ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
სტატიების კატალოგი |
კოლინა უკრაინულ ფეხბურთში
რამდენიმე დღის წინ
წარსულში ცნობილმა არბიტრმა პიერლუიჯი კოლინამ უკრაინის ფეხბურთის
ფედერაციასთან ხელი მოაწრა 2-წლიან კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, იტალიელი
კურირებას გაუწევს უკრაინაში პროფესიონალ მსაჯთა სისტემას. გასულ კვირას,
კოლინამ ნახა უკრაინის ჩემპიონატის პირველი ტურის ყველა მატჩი. მისი თქმით,
ჯერ ადრეა კონკრეტული დასკვნების გამოტანა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ
უკრაინელი მსაჯების მუშაობაში შეინიშნება შეცდომები, რომლებიც აუცილებელად
უნდა აღმოიფხვრას. კოლინამ განიხილა უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში
არბიტრთა მიერ დაშვებული შეცდომები და ელექტრონული ფოსტით ყველა არბიტრს
გაუგზავნა მათი მსაჯობის ანალიზი. უმთავრესად, მან მსაჯებს ურჩია, რომ უფრო
მკაცრად განსაჯონ ძალისმიერი თამაში. კოლინა ჯერ-ჯერონით არ დაკონტაქტებია
უკრაინულ კლუბებს, თუმცა ის გუნდების ხელმძღვანელებს უახლოეს
მომავალში შეხვდება.
ბექა დოგრაშვილი 18 ივლისი. 2010 წელი.
|
კატეგორია: ადმინის გამონაკლისი სტატიები | დაამატა: Administrator (18.07.2010)
|
ნანახია: 928
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|