ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 20.07.2017, 17:35


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » სომხები მარცხს ასე ხსნიან
22:26
სომხები მარცხს ასე ხსნიან


"სპორტ ექსპრესმა" საქართველო-სომხეთის ამხანაგურ დაპირისპირებას მიმოხილვა მიუძღვნა, რომელიც სომეხ სპორტულ ჟურნალისტს, არსენ სარქისიანს ეკუთვნის.

"სომხეთის ნაკრების განლაგება ტრადიციული იყო : 4-2-3-1. დებიუტის ჩაგდების შემდეგ, რომელიც ზამთრისთვის საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა, სომხები მეათე წუთზე გამოერკვნენ და საერთო ჯამში შეხვედრას აკონტროლებდნენ. თუმცა საქართველოს ნაკრებთან სახიფათო მომენტები არ შექმნილა: სომხები ზედმეტად სწრაფობდნენ საჯარიმოსთან ახლოს, მაშინვე კარში ურტყამდნენ, მაგრამ მათ დარტყმებს სიზუსტე აკლდა.

მეტოქე იშვიათად, მაგრამ ბევრად მწვავედ უტევდა. მარცხენა ფლანგზე გარღვევისა და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ იაშვილმა გოლკიპერს დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა. მალე კი საქართველომ ანგარიშში სხვაობა გააორმაგა: ანანიძე მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და ვარდნაში სჯარიმოში გააკეთა გადაცემა. პირველი დარტყმა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, მაგრამ დამატებაზე სირაძეს ხელი ვერავინ შეუშალა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდან ინიციატივა მთლიანად სომხების ხელში გადავიდა. საკმარისია ითქვას, რომ კასპაროვი თამაშის ბოლომდე არ შეუწუხებიათ. 63-ე წუთზე მხიტარიანის გარღვევა ცენტრში საჯარიმოში წესების დარღვევით დასრულდა: მანუჩარიანმა პენალტი დამაჯერებლად გაიტანა.

მხიტარიანი საერთოდ მინასიანის გუნდში საუკეთესო იყო: "შახტარისთვის" დამახასიათებელი მანერით ბევრს მოძრაობდა, კომბინაციებს აგებდა, უკან ჩადიოდა და მუშაობდა. მაგრამ სომხეთის ნაკრებს აშკარად აკლდა მოვისიანი: მანუჩარიანზე გათვლამ, რომელიც შეტევის მთელს ფრონტზე მოქმედებდა, არ გაამართლა. მიუხედავად ამისა, მხიტარიანს 73-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო კარგი კომბინაციის შემდეგ, მაგრამ რევიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

სეზონის დასაწყისისა და საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთის ნაკრების რეპეტიცია, შედეგის მიუხედავად, შედგა. მაგრამ არ შეიძლება არ ვთქვათ პლობლემბზეც: მოთამაშეების შეუთანხმებელი თამაში და შეუთამაშებლობა თვალში საცემი იყო", - წერს სომეხი მიმომხილველი.

საქართველო-სომხეთის მატჩზე კომენტარი სომხეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ედუარდ მაკაროვმაც გააკეთა. მისი თქმით, კვიპროსში სომხეთის ნაკრების მარცხი ბევრი წამყვანი მოთამაშის არყოფნის ბრალია.

"თამაშზე თავისი კვალი ბევრი წამყვანი მოთამაშის არყოფნამ დატოვა. ვამბობდი და კიდევ ვიტყვი: ჩვენი გუნდი ძალიან საინტერესო და პერსპექტიულია. მისგან მეტ პროგრესს ველი. ნაკრებში ახლაც ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია და კიდევ არანაკლებ ნიჭიერი თაობა მოდის. ფეხბურთი სომხეთში ფეხზე დგება და მომავალი გააჩნია", - თქვა მაკაროვმა.

ნანახია: 184 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!