ, საბოლოოდ კი პოლონელებს შევუთანხმდით. 10 აგვისტოს მათ ეროვნულ გუნდს, სავარაუდოდ, ვარშავაში ვესტუმრებით", - გვითხრა ჩხეიძემ.

პოლონეთი, უკრაინასთან ერთად, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, ახლა კი მათი ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს ხშირად მართავს. ფიფას რეიტინგში პოლონეთი 71-ადგილზეა და სულ რაღაც ერთი ადგილით უსწრებს 72-ეზე მყოფ საქართველოს, მაგრამ ორივე ნაკრებს 449-449 ქულა აქვს. საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებებს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკვე უთამაშიათ - მაშინ ვარშავაში 1:4 წავაგეთ, სახლში კი 3:0 მოვუგეთ.

გასული წლიდან მოყოლებული, ფეხბურთის ფედ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 930 | დაამატა: Administrator | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარები (0)



  დღეს 2011 წლის 18 თებერვალია. ზუსტად 1 წლის წინ ფუნქციონირება დაიწყო ჩვენმა საიტმა. ამ ხნის მანძილზე მუდმივად ვციდობდით მაქსიმალურად ობიექტურად და სწარაფად მიგვეწოდა ინფორმაცია საიტის მომხმარებელთათვის. იყო ბევრი სხვადასხვა სახიც პრობლემაც, იყო საქებარი სიტყვებიც. საიტზე სულ დადებულია 1221 სიახლე. ამ პერიოდში საიტზე ჩატარდა მთავარი ადმინისტრატორის 2-თვიანი ობიექტური არჩევნებიც, რაც მომავალშიც იქნება. ასეა თუ ისე, ქართული ფეხბურთის საიტმა, რომელიც დაფუძნებულია ucoz სისტემაზე ამ დრომდე მოაღწია. დღეს ჩვენი საიტი 1 წლის გახდა.
... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 1052 | დაამატა: Administrator | თარიღი: 17.02.2011 | კომენტარები (0)



უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ერთ ამხანაგურ შეხვედრას მოლოდოველი თანატოლების წინააღმდეგ გამართავს.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ოთარ გაბელიას გუნდი მოლდოვაში,  სავარაუდოდ ქალაქ კიშინიოვში გამართავს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წინა სპარინგ მატჩს.

ამხანაგურ შეხვედრასთან დაკავშირებული სხვა დეტალები, მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

სფფ– პრესსამსახური


შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 814 | დაამატა: Administrator | თარიღი: 17.02.2011 | კომენტარები (0)

« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 136 137 »
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!