ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 15:59


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აპრილი » 23 » ვიცით, რომ სტადიონის მშენებლობა აპრილში დაიწყება
14:50
ვიცით, რომ სტადიონის მშენებლობა აპრილში დაიწყება

 პირველი ლიგის XXIII ტურში ბათუმის "დინამომ" ლანჩხუთის "გურიასთან" გასვლითი შეხვედრა 0:1 წააგო და ქუთაისში დამარცხებული ფოთის "კოლხეთის" დაწევის შანსი ხელიდან გაუშვა. ამჟამად, აჭარლები 45 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "ტორპედოს" 12-ით, ფოთელებს კი 3 ქულით ჩამორჩებიან. ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი ნუკრი გოგიტიძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ფეხბურთელთა გამოუცდელობის შედეგია. ბევრი მწვრთნელის ინტერვიუ წაგვიკითხავს, მაგრამ თვითკრიტიკა ბევრი არ გვახსენდება...

- ბატონო ნუკრი, კონკურენტ გურიასთან ბოლო მატჩი 0:1 წააგეთ და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გუნდი ჯერ კიდევ ვერ დაიქოქა...

- აბსოლუტურად გეთანხმებით, გუნდი ვერ დაიქოქა და ამის მიზეზი ის არის, რომ ძირითადის ორი ფეხბურთელი დავკარგეთ - თემურ სამსეიშვილი სამტრედიაში წავიდა, ბეგლარ თევდორაძე კი ოჯახით მოსკოვში გადასახლდა. ორი ნიჭიერი ბავშვი ავიყვანეთ - ხარაბაძე და ჭკუასელი, მაგრამ გუნდში არ აღმოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ლიდერობას საკუთარ თავზე აიღებდა. ჩვენი არასტაბილურობის მიზეზიც ეს არის.

- ახლა ლაპარაკია უმაღლესი ლიგის გაფართოებაზე, ბათუმის დინამო კი ელიტაში დაბრუნების რეალური კანდიდატია. არის კი გუნდი მზად უმაღლესში სათამაშოდ?

- რა თქმა უნდა, მზად არ არის, რადგან უმღლეს ლიგაში გაცილებით მაღალი მოთხოვნებია. მიმდინარე სეზონში ბევრი კარგი თამაში ჩავატარეთ, ბევრი ცუდიც მახსენდება. ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათ გაზრდას დრო სჭირდება.

- თქვენნაირი თვითკრიტიკული მწვრთნელი იშვიათია...

- ეს არის სიმართლე და რაც არ უნდა დავმალო, პრობლემა თავს მაინც გამოიჩენს. გაძლიერება აუცილებელია. სამსეიშვილისა და თევდორაძის წასვლის გამო, მეორე წრეში უფრო სუსტი გუნდი გვყავს, ვიდრე პირველში იყო. ამასობაში კი მოწინააღმდეგე კიდევ უფრო გაძლიერდა. ასეთ ვითარებაში ლიდერობისთვის ბრძოლა და უმაღლესში გადასვლა ძალიან რთულია. თუკი უმაღლესი ლიგა გაფართოვდება, უნდა ვითამაშოთ, მაგრამ შესაძლებლობები და მიზნები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ჯერ საჭიროა გუნდის გაძლიერება, რადგან სხვაგვარად უმაღლესში გადასვლას აზრი არ ექნება. ამ ტვირთის ზიდვას მხოლოდ გამოცდილი, უფრო მაღალი კლასის კონტიგენტი თუ შეძლებს. ისე კი, მოსამზადებელ ეტაპზე, როცა დაძაბულობა მოხსნილია, უმაღლესლიგელებს - ზუგდიდის ბაიასა და სამტრედიას მოვუგეთ. ბიჭები თავისუფლად თამაშობდნენ და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს. ოფიციალურ მატჩებში კი ყველაფერი სხვაგვარადაა - გამოცდილება ბევრს ნიშნავს. ხომ იცით, როგორც ხდება? - შედეგი გამოცდილებას მოაქვს, ან უნდა მოითმინო და ნიჭიერი ფეხბურთელები გაზარდო. თუმცა, საერთო ჯამში, ბათუმის დინამოს პროგრესი აშკარაა - გასულ წელს მე-9 ადგილზე ვიყავით, ახლა კი ლიდერობისთვის ვიბრძვით. ამას გარდა, სასურველია, თუკი ბათუმის დინამოს დამატებითი ფინანსური საშუალებებიც გამოუჩნდება.

- ამჟამად კლუბი როგორ ფინანსდება?

- საკმაოდ ნორმალურად, რაც მთავარია, ხელფასი და პრემია ერთი დღითაც არ გვიანდება. ბათუმის მერიას ჩვენგან მადლობის მეტი არაფერი ეთქმის.

- ხელფას-პრემიის დროული აღება კარგია, მაგრამ დღევანდელი დაფინანსება საკმარისია?

- ახალგაზრდული გუნდისთვის და პირველ ლიგაში ნორმალური გამოსვლისთვის საკმარისია, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მაღალი კლასის მოთამაშეთა მიწვევას, ცხადია, მეტი დაფინანსება დასჭირდება.

- ამჟამად საშინაო მატჩებს სად ატარებთ?

- ფაქტობრივად, საშინაო მატჩებს ვერც ვატარებთ, რადგან ბათუმში მოწესრიგებული არენა არ გვაქვს. ადელის სტადიონზე ვთამაშობთ და ანგისაში ვვარჯიშობთ. ასე ხომ ძალზე რთულია ჩემპიონატში ნორმალური გამოსვლა.

- ბოლო წლებია გვესმის, თითქოს ევროპული დონის სტადიონს აშენებენ, მაგრამ დღემდე ეს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეული თემაა. რეალურია დაპირება?

- ვფიქრობ, რეალური უნდა იყოს. როგორც გვითხრეს, სტადიონის საკითხი გადაწყვეტილია, პროექტიც დამტკიცებულია და მშენებლობას აპრილის ბოლოს დაიწყებენ.

- ...და სად ააშენებენ?

- ჩაფიქრებულია ანგისაში, სადაც ამჟამად რამდენიმე მოედანია. პროექტი ჰოლანდიელებმა შეადგინეს, ვნახე და ძალიან მომეწონა, ჩაფიქრებულია 140 ადამიანზე გათვლილი სასტუმროს და თანამედროვე სპორტული კომპლექსის აშენება, სადაც გუნდის მოსამზადებლად ყველანაირი პირობა იქნება, ტრიბუნები კი დაახლოებით 10-15 ათას მაყურებელს დაიტევს. წესით, მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. მთელი ბათუმი ამის მოლოდინშია. როცა აშენდება, გაძლევთ პირობას, მერე უკვე კარგი გუნდი გვეყოლება.

- ბოლო ერთი კვირაა, ისმის ხმები, თითქოს ზესტაფონის პრეზიდენტი ილია კოკაია გუნდის ბათუმში გადაყვანას აპირებს. როგორც ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი, ბუნებრივია, დაინტერესდებოდით, მართალია ეს თუ არა?

- არ ვიცი, რა იქნება ხვალ და ზეგ. ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელობაც ჩემთვის სამუდამოდ არავის დაუმტკიცებია, პატარების ჯგუფიც მყავს და თუ მართლა ასე მოხდება, მივხედავ ბავშვებს... მწვრთნელი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. ჩემთვის მთავარია, ბათუმში ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდეს, მისი ტრადიციები აღორძინდეს და ეს ძალიან გამახარებს. ამას თავისთავად მოჰყვება ასაკობრივი გუნდებისა და ბავშვთა ფეხბურთის გამოცოცხლება. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი პრობლემა ადგილობრივ ბავშვებს შეექმნებათ, რადგან შემადგენლობაში მათ ნაკლებად ათამაშებენ.

გაზეთი "ლელო"

ნანახია: 766 | დაამატა: დონე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!