საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” შეიქმნა 2004 წლის 18
ივნისს სააქციო საზოგადოება ”გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის
ფეროშენადნობთა ქარხნის” აქციონერთა ინიციატივით. იმავე, 2004 წელს
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” მთავარი გუნდი ერთვება საქართველოს XVI-ე
ეროვნულ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის.
სადღეისოდ
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმოადგენს ერთ დიდ შეკრულ საფეხბურთო
ორგანიზმს, რომლის სისტემაშიდაც, მთავარ გუნდთან ერთად, შედიან:
”ზესტაფონი-2” (საქართველოს დუბლიორთა ჩემპიონატის მონაწილე), 1993-94 და
1995-96 წლებში დაბადებულთა გუნდები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის
ჭაბუკთა ლიგაში ასპარეზობენ.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუღალავად შრომობს საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად:
გარემონტდა ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი, დაიგო ახალი
ხელოვნურსაფარიანი სათამაშო მოედანი, ცენტრალური სტადიონის მინდორზე
დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი
სისტემები, სტადიონის ტრიბუნებზე დამონტაჟდა პერსონალური სავარძლები,
სტადიონზე ამოქმედდა უახლესი განათების სისტემა, მიმდინარეობს კლუბის ბაზის მშენებლობა და ა.შ.
|