ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 15:35


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 17 » ჟორჟიკაშვილმა ნაკრები საესპანეთოდ შეკრიბა
23:49
ჟორჟიკაშვილმა ნაკრები საესპანეთოდ შეკრიბა


საქართველოს 17– წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – კობა ჟორჟიკაშვილმა შეგირდები „მიხეილ მესხის" სტადიონზე შეკრიბა და წინასაესპანეთოდ პირველი ვარჯიში გამართა.

17– წლამდელები, 21 თებერვალს, გამთენიისას ესპანეთში მიემგზავრებიან, სადაც 22 და 24 თებერვალს იქაურ თანატოლებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

„მიხეილ მესხზე" თექვსმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა. მათ შორის არ იყვნენ მხოლოდ ლუკას ჰუფნაგელი და ნაკრების ახალწვეული ნიკა ტარყაშვილი, რომლებიც გუნდს ესპანეთში შეუერთდებიან.

ნაკრებთან ერთად ივარჯიშა უკრაინიდან ახლადდაბრუნებულმა ბაჩანა არაბულმა, რომელიც კიევის „დინამოში" იმყოფებოდა სინჯებზე.

ჟორჟიკაშვილის გუნდი, 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა ურეკში, სადაც 4 საკონტროლო მატჩი გამართეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი და უმაღლესი ლიგის გუნდებთან. მათ გამარჯვება მოიპოვეს „გურიასთან" და „ოზურგეთთან"; ფოთის „კოლხეთთან" და ბოლნისის „სიონთან" კი, დამარცხდნენ.

კობა ჟორჟიკაშვილი განვლილი შეკრებით კმაყოფილია. მისი თქმით, ჩატარებული თამაშები მომზადების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო და სასელექციო ხასიათსაც ატარებდა. შედეგად, 17– წლამდელებს კიდევ ორი ახალი ფეხბურთელი შეემატა – მეკარე გიორგი ბერია და ნახევარმცველი შალვა ექვთიმიშვილი.

რაც შეეხება ნაკრების დებიუტანტ ნიკა ტარყაშვილს, მას კობა ჟორჟიკაშვილი პირადად დააკვირდა ბელგიაში, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ანტვერპენის „ბეერსხოტში" თამაშობს. ტარყაშვილი თავდამსხმელია და მწვრთნელი მას საკმაოდ საინტერესო და ტექნიკურ ფეხბურთელად მიიჩნევს.

ესპანეთის ნაკრებთან სპარინგს კი, 17– წლამდელთა დამრიგებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

კობა ჟორჟიკაშვილი: „ჩემი აზრით, ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით. ამ გუნდის მწვრთნელს მე პირადად ვიცნობ და ამ მხრივაც საინტერესო იქნება ჩვენი შეხვედრა. ჩვენი გუნდები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ეს თამაშები ძალიან წაგვადგება. ჩვენს რეალურ ძალასაც დავინახავთ და იმ ხარვეზებსაც, რაზეც გვექნება შემდგომში სამუშაო."

მადრიდში გამგზავრებამდე, 17– წლამდელები ვარჯიშებს „მიხეილ მესხზე" გამართავენ.

სფფ–ს პრესსამსახური
ნანახია: 776 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!