ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 28.07.2017, 13:54


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 5 » სომხეთთან სანდრო გურულის თამაში საეჭვოა
15:49
სომხეთთან სანდრო გურულის თამაში საეჭვოა


ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა ლვოვის "კარპატიმ" "კოპა დელ სოლის" ნახევარფინალში ნორვეგიულ "ოლესუნდთან" 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 7:6 აჯობა. ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, ქართველი მკითხველისთვის დიდად საინტერესო არ უნდა იყოს, სამაგიეროდ, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ მატჩში "კარპატისა" და საქართველოს ნაკრების შემტევმა სანდრო გურულმა ტრავმა მიიღო. იგი უკრაინელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე იძულებით შეცვალეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ "კარპატის" მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა განაცხადა, გურულს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ინტერნეტში სანდროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. საქართველო-სომხეთის ამხანაგური შეხვედრა კარსაა მომდგარი. რა თქმა უნდა, სანაკრებო მატჩების წინ ჩვენი ლეგიონერების ამბებით განსაკუთრებით ვინტერესდებით და ამიტომაც იმის გარკვევა ვცადეთ, მოასწრებს თუ არა გურული 9 თებერვლის თამაშისთვის მომჯობინებას და საქართველოს ეროვნული ნაკრების კვიპროსულ შეკრებაზე ჩასვლას.

თავად სანდროსთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მამამისმა, გია გურულმა კი გვითხრა, რომ მისი სომხეთთან თამაშის ალბათობა მცირეა: "ეს ორი დღეა, სანდრო ექიმებთან პროცედურებზე დადის. ტრავმა სერიოზული ნამდვილად არ არის, მაგრამ საკითხავია, მისცემს თუ არა მოედანზე სწრაფად დაბრუნების შესაძლებლობას. ექიმებისგან სანდროს საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუღია. ნაკრებში თამაში ძალიან უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახლა ეს ვერ მოხერხდება. სავარაუდოდ, სომხეთთან მატჩი გაუცდება".

გურულის კვიპროსზე ჩასვლა-ჩაუსვლელობის საკითხი ალბათ, დღეისთვის გაირკვევა და იმასაც გავიგებთ, მისი დაკლების შემთხვევაში თემურ ქეცბაია სანაცვლოდ ვინმეს თუ გამოიძახებს. ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ლიმასოლში სრულად ზეგისთვის შეიკრიბება.

გურული საქართველოს ნაკრებისთვის პატარა დანაკლისი არ უნდა იყოს. სლოვენიასთან მაღალ დონეზე ჩატარებულმა სადებიუტო მატჩმა და გატანილმა გოლმა დაგვარწმუნა, რომ მას ქეცბაიას გუნდისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 214 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!