ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 16:34


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 16


კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ჩვიდმეტწლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ესპანეთში გამგზავრებამდე თბილისში მოემზადება.

ხვალ, 16 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ვარჯიშს გამართავს.

როგორც მოგეხსენებათ, 21 თებერვალს U17 ნაკრები ესპანეთის ქალაქ მადრიდში მიემგზავრება, სადაც ესპანელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

გადაწყვეტილია, რომ მატჩები, 22 თებერვალს ადგილობრივი დროით 18 საათზე, ხოლო 24 თებერვალს დღის 11 საათზე დაიწყება. 

ესპანელ თანატოლებს საქართველოს ნაკრები "ლას როსას" სპორტულ ცენტრში დაუპირისპირდება.

 სფფ–ს პრესსამსახური ... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 798 | დაამატა: Administrator | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარები (0)



საქართველო ვერა და ვერ დაემსგავსა ჩვენსავე მრავალხმიან სიმღერას, სადაც ყველას თავისი ხმა აქვს, მაგრამ ერთობაში გასაოცარი ჰარმონიაა. პოლიტიკაში მრავალხმიანობა ჰარმონიაში კი არა, აბსურდში გადაიზარდა: ყველა თავისას ერეკება და სხვისას ნაკლებად ისმენს.

თუმცა "ლელოს" დღევანდელი რესპონდენტი არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ ფეხბურთის სიყვარულით შევარჩიეთ. პოლიტიკოსებს მომავალშიც ამ კრიტერიუმით გავესაუბრებით - განმსაზღვრელი იქნება ფეხბურთისადმი მათი დამოკიდებულება და არა პოლიტიკური კრედო.

"ეროვნული ფორუმის" დამფუძნებელთაგანი გუბაზ სანიკიძე კი ფეხბურთის მოყვარულია, ძველი თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების დიდი ქომაგი, უხარია და სტკივა ის, რაც საბოლოოდ ქვეყნის სახელთანაა გაიგივებული - ქართული ფეხბურთი.

- პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ყველას ძალიან გვიყვარს და გვტკივა, თუმცა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 800 | დაამატა: Administrator | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარები (0)



ღიმილისმომგვრელია, მაგრამ ფაქტია - ახალგაზრდა ქართველ მეკარეს, ნუკრი რევიშვილს, რომელიც, გარდა იმისა, რომ სულიც ხორცამდე ქართველია, ქუთაისის საფეხბურთო სკოლის "ტორპედოს" აღზრდილია, უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში, 2006 წელს კი საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელადაც აღიარეს, მისი ამჟამინდელი კლუბის - მახაჩყალის "ანჟის" საიტზე რუსად მოიხსენიებენ.

ვერ გეტყვით, ეს მახაჩყალური კლუბის საიტის მესვეურთა მექანიკური შეცდომაა თუ უკბილო ხუმრობა, მაგრამ ფაქტია - გუნდის შემადგენლობის თვალის გადავლებისას ქართველი გოლკიპერის ეროვნების გრაფაში რუსეთს ამოიკითხავთ.

შეგახსენებთ, რომ გაჯი გაჯიევის გუნდი ახალი სეზონიდან ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელით, წარსულში მადრიდის "რეალის" მცველით რობერტო კარლოსით გაძლიერდება. რაც შეეხება ნუკრის, მახაჩყალელთა მწვრთნელი მას ძირითად მეკარედ განიხი ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 793 | დაამატა: Administrator | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარები (0)



სამსაჯო თემა საქართველოში ყოველთვის აქტუალურია და სეზონის განახლებასთან ერთად ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. სახელფასო რეფორმისგან მსაჯობის დონის ამაღლებას ელიან, თუმცა მხოლოდ ამით საქმეს არ ეშველება - ქართულ სამსაჯო კორპუსში პრობლემები და გადასაჭრელი ამოცანები კიდევ მრავლადაა, არადა მსაჯებსა და მსაჯობაზე ხშირად საქმეში ნაკლებად ჩახედვით გვიწევს ხოლმე მსჯელობა.

ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროს ლევან ფანიაშვილს ჩამოვართვით, რომელიც საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. სხვათა შორის, ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათშის ფანიაშვილი ლისაბონში გაფრინდა, სადაც "ბენფიკასა" და გერმანული "შტუტგარტის" ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ მატჩზე მსაჯთა დამკვირვებლადაა დანიშნული.

- უპირველესად, ის გვაინტერესებს, ამოქმედდა თუ არა მსაჯთა ანაზღაურების ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 1041 | დაამატა: Administrator | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარები (0)



ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია ყოველთვიურად მსოფლიოს 350 კლუბისგან შემდგარ რეიტინგს აქვეყნებს და 21-ე საუკუნის პირველი ათწლეული შეაჯამა და მხოლოდ ევროპელებისგან შემდგარი 643-კლუბიანი სია წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში 9 ქართული კლუბია შესული.

ჩვენი ქვეყნიდან საუკეთესო პოზიციაზე თბილისის "დინამოა", რომელიც 139-ე ადგილზეა. დანარჩენი კლუბებიდან ერთი (ამერი) აღარ არსებობს, ორიც (ბათუმი და ლოკომოტივი) პირველ ლიგაში თამაშობს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ქართული კლუბების პოზიციებს წარმოგიდგენთ: "ვიტ ჯორჯია" - 240-ე, "ზესტაფონი" - 271-ე, "ოლიმპი" - 329-ე, "ლოკომოტივი" - 372-ე, "სიონი" - 407-ე, "ტორპედო" - 417-ე, "ამერი" - 553-ე, "ბათუმი" - 598-ე.

ქართული კლუბები რეიტინგში ევროტურნირებსა და შინაურ პირველობებზე ნაჩვენ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 751 | დაამატა: Administrator | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარები (0)

რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!