ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 18:48


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 20 » "ზესტაფონმა" წითელ ხარს კორიდა ჩაუტარა (ფოტომასალა, გადმოსაწერი ვიდეომასალა)
00:08
"ზესტაფონმა" წითელ ხარს კორიდა ჩაუტარა (ფოტომასალა, გადმოსაწერი ვიდეომასალა)

 
19.06.2010
 ”ზესტაფონი”  3-2  ”რედ ბული” (ზალცბურგი, ავსტრია)

”ზესტაფონი”: მამალაძე, ბენაშვილი, ონიანი, ხიდეშელი (კობახიძე, 46), ელიავა,  ძარია (ფიფია, 67), დაუშვილი (გორგიაშვილი, 73), აფციაური (ცხადაია, 82), ბაბუნაშვილი (გრიგალაშვილი, 61), გელაშვილი (ჩიხლაძე, 82), დვალი (ლომია, 61).

  ”რედ ბული”: პირველი ტაიმი -  ტრემელი, დუდიჩი, შვეგლერი, სეკაგია, ულმერი, პოკრივაცი, ჩიომერი, ლაიტგები, ზარატე, იანჩერი, ვალნერი; მეორე ტაიმი - ვალკე, აუგუსტინუსენი, შიმერი, ნელისე (მეილინგერი, 70), სვენტო (აშაუერი, 79), ჰირლენდერი, მარტიკე, ადჯელი, ნსალივა, ვლადავიცი, ნგვატ მაჰოპი.


 2010 წლის 19 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი გამართა. ამჯერად მარგველთა მეტოქე ავსტრიული ფეხბურთის ერთპიროვნული ლიდერი, ქვეყნის ჩემპიონი, ზალცბურგის საფეხბურთო კლუბი ”რედ ბული” გახლდათ.

ზესტაფონელთა მეტოქე დღევანდელ შეხვედრაში, რომელმაც თავის ქვეყნის ბოლო ოთხი ჩემპიონატიდან სამის მოგება შეძლო, ევროპულ არენაზე იმითაა გამორჩეული, რომ გასულ წელს სწორედ "რედ ბული" გახდა პირველი ევროპული გუნდი, რომელმაც მოახერხა უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის 6-ვე მატჩის მოგება (ზალცბურგელთა მიერ ორ-ორჯერ დამარცხუბელთა შორის ესპანური "ვილიარეალი", იტალიური "ლაციო" და ბულგარული "ლევსკი" აღმოჩნდნენ).ჰუბ სტევენსი წვრთნის, ეს სწორედ ის სტევენსია, რომელმაც თავის დროზე "შალკე-04" და "ჰამბურგი" გერმანული ფეხბურთის ლიდერებად აქცია. გარდა ამისა, ჰოლანდიელს სხვადასხვა წლებში გერმანულ "კიოლნსა" და "ჰერტაში", ჰოლანდიურ "როდასა" და "ეინდჰოვენშიც" უმუშავია. გუნდს ჰოლანდიელი სპეციალისტი

შეხვედრა ქალაქ ლეოგანგის "შტაიბერგშტადიონზე" სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 16:00 (თბილისის დროით - 18:00) საათზე დაიწყო. რაბიუ აფოლაბი გახლდათ. მატჩი მასპინძელთათვის შოკისმომგვრელად დაიწყო - შეხვედრის 5-ე წუთზე ზალცბურგელი მცველების უყურადღებობით სტუმრებმა მშვენივრად ისარგებლეს და შოთა ბაბუნაშვილიმა იმერული გუნდის შემადგენლობაში თავის პირველი გოლი გაიტანა. მალევე ნიკოლოზ გელაშვილს მართებდა ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ძალიან ხელსაყრელი სიტუაციის დაგვირგვინება არ მოხერხდა. ტაიმის მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და 33-ე და 39-ე წუთებზე ზურაბ მამალაძის იაკობ იანჩერმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 6 წუთში სერბმა მილან დუდიჩმა თავის გუნდი დააწინაურა. ზალცბურგელთა ერთადერთი დანაკლისი ნიგერიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მუნდიალზე მოასპარეზე მცველი კარში ორი გოლის გატანაც მოახერხეს - ჯერ

 მეორე ტაიმში ჰუბ სტევენსმა და გია გეგუჩაძემ მრავალი ცვლილება განახორციელეს თავიანთი გუნდების შემადგენლობაში. ტაიმი ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, ქართველები ბურთსა და ტერიტორიასაც მეტად აკონტროლებდნენ და სახიფათო მომენტებსაც უფრო ხშირად ჰქმნიდნენ. ავსტრიელები კი სტუმართა კონტრშეტევებზე გამოჭერას ცდილობდნენ. 74-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - გოგი ფიფიას ბრწყინვალე გადაცემით არანაკლებ კარგად ისარგებლა ნიკოლოზ გელაშვილიმა. მანვე 80-ე წუთზე ამჯერად თორნიკე აფციაურის გამოზომილი გადაცემა შეირგო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა - 3-2.

ავსტრიაში გასამართ ბოლო ტესტ-მატჩს გუნდი 23 ივნისს მოსკოვის ”დინამოსთან” გამართავს ...

 

                           



















საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 


ნანახია: 932 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!