ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 20.09.2017, 16:00


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 9 » ზვიად სიჭინავა: "მოედნებს უცხოელები დააგებენ"
17:21
ზვიად სიჭინავა: "მოედნებს უცხოელები დააგებენ"


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპირველაპრილო გამოსვლაში, ოღონდ სერიოზულად, ფეხბურთის განვითარებაზე ილაპარაკა და სასწრაფოდ გასაკეთებელ საქმეთა შორის დაასახელა მოედნების საფრისა და სტადიონების ინფრასტრუქტურის განახლება, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება და სკოლა-ინტერნატების სისტემის აღდგენა. შემდეგ ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაარსდება "ჯვაროსნული აკადემიები", რომელსაც თემურ ქეცბაია და მისი სამწვრთნელი შტაბი უხელმძღვანელებდნენ.

თუმცა დაკონკრეტებული არ იყო, სად რა და როგორ გაკეთდება. ამის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ველაპარაკეთ.

- მიხეილ სააკაშვილთან თქვენი შეხვედრის შემდეგ არ განგიმარტავთ, სად და რა პროექტების განხორციელებას აპირებთ.
- პრეზიდენტმა თქვა, რომ 2012 წლებში უნდა დასრულდეს ზუგდიდისა და ბათუმის სტადიონების მშენებლობა. 2011 წლის ბოლომდე კი სამ-ოთხ სტადიონზე მაინც უნდა შევცვალოთ საფარი. ეს მინდვრები ძალიან მაღალი დონის უნდა იყოს და უეფას ყველაზე მკაცრი მოთხოვნები დააკამყოფილოს, ექნებათ თანამედროვე სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. თუმცა ეს ჯერ ჩანაფიქრია და თავადაც არ დაგვიკონკრეტებია, სად და რომელ ქალაქებში უნდა განვახორციელოთ.

- ბერძნულმა კომპანიამ ნაკრების ბაზაზე მშვენიერი საფარი დააგო. ახალ პროექტსაც უცხოელები განახორციელებენ?
- დიახ, საფარს უცხოური, ამ საქმეში გამოცდილი კომპანია დააგებს, რომელიც უმაღლესი ხარისხის მოედნების გარანტიას მოგცემს.

- სკოლა-ინტერნატების ამუშავებას რომელ ქალაქებში აპირებთ?
- ჩვენი პროექტის მიხედვით, ოთხი სკოლა-ინტერნატი, ანუ "ჯვაროსანთა" აკადემია გაიხსნება - ორი დასავლეთ და ორიც აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც. აკადემიების ქსელს კოორდინაციას თემურ ქეცბაია და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები გაუწევენ, რადგან მშვენივრად იციან, ბავშვებს რა მიმართულება უნდა მივცეთ, რა არის საჭირო ასეთი აკადემიის ჩამოსაყალიბებლად, რა ინფრასტრუქტურა...

ტელეტრანსლაციების თემაზე ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილი გველაპარაკა:

"ეს ჩემპიონატი დასრულდება ისე, როგორც ითქვა, გადაიცემა ცენტრალური შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟები. არ ვიცი, შემდეგ რეპორტაჟებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გააგრძელებს თუ არა, მაგრამ იმ იდეებს აუცილებლად განვახორციელებთ, რაზეც "ლელოსთან" ადრე ვისაუბრე, ვგულისხმობ ეროვნული ჩემპიონატის ბევრად მასშტაბურ გაშუქებას, ვიდრე ეს დღეს ხდება. მაგალითად, მატჩამდე გუნდების შანსების განხილვებს, ჩართვებს თამაშის დაწყების, შესვენებისა და დასრულების შემდეგ, განხილვაში ხალხის, მედიის, სპეციალისტების მონაწილეობას.

მოკლედ, ჩვენი ჩემპიონატის თემამ ტელეეთერში რაც შეიძლება ხშირად უნდა იტრიალოს. სხვაგვარად საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაცია და ხალხის დაინტერესება წარმოუდგენელია."


ნანახია: 348 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!