ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 19.03.2024, 14:58


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 27 » ინტერვიუ: გიორგი ოსიტაშვილი: "დიდი სურვილი მაქვს საქართველოს ნაკრებში ვითამაშო"
21:08
ინტერვიუ: გიორგი ოსიტაშვილი: "დიდი სურვილი მაქვს საქართველოს ნაკრებში ვითამაშო"

ბოლო წლების განმავლობაში, ფინეთის ქვედა ლიგებს არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა მიაშურა. მათ გალეგიონერებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მეკარე გიორგი ნიკურაძეს მიუძღვის, რომელმაც სკანდინავიურ ქვეყანაში მართლაც, რომ ნიჭიერ და პერსპექტიულ მოთამაშეებს მოუყარა თავი. დღევანდელი ჩვენი სტუმარიც სწორედ ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება. გიორგი ოსიტაშვილი – ძლიერი მარცხენა მცველი, რომელმაც ფინეთში დიდი მოწონება დაიმსახურა და პირველივე ჩატარებული სეზონის შემდეგ გაცილებით უფრო ძლიერ გუნდში მოახერხა კარიერის გაგრძელება.

– 10 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის თამაში ბავშვთა საფეხბურთო გუნდ "სიხარულში" დავიწყე. პირველი პროფესიული კონტრაქტი კი თბილისის "მერანთან" გავაფორმე, რომელსაც იმ დროს დათო ეჯიბიშვილი წვრთნიდა.

– საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თუ გითამაშიათ?

– "მერანში" ჩარიცხვის შემდეგ, ორი წელი პირველ ლიგაში ვასპარეზობდით, შემეგ კი 2 სეზონის განმავლობაში სწორედ უმაღლეს ლიგაში მიწევდა თამაში.


– საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან ფინეთის მეორე ლიგაში აღმოჩნდით...

– 2008 წელს გიორგი ნიკურაძის რეკომენდაციით, ფინეთის მეორე ლიგის გუნდ "კუსანოვსკიში" წავედი გასინჯვაზე და სინჯების წარმატებით გავლის შედეგად გუნდში ჩავირიცხე. ერთი სეზონის განმავლობაში "კუსანოვსკის" ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი.


– პირველივე სეზონის შემდეგ უფრო ძლიერ გუნდში მოახერხეთ გადასვლა, რაც ქართველი ლეგიონერების შემთხვევაში საკმაოდ დიდი იშვიათობაა.

– როგორც მოგახსენეთ, მეორე ლიგაში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში მიწევდა ასპარეზობა და სეზონის დასრულებისთანავე ორი გუნდი: უმაღლეს ლიგელი "ლაჰტი" და პირველ ლიგელი "კოტეპე" დაინტერესდნენ ჩემი ტრანსფერით. საბოლოოდ,  "კოტეპე"–ში გადასვლა ვარჩიე, რადგან უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულები ჩემი შეძენით.


– რამდენად პერსპექტიული გუნდია "კოტეპე"?

– შარშან პირველ ლიგაში მეხუთე ადგილზე გავედით, თასიდან კი ფინეთის ერთ–ერთმა ტიტულოვანმა გუნდმა "ჰონკამ" გამოგვაგდო. ვფიქრობ წელს გაცილებით ძლიერი გუნდი გვყავს და კლუბის ხელმძღვანელობამაც მიზნად უმაღლეს ლიგაში გადასვლა დაგვისახა.


– საქართველოში გავრცელებული აზრით ფინეთი არცთუ საფეხბურთო ქვეყანაა. რა კომენტარს გააკეთებთ ამის შესახებ?

– ფინეთი მართლაც არ ითვლება საფეხბურთო ქვეყანად, თუმცა ვერ ვიტყვი რომ სპორტის ეს სახეობა ნაკლებად არის განვითარებული. იდეალურთან მიახლოებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, თამაშებზე მაყურებელთა დასწრების მაღალი მაჩვენებელი, აბსოლიტური დისციპლინა მოედანსა და მის გარეთ, მაღალკვალიფიციური მწვრთნელები და დიდი ინტერესი საფეხბურთო აგენტების მხრიდან. ეს ყველაფერი ფინეთის ჩემპიონატის საკმაოდ მაღალ დონეზე მეტყველებს.


– თუ შეგიძლიათ შეადაროთ საქართველოსა და ფინეთის ჩემპიონატები?

– საქართველოში გაცილებით უფრო ტექნიკური ფეხბურთელები არიან, ფინეთში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ სიძლიერესა და ტაქტიკურ განსწავლულობას. ფინური გუნდების უმეტესობა ბრიტანულ სტილში ასპარეზობს, რაც განპირობებულია ინგლისელი მწვრთნელების სიმრავლით. ასევე აღსანიშნავია რომ თავად ფინელი სპეციალისტებიც განათლებას სწორედ ინგლისში იღებენ.


– საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე რომელიმე ლიდერი გუნდიდან კონკრეტული წინადადების მიღების შემთხვევაში თუ დაბრუნდებოდით საქართველოში?

– ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში დაბრუნებაზე დავფიქრდებოდი ის ფაქტია, რომ ახალდაქორწინებული ვარ და ოჯახისგან ასე შორს ყოფნა მიჭირს. სხვა მხრივ კი ფინეთში გაცილებით უკეთესი პირობები და პერსპექტივაა.


– საქართველოს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში თუ მოგიწიათ თამაში?

– 17 წლამდე ნაკრების კანდიდატი ვიყავი და რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც მივიღე მონაწილეობა კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით.


– საინტერესოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს თუ ადევნებთ ხოლმე თვალს და რას იტყვით მისი პერსპექტივის შესახებ?

– ვცდილობ, ჩვენი ნაკრების ყველა მატჩს მივადევნო თვალყური. ქეცბაიას დანიშვნამ ყველა ქართველში დიდი ოპტიმიზმი გამოიწვია. ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო და ძალიან ძლიერი მწვრთნელია. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია რომ ძალიან კარგი თაობა მოდის: ანანიძე, ჭანტურია, ყენია... ძალიან მომწონს მათი თამაში.


– ყველა ფეხბურთელის კარიერაში განსაკუთრებული მოვლენაა ეროვნულ ნაკრებში თამაში...

– რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ჩემი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო ამისათვის და იმედია დადგება ჩემი დროც.


ნანახია: 927 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!