
ცვლილებები მე-4 ტურში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მიმდინარეობს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 7 სექტემბრის მატჩისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ამის გამო, ეროვნული სტადიონის დირექციის თხოვნით, 22-ე ეროვნული ჩემპიონატის კალენდარში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ,,დინამო თბილისსა” და ,,ბაიას” შორის I წრის კალენდარული თამაში ,,დინამო თბილისი”-,,ბაია”, რომელიც უნდა გამართულიყო 29 აგვისტოს თბილისში, გაიმართება ამავე დღეს, 29 აგვისტოს ზუგდიდში, მატჩი დაიწყება 17:00 საათზე და მასპინძელი იქნება ,,ბაია”, შესაბამისად, შეიცვალა მეორე წრის კალენდარული თამაშის მასპინძელიც - შეხვედრა გაიმართება 5 ნოემბერს თბილისში ეროვნულ სტადიონზე და მასპინძელი იქნება ,,დინამო თბილისი”. იმის გამო, რომ თბილისში, ვაკეში მდებარე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი რაგბში, პირველი წრის მე- 4 ტურის მატჩი ცხინვალის "სპარტაკსა” და ბოლნისის "სიონს” შორის გაიმართება 29 აგვისტოს გორში, ქართლის სტადიონზე. თამაში დაიწყება 17.00 საათზე.
უმაღლესი ლიგა 4 ტური-29 აგვისტო, კვირა 1. ბაია- დინამო თბ. ზუგდიდი ცენტ.სტ. 17:00 სთ. 2.სპარტაკი-სიონი გორი ქართლის სტ. 17:00 სთ. 3.ზესტაფონი-ოლიმპი ზესტაფონი ცენტ.სტ. 19:00 სთ. 4.ვიტ ჯორჯია-სამტრედია რუსთავი ფოლადი ს სტ. 17:00 სთ. 5. ტორპედო-კოლხეთი ფ. ქუთაისი ცენტ.სტ. 18:00 სთ.
საქართველოს ოცდამეორე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 4 -ე ტურის თამაშებს მოემსახურება შემდეგი მსაჯთა ბრიგადები : ბაია-დინამო (თბ.) არბიტრი : გ.დოგრაშვილი, ასისტენტები: კ.გაბრიაძე, ლ.თოდრია, დამხმარე : ჯ.ხორავა, დამკვირვებელი : ვ.ეჯიბია სპარტაკი-სიონი არბიტრი : მ.ბეუქლიშვილი, ასისტენტები: გ.ყრუაშვილი, ლ.მიქელაძე, დამხმარე : შ.ქუხილავა, დამკვირვებელი : ა.შალამბერიძე ზესტაფონი-ოლიმპი არბიტრი : დ.ხარიტონაშვილი, ასისტენტები: გ.ჩიგოგიძე, ბ.ჭიჭინაძე, დამხმარე : ა.ნონიკაშვილი, დამკვირვებელი : მ.მალაღურაძე ვიტ-ჯორჯია-სამტრედია არბიტრი : ხ.გაგნიძე, ასისტენტები: მ.ელიკაშვილი,ზ.ფიფია, დამხმარე : ლ.სილაგავა, დამკვირვებელი : ა.დურსუნიში ტორპედო-კოლხეთი (ფთ.) არბიტრი : ა.კრიჭაშვილი, ასისტენტები : ზ.ჯვარიძე, ი.უკლება, დამხმარე : თ.გვანცელაძე, დამკვირვებელი : ო.გუნთაძე
პფლ-ს პრესსამსახური
|