ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 24.04.2024, 15:10


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 16 » "ზესტაფონი" 0:0 "ზენიტი" (მატჩის მიმოხილვა)
02:50
"ზესტაფონი" 0:0 "ზენიტი" (მატჩის მიმოხილვა)
 




http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.png            0:0            http://kubokuefa.ru/upload/fc_zenit_logo.gif



            ამხანაგური მატჩი 15.06.10 20:00 მიტერზილი (ავსტრია)




"ზესტაფონი": კვასხვაზე, ონიანი, კაბახიძე, ელიავა, ბენაშვილი, ძარია (გორგიაშვილი65'), დაუშვილი (ცხადაია 65'), აფციაური (ჩიხლაძე 66'), გრიგალაშვილი (ბაბუნაშვილი 48'), გელაშვილი (ლომია 66'), დვალი (ფიფია 48').
 არ უთამაშიათ: მამალაძე, მაკარიანი.

"ზენიტი": ჟევნოვი, ანიუკოვი (დუდიევი 58'), მეირა (კრიჟანაცი 47'), ლომბერტსი, ბისტროვი (პიუგრენიე 57'), დენისოვი (ბოჩაროვი 58'), ზირიანოვი (ოქრიაშვილი 57'), იონოვი, როზინა (შირლი 56'), შიროკოვი (ფაიზულინი 56'), კერჟაკოვი (კანუნიკოვი 47').
 არ უთამაშია: ბოროდინი.


 
        1 წთ .მატჩი "ზესტაფონი”-"ზენიტი” დაიწყო.

2 წთ. "ზენიტმა” მოიპოვა კუთხურის ჩაწოდების უფლება. როზინას ჩაწოდება. ქართველმა ფეხბურთელებმა განმუხტეს სიტუაცია.

3 წთ. გუნდები ჯერ მხოლოდ ზვერავენ ერთმანეთს.

5 წთ. თამაში მიმდინარეობს მოედნის ცენტრში. ინიციატივას ჯერჯერობით ვერცერთი გუნდი ვერ ფლობს.

7 წთ. გუნდები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მეტოქის კართან მიახლოებას და იერიშის მიტანას. ასე რომ არ იქმნება სახიფათო მომენტები.

9 წთ. შიროკოვმა კარგი პასი გაუკეთა კერჟაკოვს, მაგრამ ბოლო წამზე ონიანმა მოასწრო ბურთის მოგერიება.

10 წთ. როზინა გასცდა მეურვეს, ჩააწოდა ბურთი შორეულ ძელთან იქ, სადაც ბისტროვი იდგა, თუმცა "ზესტაფონის” მცველმა მოახერხა სიტუაციის განმუხტვა.

11 წთ. "ზენიტმა” მარცხენა ფლანგზე კუთხური გამოიმუშავა. 17-ე ნომერი მზადაა ჩამოსაწოდებლად. როზინას ჩაწოდებას კერჟაკოვის თავური მოჰყვა, ბურთი კარის ბადე შეარხია-გოლი, თუმცა არბიტრი აფიქსირებს თამაშგარე მდგომარეობას.

12 წთ. როზინას ბისტროვი გაჰყავს დასარტყმელ პოზიციაზე. კარამდე 12 მეტრია. რუსმა ფეხბურთელმა კვასხვაძეს მოარტყა.

13 წთ. ინიციატივას "ზენიტი” ფლობს.

14 წთ. ამჯერად კერჟაკოვმა გადაწყვიტა "ზესტაფონელთა” მეკარის გამოცდა. 15  მეტრიდან დარტყმულს იმერელთა მცველი გადაეღობა.

15 წთ. როზინა მზადაა მარცხენა მხრიდან, კუთხურის ალამთან მდგომმა შეასრულოს სტანდარტი. ჩაწოდება… ქართველი მცველები ბურთს იგერიებენ.

16 წთ. ბურთით იონოვი. გაითამაშა ‘კედელი’ მეირასთან. შეიძლება დარტყმა! ახლო კუთხეში დარტყმულს იგერიებს კვასხვაზე.

19 წთ. როზინა მარჯვენა ფლანგზე, ახლო კუთხეში ჩაწოდება იქ, სადაც შიროკოვია, თუმცა კვასხვაძე მუშტებით იგერიებს ბურთს.

22 წთ. გრძელდება "ზენიტის” შეტევა.

23 წთ. ბისტროვი საჯარიმო მოედანზე… დარტყმა…რიკოშეტი…ბურთი დაბრუნდა რუს ფეხბურთელთან. კვასხვაძემ  3 მეტრიდან დარტყმული ბურთის მოგერიება შეძლო.

24 წთ. როზინას კიდევ ერთი ჩაწოდება! იონოვის დარტყმა 25 მეტრის მანძილიდან, კვასხვაძე ხელებში აფიქსირებს ბურთს. რუსები რწმუნდებიან, რომ კარში უბრალო გოლკიპერი არ დგას.

25 წთ. ქართველი ფეხბურთელების კუთხური. ბურთი გაითამაშეს. ძარიას ჩაწოდება, დვალის დარტყმული ძელს ხვდება. რუსებს "ჟიმჟიმი” დაეწყოთ.

26 წთ. კერჟაკოვის კარგი პასი ბისტროვს, თუმცა კვასხვაძემ ფეხებში ჩაუვარდა და ბურთს დაეუფლა.

27 წთ. 22 მეტრის მანძილიდან დვალის დარტყმული მცირე მანძილით ასცდა ჟევნოვის კარს.

30 წთ. როზინამ კარგი პასით მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა შიროკოვი. 15-ე ნომერმა ხეირიანად ვერ დაამუშავა ბურთი. კვასხვაძე ამ ეპიზოდშიც მოწოდების სიმაღლეზეა.

31 წთ. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მეკარე უშეცდომოდ თამაშობს.

32 წთ. "ზესტაფონის” ჯარიმა. ბურთით ბენაშვილია. დარტყმა! ბურთი ძელს ხვდება.

36 წთ. როზინა შედის საჯარიმოში, ახლო კუთხეში დარტყმული ბურთი ასცდა ქართველების კარს.

38 წთ. რუსების ნახევრიდან როზინას 40 მეტრიანი პასი მიიღო ბისტროვმა. დარტყმა! ბურთი ზემოდან გადასცდა კარს.

42 წთ. როზინა დარტყმა 18 მეტრის მანძილიდან!  რიკოშეტმა ბურთის მიმართუება ოდნავ შეცვალა, თუმცა კვასხვაძემ არაჩვეულებრივ ნახტომში მოიგერია.

43 წთ. პეტერბურგელები კუთხურიდან ბურთს ათამაშებენ. ჩაწოდება! შიროკოვის დარტყმა მოიგერია კვასხვაძემ. რუსები გაოცებულები არიან.

45 წთ. ისევ როზინა. ჩაწოდება 11 მეტრიანის ნიშნულთან, თუმცა ბისტროვს დარტყმის საშუალებას არ აძლევენ.

45 წთ. აქვე გაისმის მსაჯის სასტვენის ხმა, რაც იმის მაუწყებელია, რომ დასრულდა მატჩის I ტაიმი ანგარიშით 0:0

46 წთ. დაიწყო II ტაიმი.

47 წთ. კერჟაკოვი -><- კანუნიკოვი.

47 წთ. მეირა -><- კრიჟანაცი.

48 წთ. გრიგალაშვილი -><- ბაბუნაშვილი.

48 წთ. დვალი -><- ფიფია.

49 წთ. "ზესტაფონმა” აქტიურად დაიწყო. იმერლების მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებებს რუსები უმკლავდებიან.

50 წთ. გრძელი პასი ზირიანოვის მიმართულებით. რუსი ვერ სწრებს ბურთს, კვასხვაძე ფეხით იგერიებს.

53 წთ. პეტერბურგელების ჯარიმა…როზინას დარტყმა კედელს მოხვდა.

56 წთ. შიროკოვი -><- ფაიზულინი.

56 წთ. როზინა -><- შირლი.

57 წთ. ზირიანოვი -><- ოქრიაშვილი.

57 წთ. ბისტროვი -><- პიუიგრენიე.

58 წთ. ანიუკოვი -><- დუდიევი.

58 წთ. დენისოვი -><- ბოჩაროვი.

60 წთ. "ზესტაფონის” კუთხური…ჩაწოდება საჯარიმოში, მცველები იგერიებენ.

65 წთ. ძარია -><- გორგიაშვილი.

65 წთ. დაუშვილი -><- ცხადაია.

66 წთ. აფციაური -><-  ჩიხლაძე.

66 წთ. ბოლო ცვლილება: გელაშვილი -><- ლომია.

67 წთ. მარცხენა ფლანგზე ოქრიაშვილი ორ მეტოქეს გასცდა, ჩაწოდება, თითქოს ბურთი კარში ვარდება, მაგრამ ბოლო მომენტში გამოჩნდა, რომ გარედან მოხვდა ძელს.

68 წთ. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრშია.

73 წთ. კრიჟანაცმა მსაჯთან ლაპარაკის გამო მიიღო ყვითელი ბარათი.

75 წთ. ინიციატივა "ზენიტის” მხარეს გადავიდა, თუმცა სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიან.

80 წთ. ბოჩაროვი გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე, რასაც მოჰყვა კუთხური, თუმცა სტანდარტს არაფერი განსაკუთრებული არ მოუტანა რუსებს.

82 წთ. დუდიევი შევიდა იმერლების საჯარიმოში, დაარტყა, ბურთი "ზესტაფონელთა” მცველს შემდეგ კი ძელს ხვდება.

85 წთ. ამჯერად "ზესტაფონელთა” შეტევაა. 27 მეტრიდან ბენაშვილის დარტყმულს დიდი გაჭირვებით იგერიებს მეკარე.

89 წთ. ბენაშვილმა მოულოდნელად დაარტყა 15 მეტრის მანძილიდან. ბურთი ძელს ხვდება.

90 წთ. კვლავ "ზესტაფონის” შეტევა. ფიფია  ბურთით, კარამდე მხოლოდ 8 მეტრია, მეკარემ კუთხის ჩაკეტვა ვერ მოასწრო, თუმცა პიუიგრენიე საოცარ "შპაგატში” აჩერებს ბურთს.

+1 წთ. გაისმის მსაჯის სასტვენის ხმა. "ზესტაფონი” 0:0 "ზენიტი”   


ბექა დოგრაშვილი  (ტექსტური რეპორტაჟი წარმოებულია რუსი ჟურნალისტების მხრიდან და ზემოთ მოცემულ ფაქტების ნამდვილობაზე საიტის ადმინისტრაცია პასუხისმგებელი არ არის).

მატჩის ამსახველი ვიდეომასალა:

http://fczestafoni.ge/VIDEO/Video/1.mpg
http://fczestafoni.ge/VIDEO/Video/2.mpg
http://fczestafoni.ge/VIDEO/Video/3.mpg
http://fczestafoni.ge/VIDEO/Video/4.mpg
http://fczestafoni.ge/VIDEO/Video/5.mpg
http://fczestafoni.ge/VIDEO/Video/6.mpg
http://fczestafoni.ge/VIDEO/Video/7.mpg
http://fczestafoni.ge/VIDEO/Video/8.mpg
http://fczestafoni.ge/VIDEO/Video/9.mpg









ნანახია: 1102 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 BEDO  
0
ertaderti zestafonis imedi maqvs evrosarbielze. yvelaze gamartuli qartuli gundi dges zestafonia.

1 nodo  
0
საღოლ ბიჭებს. ჯიგრები ხართ!!!

სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!