ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 17:49


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 28 » ზესტაფონელთა სამზადისი (ფოტომასალა)
04:10
ზესტაფონელთა სამზადისი (ფოტომასალა)

 

 

2010 წლის 1 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპის ლიგის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უმასპინძლებს კლუბ ”ფაეტანოს” სან-მარინოდან.

 

დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე დასასრულს უახლოვდება ევროპული ტურნირის უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობისათვის მზადება. სასიხარულოა, რომ სათანადო მზადყოფნაში ხვდება ქალაქში უეფას ევროპის ლიგის დაბრუნებას სტადიონის მწვანე საფარი. იმის მიუხედავად, რომ ივნისი იმერეთში საკმაოდ ცხელი გამოდგა, კლუბის ხელმძღვანელობის, სტადიონის ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად არენა სათანადო მდგომარეობაშია. ამის გარდა, "დავით აბაშიძეზე" ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოებისა, რომელთა შედეგად შელამაზდა სტადიონისა და სათამაშო მოედნის ღობეები, დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები სათადარიგო მოთამაშეთა და მწვრთნელთა განსათავსებლად. არენის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე არსებული "წითელ სექტორებში" მთლიანად იქნა გამოცვლილი სკამები, რომელთა დიდი ნაწილიც იქმა დაზიანებული ახლახან დასრულებული სეზონის მსვლელობისას. წითელი სკამების ნაცვლად დამონტაჟებულია თეთრი ფერის პერსონალური სავარძლები. ასევე გამოიცვალა სკამები "მცირე VIP-სექტორში", რის შედეგად "დავით აბაშიძის" დასავლეთ ტრიბუნამ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დროშის შეფერილობა მიიღო.. სასიამოვნოა, რომ სტადიონზე წარმართულ სამუშაოებში ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღეს გუნდის გულშემატკივრებმაც

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველ გუნდს, გია გეგუჩაძემ კოლექტივი ზესტაფონში გუშინ შეკრიბა და 20:00 საათზე ქალაქის მთავარ არენაზე ავარჯიშა კიდეც.

http://s003.radikal.ru/i202/1006/54/695241ff8fc2.jpg

http://s03.radikal.ru/i176/1006/6b/fd1038f885f0.jpg

http://s53.radikal.ru/i142/1006/d8/6000f6f5befd.jpg

http://i062.radikal.ru/1006/64/076132870717.jpg



საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
ნანახია: 971 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!