ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 24.09.2017, 09:57


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » ფეხბურთის ფედერაცია „ზესტაფონისგან“ ოფიციალურ წერილს ელის
18:01
ფეხბურთის ფედერაცია „ზესტაფონისგან“ ოფიციალურ წერილს ელის


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, სფფ– ს გენერალურმა მდივანმა – რევაზ არველაძემ და გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა – რევაზ შენგელიამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენცია შეეხებოდა სპორტულ პრესაში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" მიერ გაჟღერებულ თემას, კლუბის ხორვატი ახალწვეულის – გორან გრუიცას ტრანსფერის შესახებ.

ხორვატ ლეგიონერს, ქართულ კლუბში თამაშის უფლება ჯერ არ მიუღია. მართალია, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციიდან გრუიცას განთავისუფლების ფურცელი უკვე ჩამოვიდა, მაგრამ „ზესტაფონს" სფფ– ში ლეგიონერის დარეგისტრირებისთვის დაწესებული თანხა – 15 ათასი ლარი არ გადაუხდია.

იმერული კლუბი, ფეხბურთის ფედერაციას ძველ ვალს – 4 ათას ევროს ედავება და თანხის გაქვითვას ითხოვს.

სფფ– ს გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა – რევაზ შენგელიამ პრესკონფერენციაზე ფედერაციის ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა: „ამ განმარტების გაკეთება იმიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ პრესაში დაიწერა, თითქოს, ფეხბურთის ფედერაციაა დამნაშავე „ზესტაფონის" ხორვატი ლეგიონერის შეფერხებაში და რომ ჩვენ ის რეგისტრაციაში არ გავატარეთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ აღმასკომის დადგენილებითა და პროფესიული ფეხბურთის ლიგის დებულებით, უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის, უცხოელ ფეხბურთელებზე დაწესებულია გადასახდელი თანხა – 15 ათასი ლარის ოდენობით. ეს თანხა კი, ფეხბურთის ფედერაციაში შემოტანილი უნდა იყოს ფეხბურთელის რეგისტრაციის პერიოდში. გუშინ (22 თებერვალს), ჩამოვიდა ამ ფეხბურთელის ტრანსფერი. შესაბამისად, საჭირო იყო რეგისტრაციის თანხის გადახდა. ჩვენ გავმართეთ მოლაპარაკება კლუბის იურისტთან და მივეცით განმარტება, რომ არ არის აუცილებელი მთლიანი თანხის ერთბაშად გადახდა. უბრალოდ, მათ ეს ფული უნდა გადაიხადონ სეზონის დამთავრებამდე, ანუ მაისის რომელიღაც კონკრეტულ რიცხვამდე. ახლა, საჭიროა, რომ კლუბმა მოგვმართოს ოფიციალური წერილით, სადაც დაასახელებენ კონკრეტულ თარიღს, თუ როდის დაფარავენ მთლიან თანხას.

ამ დროს კი, მათ საუბარი დაიწყეს ვალზე, რომელიც სფფ– ს აქვს „ზესტაფონისთვის" გასასტუმრებელი. ჯერჯერობით, ეს სადავო საკითხია. ფეხბურთის ფედერაცია ამ ვალს არ ცნობს. თუ კლუბი ზემოთხსენებული წერილით მოგვმართავს, ფეხბურთელი რეგისტრაციაში გატარდება" – განაცხადა შენგელიამ.

 სფფ– ს პრესსამსახური


ნანახია: 237 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!