ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 20.12.2024, 01:46


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
არჩევნები
ისტორიები [10]
არჩევნები [2]
ადმინის გამონაკლისი სტატიები [20]
ამ კატეგორიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ ადმინის სტატიები, რომლებიც არ ეხება ქართულ ფეხბურთს.
"დინამო" [1]
"ოლიმპი" [1]
"ზესტაფონი" [1]
"ვიტ ჯორჯია" [1]
"სიონი" [1]
"სპარტაკი" [1]
"ბაია" [1]
"სამტრედია" [1]
"ტორპედო" [1]
"კოლხეთი" [1]
ეროვნული ჩემპიონატი [11]
უმაღლესი ლიგა
სხვა [1]
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
ქართული ფეხბურთი
ისტორიები [10]
არჩევნები [2]
ადმინის გამონაკლისი სტატიები [20]
ამ კატეგორიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ ადმინის სტატიები, რომლებიც არ ეხება ქართულ ფეხბურთს.
"დინამო" [1]
"ოლიმპი" [1]
"ზესტაფონი" [1]
"ვიტ ჯორჯია" [1]
"სიონი" [1]
"სპარტაკი" [1]
"ბაია" [1]
"სამტრედია" [1]
"ტორპედო" [1]
"კოლხეთი" [1]
ეროვნული ჩემპიონატი [11]
უმაღლესი ლიგა
სხვა [1]
 სტატიების კატალოგი 
მთავარი » სტატიები » ისტორიები

ეროვნული სტადიონის ისტორია
1976 წელს განახლებული (მაშინ ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის) სტადიონი 30 წელი მზრუნველ ხელს უშედეგოდ ელოდა და 21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქად რჩებოდა. საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულმა სტადიონმა დროის დინებას ვერ გაუძლო და დაბერდა.
დიახ, დაბერდა და ოდესღაც თავმომწონე არენა უცხოელ სტუმრებს კარს მორცხვად, შერცხვენილი უღებდა. ნაცრისფერი საბჭოური ფონი, არქაული ხის სკამები და საშინელი ბალახის საფარი მოედანზე გასულ სპორტსმენებს დისკომფორტს უქმნიდა. 
უეფას ლიცენზირების კომიტეტმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა სამომავლო მოთხოვნები: 2008 წლისთვის საერთაშორისო თამაშების ჩატარება გამოირიცხება იმ სტადიონებზე, რომელიც ინდივიდუალრი სკამებით გაწყობილი არ იყო, სადაც არ ვარგა მოედანი და ა.შ.
კომიტეტის წევრები თბილისს ყოველ წელს სტუმრობენ და მათი დასკვნა ერთმნიშვნელოვანი გახლდათ: ეს სტადიონი საერთაშორისო მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
ეს საქართველოშიც მშვენივრად მოგვეხსენებოდა, მაგრამ 1996 წლის შემდეგ, ერთი სტადიონის კეთილმოწყობისთვის თანხა მთელს ქვეყანაში ვერ მოიძებნა.
21-ე საუკუნეში სტადიონის აშენება, ან შერემონტება ვის უკვირს. ქვეყნები ერთმანეთს ულტრათანამედროვე არენებით თავს აწონებენ, მაგრამ საქართველო დიდხანს იყო უძრაობის ჭაობში და გულშემაატკივრებმა იმედი დაკარგეს, რომ ეროვნული ნაკრები ტრადიციულ სარბიელს უახლოეს პერიოდში თუ დაუბრუნდებოდა. თბილისის მერიას ქალაქის პრობლემებიც თავზესაყრელად ჰქონდა, სტადიონის შეძენა და შემდგომ შერემონტება კი უდიდეს თანხას საჭიროებდა დაინტერესებული ადამიანისგან. ამიტომაც საქმე გაყინული იყო, სტადიონი კი თავზე გვენგრეოდა.
შევარდნაძის "მეორედ მოსვლის" თერთმეტწლიანი ეპოქა ისე მიილია, რომ სტადონის მოვლა-პატრონობაზე ლაპარაკი ლაპარაკადვე რჩებოდა. რეალურად ხელი ხელისთვის არავის დაუდია. ერთად-ერთი ფეხბურთის ფედერაცია ცდილობდა ვითარების გამოსწორებას.
   1996 წელს იტალიური კომპანია "ფინეირო კონსალტინგმა" 20 ათასი ინდივიდუალური სკამი დაამონტაჟა და ეროვნულის გარემონტების რეალური შანსი მაშინ პირველად გაჩნდა. თუმცა, იმედები ისევ არ გამართლდა.
სირცხვილის ჭამის ეპოქა გრძელდებოდა. სამთავრობო კომისიების შექმნამ და გაუთავებელმა თათბირებმა შედეგი ვერ გამოიღო. საქმეს თათბირები ვერც შეცვლიდა.
2006 წლის აპრილში თბილისის მერმა გიგი უგულავამ მოულოდნელი განცხადებით იმედები გააღვიძა: "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის აქციათა 51 პროცენტი, ანუ სამართავი პაკეტი 30-წლიანი არენდით "დინამოინვესტმა" აიღო და უახლოესი 2 წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება ივალდებულა".
ეს ის კომპანიია, რომლის პრეზიდენტი ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი თავკაცი გოჩა ძასოხოვია, აღმასრულებელი დირექტორი კი სპორტის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიშვილი. 
ეს იყო ყველაზე გონივრული გარიგება ხელისუფლებასა და კერძო ბიზნესს შორის. ის დაახლოებით ისეთივე შინაარსისა გახლდათ, როგორიც იყო კანცლერ ერჰარდის მიერ გერმანიაში 50-იან წლებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმა. ხელისუფლებამ გამოაცხადა კონკურსი, მაგრამ გამარჯვებული კომპანია თანხას არა ბიუჯეტში, არამედ მშენებლობაში დებდა. ამ რეფორმით ომისგან დანგრეული გერმანია ფეხზე დადგა და მსოფლიო ეკონომიკაში პოზიცია მალე დაიბრუნა.
ჩვენს შემთხვევაში, თბილისის მერია "დინამოინვესტს" არენდის თანხა არ მოსთხოვა და "დინამოინვესტისგან" მიიღო გარანტია, რომ 10 მილიონი დოლარის სამუშაოებს ჩაატარებდა.
საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა, თანაც ისე რიხიანი ტემპებით, დაუჯერებელიც ჩანდა. საქართველო - საფრანგეთის მატჩამდე ყოველდღე ისმოდა კითხვა, მოესწრებოდა 2 სექტემბრამდე რეკონსტრუქცია?
"დინამოინვესტმა" დანაპირები შეასრულა და საქართველოს ახლა ისეთი ეროვნული სტადიონი აქვს, ბევრი, ძალიან ბევრი ქვეყანა რომ ინატრებდა.
დაიგო ახალი ბალახის საფარი, რომელიც ქართულ-თურქულმა კომპანია "გეოგრასმა" ითავა. ფეხბურთელები პრეტენზიული ხალხია, მაგრამ ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ახალის საფარი ძველს ბევრად სჯობს.
ეროვნულ სტადიონზე დაამონტაჟეს ინდივიდუალური სკამები, რომელთა საერთო რაოდენობა 55 ათასს აღწევს.
თავიდან გაკეთდა ფეხბურთელების გასახდელები, მსაჯთა, დელეგატის, დოპინგ-კონტროლის ოთახები, სამთავრობო და პრესის ლოჟები, სიახლეა ბიზნეს-ლოჟისა და ვიპ-კაფეს აშენება.
ლოჟები ევროპული ანალოგიების გათვალისწინებით მოეწყო. ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში, მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, რიგები განახევრდა. ახალი ვიპ-ლოჟები დასავლეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნაზე აშენდა, სამხრეთ ტრიბუნაზე კი ვიპ-კაფე მოეწყო.
მწერალი ჟურნალისტებისთვის დასავლეთ ტრიბუნის პირველი იარუსის ბოლო რიგია გამოყოფილი და 160 ადამიანზეა გათვლილი. ამ რაოდენობაში ტელეჟურნალისტები გათვალისწინებული არ არიან, რადგან მათთვის იქვე ახალი საკომენტატორო ჯიხურები აშენდა. სურვილის შემთხვევაში, თითოეულს შეუძლია ტელეფონით და ინტერნეტით სარგებლობა.
ტელეჟურნალისტებისთვის ცალკე ლოჟა მოეწყო. ტელევიზიისთვის გამოყოფილია 10 სტაციონალური და 3 მოძრავი კამერის ადგილი. საჭირო შემთხვევაში, მათი რაოდენობა გაიზრდება.
დიდ, ნათელ და კეთილმოწყობილ საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის წარმომადგენლებს კომფორტული სამუშაო გარემო შეგვიქმნეს. ამ დარბაზის გვერდით სპორტსაზოგადოება "დინამოს" სპორტული დიდების მუზეუმი გაიხსნება.
დამონტაჟდა დამატებით 50 პროჟექტორი და განათების სიმძლავრემ 1600 ლუქსს მიაღწია.
სარბენი ბილიკი და მძლეოსნობის სექტორები ფრანგულმა კომპანია "Fieldturf-Tarkett"-მა დააგო. ეს კომპანია სტადიონების კეთილმოწყობაში ცნობილი კომპანიაა. მასთან  თანამშრომლობდნენ  "ჩელსი", "ლივერპული", "არსენალი", "ბარსელონა", მოსკოვის ცსკა, "ტორპედო", დონეცკის "შახტარი", ტირასპოლის "შერიფი", "ნიუკასლი, "მიდლსბრო", "მანჩესტერ სიტი", "ლიდსი", "ფულემი", "ვერდერი", "რეინჯერსი", ბილბაოს "ატლეტიკი", "მარსელი", პსჟ. საფრანგეთის ნაკრების ბაზაც "ტარკეტმა" კეთილმოაწყო, ისევე როგორც ათენის ოლიმპიური სტადიონის სარბენი ბილიკი.
ახალი ტაბლო ჩინეთიდან ჩამოიტანეს და სტადიონს დამატებით ხიბლს სძენს. ტაბლო დაამონტაჟეს "Sangao Optoelectronics"-ის წარმომადგენლებმა. ეს კომპანია "სამსუნგის", "ნოკიას" და "პანასონიკის" პარტნიორია და მისი პროდუქცია ხარისხით გამოირჩევა.
სტადიონის მშენებლებმა ინვალიდების ინტერესებიც გათვალისწინეს. აღმოსავლეთ ტრიბუნის პირველ იარუსზე ეტლით შეძლებენ შესვლას და მთელი რიგი მათთვისაა განკუთვნილი. ინვალიდებისთვის ცალკე საპირფარეშოც მოეწყობა.
  საინტერესოა, რომ ეროვნული სტადიონის მშენებლობის ხელმძღვანელმა სოსო ჯღარკავამ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა და წლების განმავლობაში არსებულ უმძიმეს პრობლემას წერტილი დაუსვა.
სტადიონს გრუნტის წყლები უმძიმეს დღეში აგდებდა. ათიოდე წლის წინ თბილისის მერიამ რეკონსტრუქციაზე ხელი იმიტომ აიღო, რომ მარტო ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ანუ სტადიონის გასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარებლად 10 მილიონი ლარი იყო საჭირო.
გრუნტის წყლები უზარმაზარი შენობის მდგრადობას საფრთხეს უქმნიდა. ამ საკითხზე წლების წინ თავად სოსო ჯღარკავა მუშაობდა და ეტყობა, ვერ მოისვენა, სანამ "გორდიას კვანძი" არ გახსნა.
მან მშენებლობის დროს მიაგნო ძველ გვირაბს, რომლითაც ომის შემდგომ წლებში გასახდელი მოედანს უკავშირდებოდა. გვირაბი გადიოდა სამხრეთის ტრიბუნებთან მდებარე კუთხურის ალამთან, იქ, სადაც დროშას წევენ. აღმოჩნდა, რომ ეს გვირაბი გრუნტის წყლების არხად გადაქცეულიყო. გვირაბი 1976 წლიდან უმოქმედო გახლდათ და ეტყობა, წყლით მას შემდეგ შეივსო.
პარალელურად, მშენებლებმა ამ გვირაბიდან ახლოს, ასევე სამხრეთ ტრიბუნასთან ხუთი მეტრი სიღრმის დავიწყებული სანიაღვრე ჭა აღმოაჩინეს და თავისთავად ისეთ იდეამდე მივიდნენ, რომლითაც სტადიონს გრუნტის წყლების პრობლემა მოუხსნა: ძველი გვირაბიდან ჭამდე არხი გაიყვანეს, ჭიდან კი წყალი მტკვარში ჩაედინება და სტადიონის დირექციამ ამოისუნთქა. მილიონებით მოსაგვარებელი პრობლემა ერთმა აღმოჩენამ წარსულს ჩააბარა.
უზარმაზარი თანხის ეკონომია რომ მოხერხდა, ეს ერთია. წყალი სტადიონს უდიდეს საფრთხეს უქმნიდა, საძირკველში როდის ჩადგებოდა წყალი და როდის დაინგრეოდა მშვენიერი სტადიონი, არავინ იცოდა.
სხვათაშორის, გრუნტის წყლების გამოისობით, ჩრდილოეთთან შედარებით, სამხრეთში მდებარე კარმა 14 სანტიმეტრით დაბლა დაიწია. რეკონსტრუქციის შემდეგ ესეც გამოსწორდა და ფეხბურთელებს თავდაღმართში თამაში აღარ მოუწევთ.
 სტადიონის ერთ-ერთ მინუსად უეფას კომისია "სველი წერტილების" სიმცირეს ასახელებდა. ახლა დამატებით 14 ტუალეტი აშენდა.
მოგვარდა ევაკუაციის საკითხიც. თამაშის დროს ყველა კარი იღება და სტადიონის დატოვების დროს ძველებური ზედახორა ისტორიას ჩაბარდა.
როგორი იქნება ახალი სტადიონი?
"დინამოინვესტის" თავკაცები ხელმძღვანელობენ იმ პრინციპით, რომ მათ მიერ აშენებულმა სტადიონმა ევროპაში ოცდამესამე ხუთვარსკვლავიანი სტადიონის სტატუსი უნდა მიიღოს. სტადიონის შესამოწმებლად ჩამოსულმა უეფას უეფას სტადიონების ლიცენზირების კომიტეტის დელეგატმა ეს ამბიცია რეალურად მიიჩნია და სტადიონი ძალიან მოეწონა.
თუმცა, სამუშაოები კიდევ  გაგრძელდება. 2 სექტემბრის შემდეგ  რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დაიწყო.
ეროვნული სტადიონის გენ. დირექტორი ირაკლი მეძმარიაშვილი იმედოვნებს, რომ მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ სტადიონი ყველაზე მკაცრ საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
სამომავლოდ ჩაფიქრებულია სტადიონის მთლიანად გადახურვა. ეს ხუთვარსკვლავიანი სტადიონის სტატუსის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნაა -  მაყურებელი წვიმისგან დაცული უნდა იყოს.
საამისოდ კიდევ ერთი მოთხოვნაა სათადარიგო სტადიონის აშენებაა.
დინამოინვესტი" 2007 წელს ამ პროექტსაც განახორციელებს. სათადარიგო მოედანი ე.წ. "გარევოის" ადგილზე მოეწყობა და ტრიბუნა მინიმუმ ხუთი ათასს მაყურებელს დაიტევს.
ამჯერად საფარზე ფრანგული კომპანია "Fieldturf-Tarkett"-ი იფიქრებს. მათ მეექვსე თაობის ხელოვნური საფარის დაგება აქვთ ჩაფიქრებული, რომელზეც  ნებისმიერი რანგის მატჩის მასპინძლობაა შესაძლებელი. დიდი შანსია, რომ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები ამ სტადიონზე ჩატარდეს.
ამის გარდა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება იგეგმება. ესეც ხუთვარსკვლავიანი სტადიონისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, ისევე როგორც პარკინგის გაკეთება. იგი მეორე სტადიონის ქვევით მოეწყობა და 300 მანქანაზეა გათვლილი. თამაშზე მოსულ მაყურებელს ხომ მაქსიმალური კომფორტი უნდა დახვდეს.
2008 წლისთვის სტადიონზე მეორე ტაბლოც დამონტაჟდება.
პირველი იარუსი ლამაზად, მინებში გამოეწყობა და ავეჯის ბაზრობის მაგიერ, სპორტული პროფილის მაღაზიები განთავსდება.
მძლეოსნობის სექტორების თანამედროვედ მოწყობის ერთ-ერთი მიზანი ის გახლდათ, რომ სტადიონის მეპატრონეები სამომავლოდ თბილისში  საერთაშორისო  მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას აპირებენ.
და მთავარი: "დინამოინვესტის" აღმასრულებელი დირექტორი დავით დოიჯაშვილი არ მალავს, ეროვნული სტადიონის მეპატრონეებს ჩემპიონთა ლიგის ან უეფას თასის ფინალს მასპინძლობა სურთ.
"შერეკილების" არ იყოს, არც ამ შემთხვევაში დაიჯერებენ კარგად ინფორმირებული "ოპტიმისტები", რომ "თამუნია" გაფრინდება, მაგრამ გაფრინდება, გაფრინდება! ასეთ სტადიონზე ნებისმიერ სტუმარს თავაწეული ვუმასპინძლებთ.
აი, მაგალითიც: გვეგონა, იტალიელებს ქართველები სტადიონებით ვერ გავაოცებთ, მაგრამ ესეც შესაძლებელი ყოფილა. 11 ოქტომბერს, საქართველო-იტალიის შეხვედრაზე ჩამოსული სტუმრები გაოცებულები დარჩნენ, რომ ასეთ მშვენიერ სარბიელზე მოუწევდა მათ ნაკრებს გამოსვლა.
"ბელისიმო" ეს სიტყვა, რომელიც იტალიურად საუცხოოს ნიშნავს, სტუმრებმა ბევრჯერ ახსენეს.
თამაშის დღეს "გაძეტა დელო სპორტის" სტადიონების ექსპერტი სტატიას იწყებდა სიტყვებით:"თავი "მარაკანაზე" გეგონებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩინებული სტადიონი თბილისში, საქართველოშია".
კატეგორია: ისტორიები | დაამატა: Admin2 (28.02.2010)
ნანახია: 1011 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!