ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 20.09.2017, 16:02


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » იანვარი » 27 » "ზესტაფონი" "კამპ ნოუს" ესტუმრა
17:37
"ზესტაფონი" "კამპ ნოუს" ესტუმრა


"ზესტაფონი" უკვე ესპანეთშია, სადაც სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადების მთავარ ეტაპს შეუდგა. საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერებმა ქალაქ ესტეპონამდე საკმაოდ გრძელი გზა გაიარეს - თბილისიდან ჯერ მიუნხენში ჩაფრინდნენ, ხოლო შემდეგ ბარსელონის გავლით მალაგაში გადაფრინდნენ, საიდანაც დანიშნულების ადგილზე ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავიდნენ.

ბარსელონაში "ზესტაფონის" წევრებს ექვსსაათიანი "ფანჯარა" ჰქონდათ და დრო უქმად არ დაუკარგავთ - ულამაზესი ქალაქიც მოინახულეს და განუმეორებელ "კამპ ნოუსაც" ეწვივნენ.

ესტეპონაში ქართველები სასტუმრო "ესტეპონა პალასში" დაბინავდნენ. იქვე არიან შვეიცარიული "სიონი" და მიმდინარე ევროპის ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა - პოლონური "ლეხი". "ზესტაფონმა" პირველი ესპანური ვარჯიში გუშინ ჩაატარა.

შეგახსენებთ, ფეროელები პირენეებზე 24 ფეხბურთელით გაემგზავრნენ, რომელთა შორისაა გუნდის ხორვატი ახალწვეული გორან გრუიცა.

2-8 თებერვალს "ზესტაფონი" "მარბელას თასზე" იასპარეზებს და პოტენციურ მეტოქეებად ისეთი ძლიერი კლუბები ეყოლება, როგორებიც სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", კიევის "დინამო", დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" და პრაღის "სპარტა" არიან.



ნანახია: 263 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!