ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 15:59


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
არჩევნები
მატჩები [10]
სატურნირო მდგომარეობა [1]
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
ქართული ფეხბურთი
მატჩები [10]
სატურნირო მდგომარეობა [1]
 სტატიების კატალოგი 
მთავარი » სტატიები » ეროვნული ჩემპიონატი » მატჩები

`ტორპედოს` საწვავი ცუდად იწვის

http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/champ/DSC06709.JPG


გუშინ გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის გადადებული პირველი ტური, რის შემდეგაც ცხრილში არსებული ოთხხელისუფლებიანობა ორხელისუფლებიანობამ ჩაანაცვლა.   

 

ყველაზე გამოსარჩევი მოვლენა  ტურში ზესტაფონელთა გამარჯვება იყო, რომლებმაც ბოლოადგილოსან ქუთაისის "ტორპედოს" მოუგეს და რიონისპირელები ისევ პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან. არადა, "ტორპედო" პირველი ტაიმის შემდეგ თენგიზ ჩიკვილაძის გოლით იგებდა, მაგრამ ზესტაფონელთა საყრდენმა ნახევარმცველმა მურთაზ დაუშვილმა ბოლო 20 წუთში მათი იმედები დაასამარა.  

 

დაუშვილი კი ცალკე თემაა. ამ ფეხბურთელის მოვალეობა მოედანზე მეტოქის შეტევების ჩაშლაა, ახლა კი გუნდს მხსნელად მოევლინა. სავარაუდოდ, დაუშვილს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია მალტასთან სათამაშოდ გამოიძახებს. ქეცბაიას ამის გაკეთება საბერძნეთ-ისრაელთან მატჩებისთვისაც უნდოდა, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრების გათვალისწინებით თავი შეიკავა.  

 

ისევ დუბლით გამოიჩინა თავი გიორგი მეგრელაძემ. ამჯერად, მისი გოლები ზუგდიდის "ბაიას" მხოლოდ ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მოვლენები ამ მატჩშიც საინტერესოდ განვითარდა  - ბოლნისის "სიონი" 2:0 დაწინაურდა, მაგრამ მეგრელაძემ ბოლო წამამდე არ ‘’მოისვენა’’ და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.  

 

 "დინამომ" ისევ მოიგო - ამჯერად მინიმალური ანგარიშით და იმის გარდა რომ თავად ბლომად ანიავა მომენტები, თავად გადაურჩა ფრეს. თბილისელთა მოგება გააუფერულა რობერტინიოს ტრავმამ, რომელიც სრულიად უწყინარ სიტუაციაში  მიიღო და მოედნიდან სასწრაფო სამედიცინო მანქანით გახდა წასაყვანი.  

 

 რუსთავის "ოლიმპმა" საკმაოდ დაძაბულ და ხისტ ბრძოლაში მოუგო "ვიტ ჯორჯიას". მოუგო უფრო გამოცდილების ხარჯზე. "ვეტერინარებს" ვერც თავდადებულმა ბრძოლამ უშველა - კლასმა თავისი სიტყვა თქვა. გოლები გიორგი ქავთარაძემ და გიორგი ბერიაშვილმა გაიტანეს.  

 

კვლავ გაგვაოცა ფოთის "კოლხეთმა", მაგრამ სამტრედიელებთან მათი გამარჯვება სულაც არ იყო გასაკვირი. იმერლებს უფინანსობა აწუხებთ და ფეხბურთის სათამაშოდ თითქოს არ სცალიათ. ამის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლეს და ცხვიტარიამ მათი წინააღმდეგობა მატჩის დამთავრებამდე მხოლოდ 15 წუთით ადრე გატეხა.  


goli.ge

კატეგორია: მატჩები | დაამატა: Administrator (16.09.2010)
ნანახია: 984 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!