ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
სტატიების კატალოგი |
პანუჩიმ კარიერა დაასრულა
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კრისტიან პანუჩიმ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. 37 წლის ფეხბურთელმა თქვა, რომ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე ამერიკული კლუბისგან მიიღო მოწვევა, თუმცა ფეხბურთელი საბოლოოდ მივიდა კარიერის დასრულების გადაწყვეტილამდე. პანუჩიმ პროფესიონალური კარიერა 1990 წელს "ჯენოაში" დაიწყო. შემდეგ გამოდიოდა "მილანში", "რეალში", "ინტერში", "ჩელსიში", "მონაკოში", "რომაში". გასული სეზონი კი "პარმაში" გაატარა. იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 57 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. "მე მქონდა შემოთავაზებები აშშ-ს გუნდებისგან, თუმცა მივხვდი იმას, რომ ფეხბურთის თამაში ისე აღარ მიზიდავს, როგორც ეს ადრე იყო. მადლობა ყველა იმ გუნდის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, სადაც მე მითამაშია. ჩემს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. მე პირველი იტალიელი ვარ, რომელმაც "სამეფო კლუბის" შეამდგენლობაში ეს თასი მოიგო", - განაცხადა პანუჩიმ.
ბექა დოგრაშვილი
|
კატეგორია: ადმინის გამონაკლისი სტატიები | დაამატა: Administrator (23.08.2010)
|
ნანახია: 875
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|