29 აგვისტოს გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის IV (რიგით მესამე) ტურის შეხვედრები:
ზუგდიდის ”ბაია” - თბილისის ”დინამო” .
ზუგდიდის ცენტ. სტადიონი.17:00. არბიტრი: გ.დოგრაშვილი
”ბაია” და ”დინამო” ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ... სამი შეხვედრა
დინამომ მოიგო, ერთიც კი ზუგდიდში ფრედ 1-1 დასრულდა. ბურთების შეფარდება
11-1.
ცხინვალის ”სპარტაკი” - ბოლნისის ”სიონი”
”ქართლის” სტადიონი.17:00.არბიტრი: მ.ბეუქლიშვილი
ქართლური გუნდები ერთმანეთს 9-ჯერ დაუპირისპირდნენ და 3-3 მოგება
დაუგროვდათ, თუმცა ბურთების სხვაობა სიონის სასარგებლოდ არის 12-10.
საინტერესო ფაქტია, რომ გუნდები ერთმანეთის პირისპირ გასვლაზე უკეთ თამაშობენ.
”ვიტ ჯორჯია” - ”სამტრედია”
რუსთავის ”ფოლადი”.17:00.არბიტრი:ხ.გაგნიძე
ამ გუნდთა ურთიერშეხვედრებშიც თანაფარდობაა: 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბურთები 5-5ზე.
დისკვალიფიცირებული: დავით ლომაია (ვიტ ჯორჯია)
ქუთაისის ”ტორპედო” - ფოთის ”კოლხეთი”
ქუთაისის ცენტრ.სტადიონი.18:00.არბიტრი: ა.კრიჭაშვილი
უმაღლეს ლიგაში: 19 მოგება ტორპედოს, 12 კოლხეთს, 5 ფრე.
ტურის ცენტრალური შეხვედრა :
ზესტაფონის ”ზესტაფონი” - რუსთავის ”ოლიმპი”
დ.აბაშიძის სახელობის ზესტაფონის ცენტრ.სტადიონი 19:00
არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი
უმაღლეს ლიგაში 11 შეხვედრა: 4 ოლიმპმა მოიგო, 5ფრედ დასრულდა, 2 შეხვედრა კი ზესტაფონელებმა მოიგეს, ბურთები : 9-10-ზე.