ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:14


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » "ზესტაფონელები" ლვოვში დაბანაკდნენ
01:32
"ზესტაფონელები" ლვოვში დაბანაკდნენ
http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/sviatoslav.jpg

  გუშინ, ჩარტერული რეისით, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უკრაინაში გაემგზავრა. დილის 11:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 3 საათში ქართული გუნდი ლვოვის აეროპორტში ჩაფრინდა.

 

  ლვოვის აეროპორტიდან ავტობუსით ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ქართველები ლვოვის გარეუბან ვინნიკიში ჩავიდნენ და სასტუმრო ”სვიატოსლავში” დაბინავდნენ.

  უნდა ითქვას, რომ ზემოიმერლები უკრაინაში შეთხელებული შემადგენლობით გაემგზავრნენ. გუშინ საღამოს საგურამოში გამართულ ვარჯიშზე ალექს ბენაშვილმა მუხლის ტრავმა მიიღო. გუნდის სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ, გია გეგუჩაძის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გალიჩინაში 19 ფეხბურთელით გამგზავრების შესახებ.

  გუშინ საღამოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უკრაინულ მიწაზე თავის პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. ვარჯიში ვინნიკის ბოგდან მარკევიჩის სახელობის სტადიონზე გაიმართა და 19:30 საათზე დაიწყო. წვიმისა და სიცივის მიუხედავად, წვრთნისა და მზადების პროცესი პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა.

  უეფას მოთხოვნით, დ. აბაშიძის სახ. სტადიონზე დამატებით 500 ახალი სკამი დამონტაჟდება. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის 3 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს, რათა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის მზად იყოს. დამატებითი სკამებით აღიჭურვება საპრენსკონფერენციო დარბაზი და ფოტო-ჟურნალისტებისთვის სპეციალური კარვებიც მოეწყობა. დაგეგმილია 2 500 კვ.მეტრის ფართობზე ასფალტის საფარის დაგებაც. 




http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/DSC05831.JPG     http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/DSC05832.JPG


http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/DSC05852.JPG     http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/karpati/DSC05867.JPG

ნანახია: 958 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!