ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:22


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
არჩევნები
მატჩები [10]
სატურნირო მდგომარეობა [1]
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
ქართული ფეხბურთი
მატჩები [10]
სატურნირო მდგომარეობა [1]
 სტატიების კატალოგი 
მთავარი » სტატიები » ეროვნული ჩემპიონატი » მატჩები

მესამე ტური


  დღეს, საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტური დაიწყება (როგორც მოგეხსენებათ პირველი ტურის შეხვედრები გადაიდო, რომლებიც 15 სექტემბერს გაიმართება.
 


20.08 ზუგდიდის "ბაია" - ქუთაისის "ტორპედო" დასაწყისი 17:00

 

მსაჯები: ლ.სილაგავა,

ასისტენტები: ი.უკლება, ს.სპიცინი,

დამხმარე: ხ.გაგნიძე

დისკვალიფიცირებული: როინ ონიანი ("ბაია")

 

წესით, საინტერესო მატჩს ვიხილავთ. "ბაია",  რომელმაც წინა ტურში "ვიტ-ჯორჯიასთან" მარცხი განიცადა, საკუთარ კედლებში შეეცდება პირველი 3 ქულის მოპოვებას.

რაც შეეხება ტორპედოს, ქუთათურებმა ჩემპიონატი, რუსთავის "ოლიმპთან" საშინაო ფრით დაიწყეს და ნესტორ მუმლაძის შეგირდები ზუგდუდში 3 ქულის მოსაპოვებლად ჩავლენ. საინტერესოა ისიც რომ "ტორპედოს" წინააღმდეგ ითამაშებს, მის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი მეგრელაძე.


 



 

20.08 სამტრედიის "სამტრედია" - ბოლნისის "სიონი" დასაწყისი 17:00

 

მსაჯები: ლ.კვარაცხელია.

ასისტენტები: ზვ.ერქვანია, ზ.ბერულავა.

დამხმარე: დ.ხარიტონაშვილი

სამტრედიელებმა ჩემპიონატი ცხინვალის "სპარტაკთან" ფრით დაიწყეს და საშინაო თამაშში გამარჯვებას შეეცდებიან.

როგორც მოგეხსენებათ სამტრედიაში, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი დასწრებაა და ადვილი გასეირნება იქ არცერთ გუნდს არ ელის.

სიონმა კი, ფოთის "კოლხეთთან" ნულოვანი ფრე ითამაშა და გიორგი ყიფშიძის შეგირდები სამტრედიიდან 3 ქულის წამოღებას შეეცდებიან.

 



 

21.08 ფოთის "კოლხეთი" - თბილისის "ვიტ-ჯორჯია" დასაწყისი 17:00

 

მსაჯები: გ.ვადაჭკორია,

ასისტენტები:გ.ჩიგოგიძე, ო.მოლოდინაშვილი

დისკვალიფიცირებული: გიორგი ჯანელიძე("ვიტ-ჯორჯია")

 

ზღვისპირელები, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდნენ. ფოთელ მაყურებელს მოენატრა უმაღლესი ლიგის გუნდებთან თამაში, ამიტომ იქ ყველა განსაკუთრებული მოტივაციით ხვდება ამ შეხვედრას. ბესიკ შეროზიას გუნდი საშინაო კედლებში მაქსიმალურად შეეცდება ქულების მოპოვებას. "ვიტ-ჯორჯია" კი, ევროტურნირებზე საშინელი გამოსვლის შემდეგ შეეცდება დაამტკიცოს, რომ ღირსეული გუნდია. ჩემპიონი გუნდიდან მხოლოდ რამოდენიმე ფეხბურთელია შემორჩენილი, შემადგენლობა საკმაოდ გადახალისდა.

მოკლედ, დაველოდოთ რას შემოგვთავაზებს ეს სახეშეცვლილი გუნდი.

 



 

21.08 ზესტაფონის "ზესტაფონი" - ცხინვალის "სპარტაკი" დასაწყისი 20:00

 

მსაჯები: ჯ.ხორავა,

ასისტენტები:ა.კოკაია, კ.ტეფნაძე,

დამხმარე: ა.კრიჭაშვილი

დისკვალიფიცირებულები: გიორგი ხიდეშელი, მამუკა კობახიძე, ალექსი ბენაშვილი (ყველა "ზესტაფონი")

 

გია გეგუჩაძის შეგირდებმა, ჩემპიონატი "დინამოსთან" გასვლითი მარცხით დაიწყეს.

"ზესტაფონი" ყოველთვის ჩემპიონატის ფავორიტებს შორის იყო, ამიტომ ისინი აუცილებლად 3 ქულისთვის იბრძოლებენ,  წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონობის შანსები შეუმცირდებათ.

 

"სპარტაკი" წლევანდელ სეზონში უამრავმა ფეხბურთელმა დატოვა, ამიტომ ისინი ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერად არიან მიჩნეული. ვნახოთ, რას შემგვთავაზებენ ქვემოქართლელები, ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის წინააღმდეგ.

 



 

22.08 რუსთავის "ოლიმპი" - თბილისის "დინამო" დასაწყისი 18:30

 

მსაჯები: თ.გვანცელაძე,

ასისტენტები:ლ.მიქელაძე, მ.ელიკაშვილი,

დამხმარე: მ.ბეუქლიშვილი

 

ამ შეხვედრას, შეგვიძლია მივანიჭოთ მე-3 ტურის ცენტრალური შეხვედრის სტატუსი.

რუსთაველებმა ჩემპიონატი "ტორპედოსთან" ფრით დაიწყეს და დინამოსთან 3 ქულის მოპოვებას შეეცდებიან.

მოქმედი ჩემპიონები ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა "ვიტ-ჯორჯიადან" საკმაო შევსება მიიღეს. "დინამო" კი როგორც ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის და ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან მოგებას შეეცდება, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ამ შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერი მათე ვაწაძე დააკლდება.


 


goli.ge
კატეგორია: მატჩები | დაამატა: Administrator (20.08.2010)
ნანახია: 1003 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!