ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 04:53


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
არჩევნები
მატჩები [10]
სატურნირო მდგომარეობა [1]
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
ქართული ფეხბურთი
მატჩები [10]
სატურნირო მდგომარეობა [1]
 სტატიების კატალოგი 
მთავარი » სტატიები » ეროვნული ჩემპიონატი » მატჩები

მეხუთე ტურის ანონსი
http://championat.ge/news/9164C11C-4A87-4C6F-925B-E159DAAB1CC0pfl-logo.jpg

საქართველოს ოცდამეორე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 5-ე ტურის თამაშები:

უმაღლესი ლიგა:
5 ტური-10 სექტემბერი, პარასკევი
1.სამტრედია-ტორპედო
11 სექტემბერი, შაბათი
2.ოლიმპი-სპარტაკი
3, ბაია-ზესტაფონი
4.კოლხეთი ფ.-დინამო თბ.
5.სიონი-ვიტ ჯორჯია





რუსთავში „ოლიმპი" ცხინვალის „სპარტაკს" უმასპინძლებს და წინა ტურში წაგებული მატჩის შემდეგ რეაბილიტირებას შეეცდება.





რუსთავის „ოლიმპის" პრეს-ატაშეს მიხეილ ჯორბენაძეს თქმით, სანაკრებო პაუზა გუნდმა ნაყოფიერად გამოიყენა. „ჩვენ ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრა. მოგეხსენებათ, გუნდიდან წავიდა ჭედია, და ჩვენ დავიმატეთ რომან ახალკაცი. მომავალი მატჩისთვის გუნდი პრაქტიკულად მზადაა, ტრავმირებული არავინ გვყავს. წინ 3 მატჩი გველის, რომელთაგან ორში ნომინალური მასპინძლები გახლავართ, ხოლო მესამეში ჩვენსავე სტადიონზე ვეთამაშებით ვიტ-ჯორჯიას, ვინაიდან ორივე გუნდი ერთ სტადიონზე ატარებს საშინაო მატჩებს. ამიტომ, ამ სამ მატჩში 9 ქულის აღება ჩვენთვის არათუ გეგმაა, არამედ აუცილებლობა."









გასული ტურის ცენტრალური მატჩის გამარჯვებული - „ზესტაფონი" კი ზუგდიდში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ „ბაიას" დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა შეიძლება ტურის ცენტრალურ მატჩად ჩაითვალოს.



„ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე: "ბაია" ძალიან კარგი გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს. რთული თამაში გველის, რადგან ზუგდიდში თამაში ყოველთვის რთულია, იმიტომ რომ ზუგდიდელები ძალიან აქტიურად უჭერენ მხარს თავიანთ გუნდს. მაგრამ ჩვენ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით და, შესაბამისად, ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ."







კარგი სტარტის შემდეგ ფოთის კოლხეთი შინ თბილისის „დინამოს" მიიღებს და, როგორც ფოთელების მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია აცხადებს, გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებს: „მატჩისთვის ჩვეულებრივად ვემზადებით, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენ საკუთარი „კოზირები" გვყავს."





აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით სხვა აზრისაა თბილისის „დინამოელთა" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა: „მოგეხსენებათ, ფოთის „კოლხეთი" წელს გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში. ჩემპიონატიც ძალიან კარგად დაიწყო. ჩვენ სრული შემადგენლობით მზად ვართ სათამაშოდ. რამდენიმე ფეხბურთელს აქვს მიკროტრავმა, მაგრამ ეს მათ ხელს არ შეუშლის. რთული თამაში გველის, თუმცა არა მგონია სასურველი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდეს."







გასულ ტურში „სამტრედიასთან" ფანტასტიურად მოგებული შეხვედრის შემდეგ „ვიტ-ჯორჯია" ბოლნისში ჩადის, სადაც ადგილობრივ „სიონს" გაეჯიბრება.



„ვიტ-ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი: „სიონი გამოცდილი გუნდია, კარგი, გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ბოლნისში თამაში „ვიტ-ჯორჯიასთვის" ყოველთვის ძნელი იყო. ახლაც ასეთ დაძაბულ თამაშს ველოდებით. ჩვენი მხრიდან, ყველა მწყობრშია, საბრძოლოდ ვართ განწყობილები, და ვფიქრობ, ეს თამაში არ უნდა წავაგოთ."






კატეგორია: მატჩები | დაამატა: Administrator (09.09.2010)
ნანახია: 889 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!