სულ რამდენიმე წუთის წინ გაირკვა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "ოლიმპის" მეტოქე. ქვემო ქართლელები ყაზახეთის "აკტობეს" დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა გაიმართება 13 ან 14 ივლისს ყაზახეთში, განმეორებით კი 20 ან 21 ივლისს რუსთავში. "აკტობე" შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე სუსტია, ასე რომ "ოლიმპს" ბოლომდე გაუმართლა.
მოდით, ცოტა უფრო ახლოს გავიცნოთ მომავალი მეტოქე : "აკტობე" ყაზახეთის
ოთხგზის ჩემპიონია და ერთხელ ქვეყნის თასიც მოუპოვებია. გუნდი, ძირითადად,
ყაზახეთის ნაკრების ფეaხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა უარს არც
ლეგიონერებზე ამბობს.მთავარი მწვრთნელი რუსი, ვლადიმირ მუხანოვია.
"აკტობეს" ცენტრალურ სტადიონი 13 000 კაცს იტევს. გულშემატკივარს შევახსენებთ, თუკი ჩვენი ჩემპიონი ამ ბარიერს დაძლევს,
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემთხვევაში, ევროპის ლიგაზე
გააგრძელებს ასპარეზობას.
აი, ასე გადანაწილდნენ გუნდები:
2010/11 უეფას ჩემპიონთა ლიგა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი პირველი წრე: 29/30 ივნისი მეორე წრე: 06/07 ივნისი | მატჩი | წყვილი
| 1 | SP Tre Fiori (SMR) | v | FK Rudar Pljevlja (MNE) | 2 | FC Santa Coloma (AND) | v | Birkirkara FC (MLT) |
2010/11 უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი პირველი წრე: 13/14 ივლისი მეორე წრე: 20/21 ივლისი | მატჩი | წყილი | 1 | SK Liepājas Metalurgs (LVA) | v | AC Sparta Praha (CZE) | 2 | FK Aktobe (KAZ) | v | FC Olimpi Rustavi (GEO) | 3 | FC Levadia Tallinn (EST) | v | Debreceni VSC (HUN) | 4 | FK Partizan (SRB) | v | FC Pyunik (ARM) | 5 | FC Inter Bakı (AZE) | v | Lech Poznań (POL) | 6 | NK Dinamo Zagreb (CRO) | v | FC Koper (SVN) | 7 | PFC Litex Lovech (BUL) | v | Winners of Match 1 | 8 | Winners of Match 2 | v | MŠK Žilina (SVK) | 9 | FC Sheriff (MDA) | v | KS Dinamo Tirana (ALB) | 10 | Hapoel Tel-Aviv FC (ISR) | v | FK Željezničar (BIH) | 11 | AC Omonia (CYP) | v | FK Renova (MKD) | 12 | FC Salzburg (AUT) | v | HB Tórshavn (FRO) | 13 | Bohemian FC (IRL) | v | The New Saints FC (WAL) | 14 | FC BATE Borisov (BLR) | v | FH Hafnarfjördur (ISL) | 15 | AIK Solna (SWE) | v | AS Jeunesse Esch (LUX) | 16 | Linfield FC (NIR) | v | Rosenborg BK (NOR) | 17 | FK Ekranas (LTU) | v | HJK Helsinki (FIN) |
|