ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 16:26


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 7 » ზვიად სიჭინავა: "არჩევნებში მონაწილეობა? ჯერ არ გადამიწყვეტია, რას ვიზამ"!
02:25
ზვიად სიჭინავა: "არჩევნებში მონაწილეობა? ჯერ არ გადამიწყვეტია, რას ვიზამ"!


გურული ვოიაჟი სფფ-ის თავკაცმა ლანჩხუთში, რეგიონული ფედერაციის ოფისში დაასრულა. მანამდე იგი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზეც მივიდა და "გურიას" მესვეურებს ესაუბრა. "ლელომ" ისარგებლა შემთხვევით და სფფ-ის პრეზიდენტს რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- ბატონო ზვიად, გურიაში თქვენი ვიზიტის მიზანი რა არის?
- მხოლოდ გურია არაფერ შუაშია, ჩვენ რეგიონებში დავდივართ, რათა სახელმწიფოს მივაწოდოთ ის პრობლემები, რომელთა ერთობრლივი ძალებით გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესია რეგიონებისთვის, შესაბამისად, ქართული ფეხბურთისთვის. ახლა ჭაბუკთა შერჩევებს ვაწარმოებთ და რეგიონებიდან ჩამოსულების უპირატესობა აშკარაა. ქართულმა ფეხბურთმა ეს უნდა გამოიყენოს.

- დღეს თქვენ "დინამოს" ახალ მფლობელზე გაკვრით თქვით, ორშაბათიდან კლუბს მეპატრონე ეყოლებაო. ხომ ვერ დაგვიკონკრეტებთ, ვინ?
- ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან, როცა ასეთი რაღაცები ვთქვით, ცუდად დავცადეთ.

- ბატონო ზვიად, "ლელოში" დაბეჭდილი ლევან ყიფიანის ინტერვიუს გაეცნობოდით. მიიჩნევთ, რომ პროფლიგა ფინანსური მოსაზრებით დაშალეთ - როცა სახელმწიფომ უმაღლესლიგელების დაფინანსება გადაწყვიტა, ფედერაციამ პფლ-ის ფუნქცია შეითავსაო...
- ვინ არის ლევან ყიფიანი? არ ვიცი...

- "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
- არ ვიცი ასეთი არავინ, ვინ არის საერთოდ ლევან ყიფიანი?!

- ბატონო ზვიად, დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ სახელმწიფო დაფინანსება, ანუ უკვე გაჟღერებული 7 მილიონი, არა კლუბებს, არამედ ძირითადად ნაკრებებს შეეხება, მაგრამ ოპონენტები პროფლიგის უფლებამოსილების შეთავსების სხვა საფუძველსაც "ხედავენ" - ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს.
- რა არჩევნები, კაცო... სად არის ჯერ არჩევნები?

- ისე, მონაწილეობას აპირებთ?
- არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია და ვერაფერს გეტყვით.

- როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები, სავარაუდოდ, მაისში?
- არა, ასე განსაზღვრული არ არის! ჩვენ გვაქვს უფლება, 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე ნებისმიერ დროს ჩავატაროთ!

საუბრის დასასრულს სფფ-ის პრეზიდენტი დაინტერესდა, "ლელოს" რომელ ნომერში იყო ლევან ყიფიანთან ინტერვიუ.

თუ რა საკითხებზე ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გურიის ფეხბურთის მესვეურებთან, რა ბედის ელის "გურიას", გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზას და რატომ არ მიჰყიდეს თავის დროზე სიჭინავას ბაზა გურულებმა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ხვალინდელ ნომერში მოგითხრობთ.


თომა ჩალაძე ლანჩხუთიდან


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 749 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!