ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 25.07.2017, 07:37


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 7 » ზვიად სიჭინავა: "ვინც ჩვენ ფეხბურთში პროგრესს ვერ ხედავს, მას მე არ ვცნობ"
13:23
ზვიად სიჭინავა: "ვინც ჩვენ ფეხბურთში პროგრესს ვერ ხედავს, მას მე არ ვცნობ"


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა. ჩვენი ფეხბურთის თავკაცის მასმედიასთან შეხვედრა, ლევან ყიფიანის "ლელოში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ განაპირობა. სიჭინავამ ყიფიანის ინტერვიუში ნახსენები თანხები დააზუსტა, სხვა ციფრებიც დააკონკრეტა და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა. ფედერაციის თავკაცის ვრცელ შესავალ სიტყვას კითხვა-პასუხი მოჰყვა.

- პრესაში გაჟღერდა, თითქოს გაისად ქართული ფეხბურთი სახელმწიფოსგან 7 მილიონ ლარს მიიღებს. ეს მცდარი ინფორმაციაა. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტი გაისად 7 მილიონი ლარი იქნება. ეს მხოლოდ ნაწილია იმ თანხისა, რომელიც ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების, ასევე ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებისა და სტაფის, სულ 54 პერსონის ანაზღაურებას სჭირდება. გარდა ამისა, უნდა დაფიაროს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ოფიციალური და ამხანაგური, სულ 12 მატჩის ხარჯი.

ჩვენ ვაგრძელებთ იმ დავალიანების გასტუმრებას, რომელიც ფედერაციაში მოსვლისას დაგვხვდა. ვალის დიდი ნაწილი გასტუმრებულია. მინდა, განვმარტო, რომ ამ ვალს ჩვენ უეფას გრანტით ვერ გავისტუმრებთ. უეფას "ჰეთ თრიკის" პროგრამით გამოყოფილი თანხა, რომელიც არა - 300 ათასი, არამედ 1 280 000-ია, მიზნობრიი გრანტია, შესაბამისად არის გაწერილი და მას სხვა მიმართულებით ვერავინ გამოიყენებს. ქართული კლუბების ევროტურნირებში მონაწილეობის თანხა უეფადან მივიღეთ და კლუბებს უკვე დავურიგეთ. ამ თანხებთან ჩვენ არაფერი გვესაქმება.

2010 წელი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის გამორჩეული იყო. წლეულს ნაკრებმა 8 მატჩი დაუმარცხებლად ჩაატარა. ეს პირველ რიგში ნაკრების თავკაცის, თემურ ქეცბაიას დამსახურებაა, მერე კი თავად ფეხბურთელების. სხვათა შორის, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც 2008-09 წლებშიც თამაშობდნენ ეროვნულ გუნდში, მაგრამ... წლეულს ნაკრებმა 6 ქულა მოიპოვა, მაშინ როცა, ბოლოს 3 ან 5 ქულა გვქონდა მთლიანად 2-წლიან ციკლში.

რაც შეეხება პროფლიგას, ის არავის დაუხურავს, ამ ორგანიზაციასთან ფედერაციამ კონტრაქტი გაწყვიტა. ჩვენ გვინდა, პროფლიგამ მაისისთვის კარგად ჩამოყალიბებული, გამართული პროექტი წარმოგვიდგინოს, რომელსაც კლუბებთან ერთად განვიხილავთ და, თუ მისაღები იქნება, პროფლიგასთან ისევ გავაფორმებთ კონტრაქტს. ფედერაციამ მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა დავალიანების გასტუმრების ვალდებულება აიღო და ეს ვალი უკვე გასტუმრებულია.

მინდა გითხრათ, რომ ფედერაციაში ყველა ინფორმაცია საჯაროა. საბჭოთა კავშირი აღარ არის, სუკ-იც გაუქმდა და სუკ-ის აგენტებთანაც არ ვარ დაკითხვაზე. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. თუ რომელიმე ჟურნალისტს რაიმე დააინტერესებს, პრობლემას ვერ ვხედავ, მოგვმართოს და ყველაფერს დოკუმენტებით წარვუდგენთ.

ფედერაციის ვალებს უეფას გრანტით არ ვისტუმრებთ და ვერც გავისტუმრებთ. კომპანია "ინფრონტის", ქართული და უცხოური ბანკების ვალები კომპანიებთან მოლაპარაკებების წყალობით დავფარეთ. უეფაში კარგად იციან, რომ ფედერაციაში მისვლისას დიდი ვალი დაგვხვდა და ეს გაითვალისწინეს.

საჯაროდ ვაცხადებ, 2011 წლის 31 დეკემბრამდე ფედერაციის ყველა ვალი გასტუმრებული იქნება. ჩვენ ყველაფერი გათვლილი გვაქვს, თუ როგორ დავფარავთ ამ ვალებს და ვინ დაგვეხმარება პრობლემის მოგვარებაში.

ჩემი თხოვნა იქნება, როცა ისეთ თემებზე საუბრობენ, რომლებშიც გარკვეული არ არიან, ჯერ ფედერაციაში მოვიდნენ, ყველაფერში საბუთებით გავარკვევთ და მერე დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ამ შემთხვევაში ჟურნალისტებს არ ვგულისხმობ... ვინც ჩვენ ფეხბურთში პროგრესს ვერ ხედავს, მას მე არ ვცნობ. თბილისში თავიანთი კორპუსის აივნიდან რომ იხედებიან, რეგიონებში ჩავიდნენ. 20 წელიწადია, ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელია და მაგალითად, ჭიათურაში ვერ იხსენებენ, ბოლოს როდის ჩავიდნენ იქ ფედერაციიდან. იქ მწვრთნელებს ეშინიათ ჭაბუკებისა და მოზარდების სელექციაზე თბილისში გამოგზავნა, მაინც ყველაფერი გარკვეული იქნება და რა აზრი აქვსო. ჩავედი, ვესაუბრე, ავუხსენი, რომ ასე არ არის, არანაირი ჩაწყობა, მიდგომა შევცვალეთ-მეთქი.

პრობლემების მოგვარების რეალური გზა უნდა დავსახოთ და არა მხოლოდ ვისაუბროთ, საქმე ვაკეთოთ. პარასკევს უკრაინაში მცხოვრები ერთი ბიზნესმენი დამიკავშირდა, რომელიც სამტრედიიდან არის წასული. მე ვიცი, როგორ ვუშველოთ "სამტრედიასო". როგორ-მეთქი. რკინიგზის დეპარტამენტს სთხოვეთ, ან სახელმწიფომ დაავალოს, კლუბს მიხედოს. თუ არა და, სამტრედიაში რკინიგზას გადაკეტავს ხალხიო. ეს არ არის გეგმა და პროექტი. ვისაც გული შესტკივა "სამტრედიაზე" და, მით უმეტეს, თავისი ბიზნესი აქვს, ჩადოს ეს თანხა კლუბში და ხვალ თუ არა, ზეგ მოიგებს.

ქართულ ფეხბურთში თუ ხარ და საქმე გინდა აკეთო, ჩასაფრებული კი არ უნდა იყო, პროგრამა წარმოადგინე, შენი წვლილი შეიტანე ამ ეროვნულ საქმეში. ვინც ჩასაფრებულია და ჩვენს ფეხბურთში სასიკეთოს ვერაფერს ხედავს, მას არ ვცნობ. წელიწადი და 2 თვეა, რაც ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და ძალიან მიკვირს, როგორ გაძლო ნოდარ ახალკაცმა ამდენ ხანს ამ პოსტზე. რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ და თუ არ მოვწონვარ ქართულ საფეხბურთო სამყაროს, არ არის პრობლემა, აგერ, მოვა არჩევნები და ვინც უკეთესია, ის აირჩიეთ.

არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ. მე ასე მწამს და თუ ვცდები, მითხარით. როცა ფეხბურთში მოდიხარ არცერთ პარტიაში არ უნდა იყო. უნდა აირჩიო, ან პოლიტიკა, ან ფეხბურთი, ორივე ერთად არ გამოვა.

ფედერაციაში ადრე მომუშავე ხალხის ცუდად გაკეთებულ საქმეს ვასწორებთ. არადა, ზოგი მათგანი გამოდის და არასწორი ფაქტებით ვითომდა ხმაურს ტეხს. ჯერ ფაქტები გადაამოწმე და მერე დააფიქსირე პოზიცია. სხვას რომ აკრიტიკებ არასწორი ფაქტებით და რიცხვებით, ჯერ ის თქვი, შენ რა გააკეთე ქართულ ფეხბურთში.

უეფაში დღემდე გაოცებულები არიან. უკვირთ, როგორ შეძელით, ესტონეთთან ამხანაგურ მატჩს 46 ათასი გულშემატკივარი რომ დაესწროო. მაშინ როცა მუნდიალის მონაწილე სლოვენიის ნაკრების ჩვენთან მატჩს კი მხოლოდ 4 ათასი კაცი ესწრებოდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა.

- რამდენ კლუბს აქვს საწევრო გადახდილი?
- უმაღლესი ლიგის ათი გუნდიდან საწევრო სრულად მხოლოდ ორმა კლუბმა გადაიხადა პროფლიგაში. ესენია, "ზესტაფონი" და ქუთაისის "ტორპედო", ნახევარი გადაიხადა რუსთავის "ოლიმპმა". დანარჩენ კლუბებს თანხის გარკვეული ნაწილი აქვთ შემოტანილი. საწევრო უკვე განახევრებულია და კლუბებმა 20 ათასი ლარი უნდა დაფარონ. დანარჩენი ნახევრის გადახდა კი სახელმწიფომ ითავა.

- საწევრო თუ განახევრებულია, თანხა იმ ორ კლუბს ხომ დაუბრუნდება?
- ამის თაობაზე კლუბებმა პროფლიგას უნდა მიმართონ.

- მომდევნო სეზონში უკვე სავალდებულოა, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს A კატეგორიის სერთიფიკატის მფლობელი თავკაცი ჰყავდეს. ამ კატეგორიის ლიცენზიაზე თუ იქნება სემინარები?
- ჩვენ ამაზე ვიზრუნეთ, B და A კატეგორიების სამწვრთნელო ლიცენზიებისთვის სემინარები და გამოცდები დეკემბერ-იანვარში ჩატარდება.

- ლევან ყიფიანის მხრიდან თუ იყო თქვენთან შეხვედრისა და საკუთარი ხედვის გაცნობის მცდელობა?
- ის მუშაობდა ფედერაციაში. მისი პროგრამის მიხედვით, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 87 დელეგატს უნდა ჰქონდეს ხმის უფლება. მან თუ იცის, რომ უეფაში მიაჩნიათ, კლუბებს ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ეს რომ გავაკეთოთ, მაშინ რამდენ დელეგატს ექნება ხმის უფლება? უეფაში თითო ხმა აქვს თითო ქვეყანას და ამ 53 ხმის უკან მილიონობით ადამიანია.

- ახლახან ფიფამ 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლების ვინაობა გაარკვია. ქართული ხმა ვის ერგო?
- ხმის უფლება მხოლოდ აღმასკომის წევრებს ჰქონდათ, ჩვენ მათ შორის არ ვართ. იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც იყვნენ აღმასკომში, რომლებსაც მუნდიალის მასპინძლობაზე ჰქონდათ პრეტენზია. მათ ხმის უფლება ჯერ მოუხსნეს, მერე ისევ აღუდგინეს. ეს არასწორად მიმაჩნია. ასევე გამართლებულად არ მივიჩნევ ერთბაშად ორი მუნდიალის მასპინძლის საკითხის გარკვევას.

- დღეისთვის რა ვალი აქვს ფედერაციას, რომელიც 2011 წლის ბოლომდე უნდა გაისტუმროთ?
- 5 მილიონ ლარამდე იყო, მაგრამ ბანკის სესხის პროცენტები, 902 ათასი ახლახან გავისტუმრეთ. ამჟამად დარჩენილი გვაქვს სამი სხვადასხვა სახის ვალი. დაახლოებით გეტყვით: მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები 170 ათასი ლარი, ბანკების სესხი 3 800 000 და სხვადასხვა ორგანიზაციების დავალიანება - 129 ათასი ლარი. ყველა ამ ვალს 2011 წლის ბოლომდე გავისტუმრებთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



ნანახია: 139 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!