ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 20.09.2017, 15:52


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 3 » ზესტაფონი დიდი ფეხბურთისთვის ემზადება
18:09
ზესტაფონი დიდი ფეხბურთისთვის ემზადება
http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/stadioni/DSC06119.JPG

შუა იმერეთის რაიონული ცენტრი, უეფას ევროლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის სამზადისშია, რომელშიც "ზესტაფონი” ლვოვის "კარპატს” უმასპინძლებს (პირველი მატჩი იმერლებმა 0:1 წააგეს). ამ დონის (საუბარია საწყისი ეტაპიდან მე-3 მეტოქემდე მიღწევაზე) საევროტურნირო შეხვედრა თბილისსგარეთ პირველად ტარდება, რაც ზესტაფონური კლუბის მესვეურთა მიმართ ნდობის ნიშანია. როგორც ს.კ. "ზესტაფონის” პრეს--სამსახურმა "მსოფლიო სპორტს” განუცხადა, სპეციალურად ამ მატჩისთვის უეფამ კლუბს ახალი მოთხოვნები წაუყენა, რომლებიც 5 აგვისტოს 20:00 საათისათვის სრულად იქნება შესრულებული.

 


ზესტაფონში პირველად გამოჩნდება უეფას ახალი ინსტრუქციებით ტრენინგგავლილი 30 სტიუარდი. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-ით მოიმატებს ავტოსადგომის ოდენობა. სტადიონზე სპეციალურად ფოტორეპორტიორებისთვის დაიდგა კარავი, საპრესკონფერენციო დარბაზი ამიერიდან 50 ჟურნალისტს დაიტევს. მოიმატა სტადიონზე მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამების რაოდენობამ - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 4558 ადგილი იქნება. ძველ და ახალ სკამებზე დაჯდომის უფლების მოსაპოვებელი ბილეთები (5 და 7 ლარის ღირებულების) 4 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან გაიყიდება.


უკრაინელები ოთხშაბათს 15:00 საათზე, კოპიტნარის აეროპორტში 130-კაციანი დელეგაციით ჩამოფრინდებიან. გუნდი და მომსახურე პერსონალი - სულ 35 პერსონა, ქუთაისში, კერძოდ კი სასტუმრო "ბაგრატი-1003”-ში დაბინავდება. "კარპატის” მხარდამჭერთა შორის იქნება ლვოვის საქალაქო საბჭოს 30 დეპუტატი, რომლებიც წინას¬წარი ინფორმაციით ბათუმში იცხოვრებენ. "ზესტაფონი”-”კარპატის” გასაშუქებლად საქართველოს უკრაინიდან 20 ჟურნალისტი ეწვევა. რაც შეეხება დელეგაციის დანარჩენ წევრებს (45), ისინი კარპატელთა სხვადასხვა ფანკლუბს წარმოადგენენ.


"კარპატი” მატჩისწინა ვარჯიშს ზესტაფონის საფეხბურთო არენაზე 4 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყებს. სტუმართა შემდეგ "დავით აბაშიძეზე” გია გეგუჩაძის გაწვრთნილები მივლენ. მეტოქეთა თავკაცებს ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენციაც აქვთ გეგმაში. თავად მატჩს რაც შეეხება, იგი ხუთშაბათს 20.00 საათზე დაიწყება და მას ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა, ტომი შერვენის თავკაცობით განსჯის.


http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/stadioni/DSC06064.JPG   http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/stadioni/DSC06125.JPG


http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/stadioni/DSC06138.JPG   http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/stadioni/DSC06141.JPG


ფრიდონ კერვალიშვილი, გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”

ნანახია: 285 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!