ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 20.09.2017, 10:34


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 10 » ზვიად სიჭინავა:“ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების თამაშით უკმაყოფილო არ ვარ“
20:17
ზვიად სიჭინავა:“ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების თამაშით უკმაყოფილო არ ვარ“

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Nakrebi/sichi_big.jpg


10 სექტემბერს ლოკომოტივის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა უპასუხეს. სასაუბრო თემა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები, აგრეთვე სხვადასხვა საინტერესო და აქტუალური საკითხი იყო.

ზვიად სიჭინავა:" ეროვნულ ნაკრებს ყველა პირობა შევუქმენით ნორმალურად მოსამზადებლად. თემურ ქეცბაიამ რაც მოითხოვა ყველაფერი გავაკეთეთ. კარგი იქნებოდა, რომ ნაკრებს 6 ქულა აეღო, მაგარმ არ დაგვავიწყდეს - ორი ურთულესი მატჩი ჩავატარედ. ისიც ფაქტია, რომ თემურ ქეცბაის მოსვლის შემდეგ ნაკრებს არ წაუგია. ბიჭებმა საბერძნეთში იბრძოლეს და ურთულესი ქულა მოიპოვეს.

რაც შეეხება ბალახის საფარს ეროვნულ სტადიონზე, ვერ ვიტყვი რომ ისეთი იყო, როგორიც ინგლისში ან ჰოლანდიაშია, მაგრამ ძალიან ცუდიც არ ყოფილა. საკმაოდ დიდი პანიკა ატყდა ამის გამო. მე პირადად არ ვარ სტადიონის ადმინისტრაციის უკმაყოფილო, რადგან ვიცი რომ საფარი შესაცვლელია. ამის გაკეთება კი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. გეტყვით, რომ ბალახის შეცვლამდე სხვა არცთუ უმნიშვნელო სამუშაოებია ჩასატარებელი. მანამდე ბალახი სხვაგან უნდა გაზარდო და მერე გადმოიტანო. ჩვენ მაგალითად „ბასაზე" 18 დღის განმავლობვაში ბალახის მორწყვა 11.060 ლარი დაგვიჯდა. ახლა თქვენ განსაზღვრეთ რა თანხებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა. ვიცი, რომ მუშაობა მიდის და შედეგიც იქნება. და იცი ვისი, რომ ახალი საფარის დაგების შემთხვევაში სტადიონის ადმინისტრაცია საიჯარო თანხას გაგვიზრდის.

ამავდროულად, 12 სექტემბერს რევაზ არველაძესთან ერთად მივდივარ უეფას წარმომადგენლებთან შესახვედრად და მათ გვინდა ვთხოვოთ, რომ ფული ჩადონ ქართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რადგაც ვიცით რომ სახელმწიფოს 100 და 200 მილიონის ჩადება არ შეუძლია.

ოთარ გაბელიას კონტრაქტის გაგრძელება არ გაგრძელებაზე საუბარი კი ახლა არასწორად მიმაჩნია, რადგან მას კიდევ სამი თვე აქვს კონტრაქტში დარჩენილი. გარდა ამისა, კმაყოფილი ვარ ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლით. გუნდმა 15 ქულა დააგროვა და ბოლო მომენტამდე ინარჩუნებდა ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს. მთავარ შედეგს კი მას შემდეგ დავინახავთ, რაც თემურ ქეცბაია 3 ოქტომბერს მალტასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. ვნახოთ, რამდენ ფეხბურთელს გამოიძახებს ნაკრების თავკაცი ეროვნულ გუნდში ახალგაზრდულიდან. რაც შეეხება სომხებთან მატჩში მომხდარ ინციდენტს - ამაზე 23 სექტემბერს უეფა იმსჯელებს.

ჩვენც ვნახავთ დამატებით ვიდეოფირს და თუ ვინმე დასასჯელი იქნება დავსჯით. ისე კი სომხებთან გასაყოფი არაფერი გვაქვს და ისიც ცრუ ინფორმაციაა თითქოს მათ ფედერაციამ ბოდიში მოუხადა. მიმდინარეობს მუშაობა ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლების გაცემასთან დაკავშირებითაც. მედიაკომპანია „კოლხიდასთან" კონტრაქტი გაწყვეტილია და ახლა ჩვენების უფლებას ფედერაცია ფლობს. 13 სექტემბერს ლაშა დვალიშვილი იწყებს მოლაპარაკებას ტელევიზიებთან და ვნახოთ აქედან რა გამოვა. ისე კი ტელევიზიასთან კონნტრაქტს მხოლოდ იანვრამდე გავაფორმებ, რადგან 2011 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია და არ მინდა ახალი კაცი თუ მოვა ამის გამო რამე დისკომფორტი იგრძნოს".


სამინისტროს პრეს სამსახური

ნანახია: 222 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!