ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 16:34


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ქეცბაიამ დაიწყო, სომხებიც ემზადებიან
12:09
ქეცბაიამ დაიწყო, სომხებიც ემზადებიან


6 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა კვიპროსს გაემგზავრა, სადაც 9 თებერვალს სომხეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.

ჩვენი ეროვნული ნაკრები უკვე ლიმასოლშია და სასტუმრო "პოსეიდონ ბიჩში" დაბინავდა. იქვე განთავსდა სომხეთის ეროვნული ნაკრების დელეგაციაც.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, თემურ ქეცბაიას თავკაცობით ნაკრებმა შეკრება უკვე დაიწყო. დამღლელი და ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ფეხბურთელები ქეცბაიამ 7 თებერვალს ლიმასოლის სტადიონზე მსუბუქად ავარჯიშა - სულ რაღაც 40 წუთი. თუმცა ამ დროისთვის არასრული შემადგენლობა იყო შეკრებილი და მხოლოდ ცხრა ფეხბურთელმა ივარჯიშა - ნუკრი რევიშვილმა, გიორგი ლორიამ, ლევან კაკუბავამ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა სალუქვაძემ, გოგიტა გოგუამ, ჯაბა კანკავამ და მათე ვაწაძემ.

7 თებერვლის საღამოს შეკრებაზე კიდევ შვიდი ფეხბურთელი გამოცხადდა: ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი მერებაშვილი, მურთაზ დაუშვილი, ალეკო ამისულაშვილი და დავით კვირკველია.

სამწუხაროდ, სომხეთთან ჰაიფას "მაქაბის" თავდამსხმელ ლადო დვალიშვილის თამაში გამოირიცხა - ლადოს ისრაელის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრის მე-80 წუთზე კუნთი დაეჭიმა, თამაში ვეღარ გააგრძელა და უახლოესი ათი დღე დასვენება მოუწევს.

საეჭვო იყო ლვოვის "კარპატის" თავდამსხმელ სანდრო გურულის თამაშიც, რომელმაც საკონტროლო შეხვედრაში ასევე კუნთი დაიზიანა, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ნაკრებს დღეს შეუერთდება.

თემურ ქეცბაია ნაკრებს ყოველდღე მხოლოდ ერთხელ, თბილისის დროით 18 საათზე ავარჯიშებს. სრული შემადგენლობით კი გუნდი 8 თებერვალს შეიკრიბება.

მატჩისთვის ემზადებიან სომხებიც. მათი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუბენ აირაპეტიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონეცკის "შახტარის" თავდამსხმელ ჰენრიხ მხითარიანს კვიპროსში გამგზავრებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.

უკრაინული კლუბი ესპანურ შეკრებაზეა, სადაც კვიპროსის ყველა ავიარეისის ბილეთი გაყიდული აღმოჩნდა და მხითარიანს მგზავრობა გადაჯდომა-გადმოჯდომით შესთავაზეს, ასე კი კუნძულზე ჩასასვლელად მთელი დღე დასჭირდებოდა.

აირაპეტიანმა აღიარა, ამის გათვალისწინებით, მხითარიანს ვუთხარი, შეკრებაზე შენი გამოცხადება ამდენ წვალებად არ გვიღირსო, მაგრამ თავდამსხმელმა ნაკრებში თამაში თავად ისურვა.

სამაგიეროდ, ლიმასოლში არ იქნება ამსტერდამის "აიაქსის" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი არაზ ოზბილისი, რომელსაც ერთდროულად თურქეთისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებში იწვევენ.

სომხურმა ინტერნეტპორტალმა "არმფუტბოლმა" მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ზაზა ჯანაშიას ჩამოართვა ინტერვიუ.

"საქართველოს ამჟამად ნორმალური ნაკრები ჰყავს, რომელიც მიმდინარე შესარჩევ ციკლში ერთხელაც არ დამარცხებულა. თუ ჩვენი ნაკრები ასევე გააგრძელებს, ამ ციკლში წარმატებას მიაღწევს... აქ ჩვენი კოზირი ძლიერი დაცვაა. თავდასხმაში პრობლემებია, მაგრამ ახლა ორი ახალი ფეხბურთელი დაგვემატა და ვფიქრობ, ისინი შეტევას გააძლიერებენ.

თუმცა თქვენების რამდენიმე შეხვედრაც ვნახე და სომხეთიც სოლიდური გუნდია. თქვენი ნაკრებიდან არავის ვიცნობ. ვინ გაიმარჯვებს? მეგობრობა, ჩვენ შორის ხომ, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობაა, მატჩიც მეგობრულ ატმოსფეროში ჩაივლის ", - ამბობს ჯანაშია.

მატჩი 9 თებერვალს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება - შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



ნანახია: 815 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!