ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 16:02


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
არჩევნები
ისტორიები [10]
არჩევნები [2]
ადმინის გამონაკლისი სტატიები [20]
ამ კატეგორიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ ადმინის სტატიები, რომლებიც არ ეხება ქართულ ფეხბურთს.
"დინამო" [1]
"ოლიმპი" [1]
"ზესტაფონი" [1]
"ვიტ ჯორჯია" [1]
"სიონი" [1]
"სპარტაკი" [1]
"ბაია" [1]
"სამტრედია" [1]
"ტორპედო" [1]
"კოლხეთი" [1]
ეროვნული ჩემპიონატი [11]
უმაღლესი ლიგა
სხვა [1]
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
ქართული ფეხბურთი
ისტორიები [10]
არჩევნები [2]
ადმინის გამონაკლისი სტატიები [20]
ამ კატეგორიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ ადმინის სტატიები, რომლებიც არ ეხება ქართულ ფეხბურთს.
"დინამო" [1]
"ოლიმპი" [1]
"ზესტაფონი" [1]
"ვიტ ჯორჯია" [1]
"სიონი" [1]
"სპარტაკი" [1]
"ბაია" [1]
"სამტრედია" [1]
"ტორპედო" [1]
"კოლხეთი" [1]
ეროვნული ჩემპიონატი [11]
უმაღლესი ლიგა
სხვა [1]
 სტატიების კატალოგი 
მთავარი » სტატიები » ისტორიები

ფოთის "კოლხეთის" ისტორია
ფოთის პორტის მშენებლობა 1863 წელს დაიწყო, ამ წელს კი ინგლისში ფეხბურთი მოიგონეს და ალბათ სიმბოლურიც იყო, რომ ფეხბურთი საქართველოში ფოთის პორტიდან შემოვიდა.
საქართველოდან მარგანეცის გატანა 1879 წელს დაიწყეს და ქართული ფეხბურთის დაბადების სავარაუდო თარიღადაც სწორედ ეს წელი უნდა მივიჩნიოთ, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რომელი გემი მოადგა პირველად ფოთის პორტს და ვინ გაჰკრა ბურთს პირველად ფეხი. ცნობილ სპორტულ ჟურნალისტს, ოთარ გაგუას ასე აქვს ეს სავარაუდო ეპიზოდი აღწერილი:
მოდით, ასეთი სცენა წარმოვიდგინოთ: ფოთის ნავსადგურში ინგლისური გემი დგას. დგომა კი დიდხანს მოუწევს _ არავინ იცის, რამდენ დღეს გაგრძელდება მარგანეცის ჩატვირთვა. ჰოდა ეს მეზღაურებიც დროის მოსაკლავად უახლოეს მდელოზე ბურთს აგორებენ, რაც ადგილობრივი ბიჭების ყურადღებას იპყრობს. თამაში, რომელსაც ისინი თამაშობენ, ფოთელებს არასოდეს უნახავთ. თანდათან, ამ ცქერა-ყურებაში თამაშის არსიც გაიგეს: ორ ჯგუფად გაყოფილნი ცდილობდნენ ქვების გროვით მდელოს ბოლოში მინიშნულ მიზანში, ერთი კაცი რომ იცავდა, ბურთი გაეტანათ. ეს ახლაა ადვილი გასაგები `ბურთი~, თორემ მაშინ ეს ტყავის სფერო, რომელშიც კაცმა არ იცის როგორ იტუმბებოდა ჰაერი, უცნაურ ასოციაციებს იწვევდა, რადგან არაფრით შეესიტყვისებოდა და იგივე დასახელების საგანს, რომლითაც ქართველები `ლელოს~ თამაშობდნენ...
აი, როგორ იგონებს ერთ-ერთ პირველ მატჩს ფოთელი ვეტერანი ფეხბურთელი გრიგოლ ხორავა:
_ იმ დღეს ერთმანეთს გემბანისა და სამანქანო განყოფილების გუნდები ეჯიბრებოდნენ. პირველს გემის კაპიტანი მეთაურობდა, მეორეს უფროსი მექანიკოსი. თამაში ხშირად წყდებოდა, ფეხბურთელები კამათობდნენ. სამანქანო განყოფილებამ გაიმარჯვა. გაბრაზებულმა კაპიტანმა უფროსი მექანიკოსი... კრივში გამოიწვია და მუშტის ძლიერი დარტყმით ძირს დასცა. ჩვენ გვეგონა ჩხუბსა და აყალმაყალს ასტეხდნენ, მაგრამ მათ ვაჟკაცურად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და ვითომც აქ არაფერიო, ერთად გაეშურნენ გემზე...
ფოთელების თამაში მოეწონათ და 1906 წელს ქალაქში პირველი ფეხბურთის გუნდიც შექმნა ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა გიორგიმ. ორ წელიწადში მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოფიციალური გუნდი. ყოფილი ფეხბურთელის, ინგლისური მარგანეცის კონცესის წარმომადგენლის ოსკარ ზივერტის ხელმძღვანელობით. იგი გუნდსაც მფარველობდა და თანაც კაპიტანი იყო.
თავიდან ფოთელები ხშირად აგებდნენ, მერე და მერე კი მოგებებსაც გაუშინაურდნენ. აი, ქართული ფეხბურთის `პირველი მერცხლები~: ალექსანდრე კაჭარავა, ვიქტორ ყურუა, ვიაჩესლავ ობიანსკი, ვანიჩქა დიდია, ვლადიმერ ბაიჭაძე, რუბენ ალხაზოვი, შურა ქავთარაძე, ვანიჩქა კვაჭაძე და სხვები, მათ შორის ორი იტალიელი _ გლაჯო და ლუიჯი.
მალე ოსკარ ზივერტმა მუხლის ტრავმა მიიღიო და მწვრთნელობასღა დაჰყაბულდა, კაპიტანი კი მისი შვილი ედუარდი გახდა. ახლა ფოთელები ხშირად ამარცხებდნენ ინგლისელებს _ მოგებულს წაგებულის ფორმა რჩებოდა ჯილდოდ. გუნდს დაემატნენ გრიგოლ ხორავა, მეკარე შალიკო დარჩია, შალვა პაიჭაძე, გოგი გოგინავა, იონა ყურუა, გრიგოლ ღოღობერიძე, ვალოდია ცომაია, ეფრემ ლაითაძე, პეტია ლუკიანოვი, ლადო გაბუნია.
1922 წელს მათ ვანო მიქაძე დაემატათ სოხუმიდან. გუნდს, რომელსაც `უნიტა~ დაერქვა, კოლია გოგინავა კაპიტნობდა. მერე და მერე გამოჩნდნენ `ურანი~, `რემედასი~, ფოთის I და II გუნდები. `ურანში~ ედუარდ ნიკოლაიშვილი, ცაგუ ჭითანავა, მიშა ანთაძე, აკაკი ჟღენტი, ვალოდია შუბლაძე, მიშა ზემლიცკი, ვასიკო შუბლაძე, საშა ალიმონაკი, გიგა ლეჟავა, გრიშა იმნაძე, ანდრო გაბუნია, ვალია პაიჭაძე თამაშობდნენ. II გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: დუშა ვეკუა, მიტრო ასათიანი (`მაკრატელას~ ოსტატი), პანაი კურჩიდი, კაკო აფხაზავა, კოტე გუნია, ფედია სეროპინასი, ფანტი კვანტალიანი, მაყა ხორავა და სხვები. I გუნდი კი თითქმის მთლიანად `უნიტას~ შემადგენლობა იყო ჯარჯი ნიკოლაიშვილით გაძლიერებული.
მერე და მერე ბორის პაიჭაძის თაობა წამოვიდა, ბავშვობაში ე.წ. `ჩხარტიშვილის მინდორზე~ რომ ისწავლეს ბურთაობა. ალბათ საინტერესო იქნება ამ თაობის წარმომადგენლის, რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი კაკო იმნაძის მონაგონი გავიხსენოთ:
_ ჩემს ბავშვობაში ფოთის პორტში მსოფლიოს ყველა ქვეყნის გემს ნახავდით. გაჰქონდათ და გაჰქონდათ ქართული მარგანეცი. მაშინ მარგანაცეს პირდაპირ გოდრებით ტვირთავდნენ. ამიტომ ბუნებრივია, გემები თვეობით რჩებოდნენ. ძირითადად ინგლისური გემები შემოდიოდნენ, თუმცა იყვნენ ფრანგები, იტალიელები და ბერძნებიც. პორტთან ახლოს ინგლისელმა მეზღვაურებმა სტადიონი მოაწყვეს და ყოველდღე, როცა თავისუფალი დრო ჰქონდათ, ფეხბურთს თამაშობდნენ. ის სტადიონი მეც კარგად მახსოვს, ისეთი დრენაჟი ჰქონდა, რაც არ უნდა ეწვიმა, გუბე მაინც არ დარჩებოდა მოედანზე. ნელ-ნელა მათგან ჩვენც ვისწავლეთ ფეხბურთის თამაში. ბურთი მაშინ ძნელი საშოვნი იყო და მე და ჩემი სიყრმის მეგობრები _ გრიშა გაგუა, ვანიჩქა კინწურეიშვილი, საშა ელიავა, კაკო ყალიჩავა, ალბერტ კომახიანი, გვაჩი ჯორბენაძე, ბორია პაიჭაძე სასაკლაოში დავდიოდით, რათა ძროხის ან კამეჩის ბუშტი გვეშოვა. როგორც კი ბუშტს მოვიხელთებდით, ძველ ფეხბურთელთან, დუშა ვეკუასთან გავრბოდით, რომელიც სახელდახელოდ გვიმზადებდა ბურთებს. ხან ერთანეთში ვთამაშობდით, ხანაც ინგლისელებს ვეპაექრებოდით. მოედნის გარშემო იმდენი მაყურებელი იყრიდა თავს, რომ ნემსი არსად ჩავარდებოდა. ფოთი მაშინ პატარა ქალაქი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშებს მაყურებელი არასდროს აკლდა. პატარები ვიყავით და ერთი სული გვქონდა, იმ ბრწყინვალე გაზონზე როდის გავაგორებდით ბურთს. მერე უფროსებმა ფორმები შეგვიძინეს და მოგეცათ ლხენა, როდესაც მოვიზარდეთ, თითქმის ყველა ჩვენთაგანმა თბილისის `დინამოს~ მაისური ჩაიცვა.
აი, კიდევ ერთი ძველი ფეხბურთელის, ივანე (ღოღო) ხოფერიას ნაამბობი:
_ `ომამდე ხშირად მუსიკის აკომპანიმენტით ვთამაშობდით. ძველი ფეხბურთელი კაკო ჟღენტი გვიკეთებდა რკინის ქაცვებს ბუცებზე, წვივსაფრებად კი ბამბუკის შუაში გახერხილ ღეროებს ვხმარობდით, თუმცა ტრავმები მაინც ძალზე იშვიათად იყო. მოედანი ახლა რომ წისქვილკომბინატია პორტში, იმის ადგილზე იყო. მახსოვს, უფროსები ინგლისელებს ფეხბურთის ფორმაზე ეთამაშებოდნენ. ჩვენების მოგების შემთხვევაში, რაკიღა ფორმის იქვე გადაცემა დიდ სირცხვილად და უხერხულად ითვლებოდა, ინგლისელები ზღვაში რომ გავიდოდნენ, ხოს ყუთში აწყობდნენ ფორმებს და ზღვაში აგდებდნენ, ჩვენები კი შეცურდებოდნენ და ნაპირზე გამოჰქონდათ. არ მახსოვს ინგლისელებს ოდესმე სიტყვა გაეტეხოთ, მუდამ ჯენტლმენურად ასრულებდნენ წაგებულის პირობას.
ომი რომ დაიწყო, მოხალისედ წავედი, ხარკოვთან ტყვედ ჩავავარდი. ომის დამთავრების შემდეგ ჰოლანდიაში და საფრანგეთში ვიყავი, სად აღარ მითამაშია ფეხბურთი. მერე ესტონეთში ვთამაშობდი, 1946 წელს კი ანდრო ჟორდანიამ ჩამომიყვანა. მერე რაკიღა მენისკი დამემართა, 1948 წლიდან 23 წელი ვიყავი ფოთის კოლხეთის სათავეში. გუნდს რომ უჭირდა, საკუთარი სახლიდან ვეზიდებოდი საჭმელ-სასმელს. ერთხელ ერთ მსაჯს საკუთარი მაცივარიც კი გავატანე, მაგრამ ვისაც კი ახსოვს, დამეთანხმება, რომ ცხონებულ დედაჩემზე დიდი ფეხბურთის გულშემატკივარი ფოთში არ ყოფილა _ ეს მოხუცი ქალი გასვლით თამაშებზეც კი დაგყვებოდა.



        http://b.pix.ge/k/ox4yf.jpg

1908 წელი. ქ. ფოთის პირველი ოფიციალური გუნდი ფეხბურთში. მარცხნიდან პირველი დგას გუნდის ერთ-ერთი სჰემქმნელთაგანი,ყოფილი ფეხბურთელი,მარგანეცის კონცერსიისნ წარმომადგენელი ფოთში,ინგლისელი ოსკარ ზოვერტი.


საფეხბურთო კლუბი ''კოლხეთი-1913'' ფოთი 1913 წელს ჩამოყალიბდა
1978 წლამდე გამოდიოდა კოლხიდას სახელით, 1979-1989 კოლხეთის, 1990-2006 წლებში კოლხეთი-1913-ის, 2006 წელს კოლხას, ხოლო 2007 წლიდან კოლხეთის სახელით...

1962 წლიდან მონაწილეობდა საკავშირო პირველობაზე:



ასპარეზობა სსრკ-ს თასზე:



1990 წლიდან კლუბი ერთვება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში....
პირველ ტურში, 1990 წლის 30 მარტს, ფოთის "კოლხეთმა" 100 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ქვეყნის საუკეთესო გუნდი თბილისის "იბერია" დაამარცხა 1:0....


კატეგორია: ისტორიები | დაამატა: Administrator (05.07.2010)
ნანახია: 1691 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 mcenare-99  
0
სტატიების გადაკოპირება კაი რამეა, მთელი დღე შევალიე ფოთის კოლხეთის თემის გახსნას თავის დროზე თბილისის ფორუმზე

სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!