ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 13:58


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 22 » "ზესტაფონმა" მესამე ეტაპი გადალახა (ვიდეომასალა)
21:44
"ზესტაფონმა" მესამე ეტაპი გადალახა (ვიდეომასალა)
http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/dukla/DSC05755.JPG

"დუკლა” (სლოვაკეთი) - "ზესტაფონი” (საქართველო) 1:0 (1:0)
22 ივლისი, 2010 წელი. ბანსკა-ბისტრიცა, "შტიავნიჩკი”. 2880 მაყურებელი.
"დუკლა”: ბოროში, ხუჩკო, პოლიოვკა, ადამიკი, პანჩიკი, ბრაშენი (პიხი, 65), ვაიდა (პლევა, 68), სავიჩი, დურიში (დურიცა, 75), გაიდოში, სეიე.
მთავარი მწვრთნელი: კაროლ მარკო.
"ზესტაფონი”: კვასხვაძე, ბენაშვილი (ალადაშვილი, 56), გიორგი ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, ძარია, გორგიაშვილი (ბაბუნაშვილი, 57), გრიგალაშვილი, აფციაური (ფიფია, 83), გელაშვილი, დვალი.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
გაფრთხილებები: ვაიდა (49), პიხი (71), ელიავა (79), ადამიკი (87).
გოლები: 1:0 დურიში (28).
მსაჯები: დრაგომირ სტანკოვიჩი, ვლადანკო პანიჩი, რადე ვუკელიჩი (ყველა სერბეთი).


2010 წლის 22 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” 2010-2011 წლის უეფას ევროპის ლიგის მეორე ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გამართა. განმეორებითი მატჩი პირველივით წარმატებული ვერ გამოდგა - შეხვედრა სლოვაკთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა, თუმცა ორმატჩიან დაპირისპირებაში საბოლოო წარმატების მისაღწევად მინიმალური მარცხიც საკმარისი გამოდგა .
..

შეხვედრის პირველი ტაიმის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გუნდები ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებისთვის იბრძოდნენ და ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. მასპინძლები საწადელის მიღწევას სტანდარტულების გამოყენებით ცდილობდნენ, ხოლო ქართველები მასპინძლებს სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა - მასპინძელთა სწრაფი იერიში მიხალ დურიშმა დააგვირგვინა. შედეგად, შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით - 1-0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა კიდევ უფრო დაწინაურება ისევ მიხალ დურიშს შეეძლო, მაგრამ მისი სახიფატო დარტყმა ოდნავ ასცდა როინ კვასხვაძის კარს. 59-ე წუთზე ვრატისლავ გაიდოშის უძლიერეად გასროლილი ზესტაფონელთა კარის ძელმა მოიგერია. 64-ეზე კი უკვე ჯაბა დვალმა ვერ შეძლო ხელსაყრელი მომენტის გამოყენება. მალევე შოთა ბაბუნაშვილი ურტყავდა სახიფათოდ, მაგრამ ამ ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა სლოვაკთა გოლკიპერმა პეტერ ბოროშმა. ანგარიშის გათანაბრების ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცა ნიკოლოზ გელაშვილს, მაგრამ მან ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა დააგვიანა. შეხვედრის ბოლო წუთებზე მასპინძლებმა კი სცადეს ორმატჩიანი დუელის ბედის გადარჩენა, თუმცა ბევრს ვერაფერს გამორჩნენ და მატჩის სერბი არბიტრის დრაგომირ სტანკოვიჩის საფინალო სასტვენმა ბანსკა-ბისტრიცას "შტიავნიჩკის" სტადიონზე შეკრებილ 3 000-მდე მაყურებელს ზესტაფონელთა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა აუწყა .

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იმერელთა მეტოქე უკრაინის ქალაქ ლვოვის საფეხბურთო კლუბი ”კარპატი” იქნება. ქართულ-უკრაინული დაპირისპირების პირველ შეხვედრას 29 ივლისს ლვოვის სტადიონი "უკრაინა" უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი მატჩი დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 5 აგვისტოს გაიმართება ...



საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

ნანახია: 941 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!