ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 24.04.2024, 03:22


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ინტერვიუ: გიორგი დათუნაიშვილი: `ვიტ ჯორჯია` ყოველთვის ჩემს გულში დარჩება`
23:09
ინტერვიუ: გიორგი დათუნაიშვილი: `ვიტ ჯორჯია` ყოველთვის ჩემს გულში დარჩება`
http://www.goli.ge/player_imgs/76.jpg

`ვიტ ჯორჯიაში` გაზრდილმა გიორგი დათუნაიშვილმა, კარიერის განავლობაში პირველად შეიცვალა გუნდი და ქუთაისის `ტორპედოში` გადაბარგდა ყოფილ აღმზრდელთან – ნესტორ მუმლაძესთან. გუნდთან განშორების შემდეგ, ახალ გუნდზე პირველი შთაბეჭდილებების გასაგებად, გიორგი დათუნაიშვილს დავუკავრშირდით. საუბარი, რა თქმა უნდა, ყოფილი გუნდით დაიწყო:

 

- გიორგი, `ვიტ ჯორჯია` სულ მალე ევროტურნირზე ითამაშებს, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშებას მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. 5 ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან, არცერთ თქვენგანს არ ჰქონდა სურვილი, ევროპა მაინც ეთამაშა,ან კლუბის ხელმძღვანელობას არ ჰქონია ამის სურვილი?

- სურვილი კი მქონდა, მაგრამ არც `ტორპედოს` და არც `ვიტ ჯორჯიას` მასე აღარ აწყობდა. დარჩენის სურვილი მქონდა, მაგრამ ტორპედომ ძალიან კარგი პირობები შემომთავაზა. `ვიტ ჯორჯიას` ხელმძღვანელობასაც, გუნდის გაახალგაზრდავება სურს.

 

- რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში უკვე ყოფილ გუნდს?

- ჩემი მეორე ოჯახია `ვიტ ჯორჯია`. იქ გავიზარდე და იქ დავიწყე ფეხბურთის თამაში, გულის სიღრმეში მუდამ ვუგულშემატკივრებ მათ და ახლაც წარმატებას ვუსურვებ. `ვიტ ჯორჯია` ყოველთვის ჩემს გულში დარჩება.

 

- გუნდი ხუთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ევროპაზე ამის გამო გუნდი ცუდ შედეგს ხომ არ აჩვენებს?

- `ვიტ ჯორჯიას ჰყავს` ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც შეუძლიათ თამაში, ევროპაზე სათამაშო გამოცდილება ჯერ არ აქვთ და ამან შეიძლება გარკვეული პრობლემა შექმნას, მაგრამ ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება ისევ ეს გუნდი.

 

- `ვიტ ჯორჯიას` წინააღმდეგ თამაში არ გაგიჭირდება?

- მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ, ამიტომ ყოფილ გუნდთანაც მოსაგებად გავალ.

 

- `ტორპედომ` უკვე ვარჯიში დაიწყო. რა ხდება გუნდში, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეთ?

- ჯერ სამომავლო გეგმებზე საუბარი ნაადრევია, გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია. ორჯერად ვარჯიშებზე გადავედით. ალბათ, იქნება შეკრებაც და შემდეგ უკვე თამამად შეიძლება საუბარი სამომავლო გეგმებზე.

მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და თქვენი საშუალებით, მადლობა გადავუხადო `ვიტ ჯორჯიას` პრეზიდენტს – გურამ რუხაძეს, მწვრთნელებს მერაბ კოჭლაშვილსა და გელა გომელაურს. `ვიტ ჯორჯიას` ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

 


მაგდა კლდიაშვილი

goli.ge

ნანახია: 752 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!