ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
სტატიების კატალოგი |
ბენიტესი კრიზისს ამერიკელებს აბრალებს
"ლივერპულის" ამერიკელ ექს-მენეჯერთა დუეტმა გასულ კვირას დატოვა კლუბი. ისინი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას რაფა ბენიტესს აბრალებენ, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა უპასუხა მათ ბრალდებებს და აქეთ დასდო ბრალი ამერიკელებს გუნდის კრიზისულ ზღვრამდე მიყვანაში: "მე მირჩევნია ბევრი არ ვისაუბრო "ლივერპულზე", რადგან გული შემტკივა მათ ფანებზე. "ევერტონი"-"ლივერპულის" (2-0) მატჩის შემდეგ თვალს ვადევნებდი კლუბის ქომაგებს და გულწრფელად განვიცდიდი მათ მდგომარეობას. ინგლისის პრემიერლიგის 2008/09 წლების სეზონში "ლივერპული" 86 ქულით გავიდა მეორე ადგილზე. რა უნდა შეცვლილიყო ამის შემდეგ? ამერიკელმა მენეჯერებმა აირჩიეს ახალი მმართველი დირექტორი - კრისტიან პარსლოუ, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მმართველი დირექტორი ჩართული იყო ყველა გადაწყვეტილების მიღებაში. მან აბსოლიტურად ყველა შეცვალა და მოიყვანა ახალი ადვოკატი, ახალი მენეჯერი, ცხრა ახალი ფეხბურთელი, ახალი სამედიცინო პერსონალი, ახალი ფიტნეს მწვრთნელები, კლუბის ახალი პრეს-სამსახური. თავდაპირველად, დირექტორატმა შეცვალა მმართველი დირექტორი და ამის შემდეგ ყველაფერი, რასაც წარსულში ვაკეთებდით შეიცვალა. ასე რომ, თუ კვლავ გაქვთ შეკითხვა, რა ხდება კლუბის თავს, პასუხი მარტივია "ლივერპულის" მენეჯერებმა შეცვალეს რაღაც, რამაც საბოლოოდ ყველაფერი შეცვალა", განაცხადა ბენიტესმა.
ბექა დოგრაშვილი
|
კატეგორია: ადმინის გამონაკლისი სტატიები | დაამატა: Administrator (19.10.2010)
|
ნანახია: 951
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|