ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 16.04.2024, 20:07


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 29 » "ზესტაფონის" ვარჯიში და გეგუჩაძის პრესკონფერენცია უკრაინაში (ფოტომასალა)
02:01
"ზესტაფონის" ვარჯიში და გეგუჩაძის პრესკონფერენცია უკრაინაში (ფოტომასალა)


28 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე, "კარპატთან" დღეს გასამართი შეხვედრის წინ, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ლვოვის მთავარ არენაზე - სტადიონ "უკრაინაზე" მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშმა ქართული და უკრაინული მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.


იმერელთა წვრთნამ ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გასტანა, ფეხბურთელებმა ნაყოფიერად იმუშავეს ბურთთან ერთად და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებიც დახვეწეს. სასიხარულოა, რომ ამ უპრინციპულესი მატჩის წინ ცხრამეტივე ჩვენი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

როგორც მოგახსენეთ, ვარჯიშს ქართული და უკრაინული მედიის წარმომადგენლები მრავლად დაესწრნენ და წვრთნის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე იმერთა მთავარ მწვრთნელ გიორგი გეგუჩაძეს შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვეს:

- რას იტყვით "კარპატის" შესახებ?

- "კარპატის" თამაში არაერთხელ მინახავს როგორც წლეულს, ასევე წინა წლებშიც. გუნდი აშკარად პროგრესირებს, ლვოველებს უყვართ და გამოსდით შემტევი ფეხბურთი.

- როგორ შეაფასებთ სტადიონ "უკრაინას" მინდვრის მდგომარეობას?
- კარგი მინდორია, მაგრამ უკანასკნელი დღეების უამინდობის გამო ოდნავ დამძიმებულია ...

- გასვლით შეხვედრაში ფრე მისაღები შედეგი იქნება თქვენი გუნდისათვის?

- ჩვენთვის მისაღები იქნება ის შედეგი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანს.

- "ზესტაფონში" არ ასპარეზობენ ლეგიონერები. ეს გარემოება გუნდს ერთფეროვანს ხომ არ ხდის?
- ამის განსჯა თქვენთვის მიმინდვია, ჩვენს გუნდში მრავლად არიან შემოქმედი ფეხბურთელები, მე არ მივიჩნევ, რომ ჩვენი გუნდი ერთფეროვან ფეხბურთს თამაშობს.


შეგახსენებთ, რომ ”კარპატი” - ”ზესტაფონის” დღევანდელი შეხვედრა ადგილობრივი დროით 19:15, ხოლო თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.



http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/DSC05919.JPG     http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/DSC05921.JPG

http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/DSC05928.JPG     http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/DSC05932.JPG

http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/DSC05907.JPG
ნანახია: 905 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!